მოამზადეთ უგემრიელესი ბლინები ფქვილის გარეშე! ის არ შეიცავს გლუტენს და ლაქტოზას…

оладьи без муки с бананом

დღეს გაგიზიარებთ უგემრიელესი ბლინების უმარტივეს რეცეპტს. მის მოსამზადებლად მხოლოდ 15 წუთი დაგჭირდებათ. ეს ბლინები არ შეიცავს გლუტენს და ლაქტოზას.

 

ბლინი ფქვილის გარეშე

სახლში ხშირად შემომრჩება ხოლმე მწიფე ბანანი, რომელიც ფაქტიურად ფაფის კონსისტენციას იღებს. მისგან ვამზადებ ხოლმე სმუზის ან ბლინებს, რომელსაც არც ხორბლის ფქვილს ვუმატებ და არც რძეს. ეს არის შესანიშნავი აზრი საუზმისთვის, თან მინიმალური დანახარჯით.

оладьи без муки с овсянкой

დაგჭირდებათ:

– 1 ცალი მწიფე ბანანი

– 1 ცალი კვერცხი

– 1/4 ჭიქა შვრიის ფქვილი

– 1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი

– მწიკვი მარილი

– მცენარეული ზეთი

 

მომზადების წესი:

1. გაფრცქვენით ბანანი, დაჭერით ნაჭრებად და მოათავსეთ ღრმა თეფშზე.

2. ჩანგლის დახმარებით კარგად ჩაჭყლიტეთ ისე, რომ მიიღოთ ფაფისებური მასა.

оладьи без муки и сахара

3. ათქვიფეთ კვერცხი და დაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი.

блины без белой муки

4. დაუმატეთ შვრიის ფქვილი ან დაბლენდერებული შვრიის ფანტელი.

оладьи без муки и без кефира

5. მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ერთ ჭურჭელში, დაუმატეთ მწიკვი მარილი და კარგად აურიეთ.

блины из овсянки и банана

6. მოუსვით ტაფას მცენარეული ზეთი და მოამზადეთ ბლინები ნელ ცეცხლზე, მოოქროსფერო ფერის მიღებამდე.

безглютеновые оладьи

7. შეგიძლიათ მიტანოთ სუფრასთან ბანანთან, თხილთან ან თქვენთვის სასურველ სხვა ხილთან ერთად. სურვილისამებრ შეგიძლიათ გამოიყენოთ თაფლი ან შოკოლადის სიროფი.

безглютеновые блины без молока

ამ რეცეპტით გამოდის 1 პორცია ბლინები. რამდენ ადამიანზეც გნებავთ მისი დამზადება, იმდენზე გაამრავლეთ ინგრედიენტის რაოდენობა. ლაქტოზის გარეშე მიღება ვისაც სურს, მათ მცენარეული ზეთის ნაცვლად უნდა გამოიყენონ ნაღების კარაქი.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

გემრიელად მიირთვით!

შეაფასეთ სტატია
მოამზადეთ უგემრიელესი ბლინები ფქვილის გარეშე! ის არ შეიცავს გლუტენს და ლაქტოზას…
დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე
ბაბუაწვერა – მცენარე, რომელიც უნივერსალურია თქვენი ჯანმრთლობის შესანარჩუნებლად.