ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ თქვენ აუცილებლად ყოველდღე მიირთმევთ კოჭას ჩაის. აი რატომ…

как приготовить имбирный чай

как приготовить имбирный чай

ცივი დღეების მოახლოებასთან ერთად, ჩვენ უფრო დიდ დროს ვატარებთ სახლში. ასეთი ამინდი განწყობაზეც მოქმედებს, თუმცა ამის გამოსწორება შესაძლებელია ერთი ჭიქა თბილი სასმელით. მაგალითისთვის მოვიყვანთ კოჭას ჩაის, რომელიც ყველაფერთან ერთად თქვენი ჯანმრთელობისთვისაც ძალიან სასარგებლოა. აქვე გაგიზიარებთ მისი მომზადების 3 რეცეპტს.

 

როგორ მოვამზადოთ კოჭას ჩაი?

ჩვენ შეგირჩიეთ ყველაზე უჩვეულო რეცეპტები, რომელიც წამში გამოგისწორებთ გუნება-განწყობილებას და გაგიხალისებთ ცივ დღეებს. ამ ჩაის გამოყენება ძილის წინაც შეგიძლიათ, რადგან ის არ შეიცავს კოფეინს და ნამდვილად არ გამოიწვევს უძილობას.

 

1. კოჭას ჩაი ლიმონითა და პიტნით.

имбирный чай

დაგჭირდებათ:

– 1/2 ლიმონი

– კოჭას პატარა ნაჭერი (5-6 სმ.)

– 500 მლ. წყალი

– პიტნის ფოთოლი 2-4 ცალი

– შაქარი ან თაფლი გემოვნებით

 

მომზადების წესი:

ქვაბში მოათავსეთ ნაჭრებად დაჭრილი ლიმონი და წვრილად დაჭრილი კოჭა. დაასხით წყალი და წამოდუღებისთანავე დაუწიეთ ცეცხლს. ამის შემდეგ დაუმატეთ პიტნა და დატოვეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთით. მომზადების შემდეგ გადაწურეთ და დაუმატეთ შაქარი ან თაფლი თქვენი სურვილისამებრ. გაითვალისწინეთ! თაფლი უნდა დაამატოთ თბილ ჩაიში, მაგრამ არა მდუღარეში. ასე, ის არ დაკარგავს თავის სასარგებლო თვისებებს.

 

2. კოჭას ჩაი დარიჩინით, ფორთოხლით და კურკუმით.

чай с имбирем и куркумой

დაგჭირდებათ:

– კოჭას პატარა ნაჭერი (3-4 სმ.)

– დარიჩინის ჩხირი

– 1 ჩ.კ. დაფქული კურკუმა

– 60 მლ. ლიმონის წვენი

– 700 მლ. წყალი

– შაქარი ან თაფლი

– ფორთოხალი 1-2 ნაჭერი

 

მომზდების წესი:

აადუღეთ ქვაბში წყალი და დაუმატეთ გახეხილი ან წვრილად დაჭრილი კოჭა, დარიჩინის ჩხირი და კურკუმა. ხარშეთ ყველაფერი 5 წუთით. ამის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ ლიმონის წვენი. მიღებული სასმელი გადაწურეთ და დაუმატეთ ფორთოხლის ნაჭრები. სურვილისამებრ დაუმატეთ შაქარი ან თაფლი.

 

3. შავი ჩაი კოჭათი და ქაცვით.

чай с имбирем и облепихой

დაგჭირდებათ:

– 2 ჩ.კ. შავი ჩაი

– 100 გრ. ქაცვი

– კოჭას პატარა ნაჭერი (3-4 სმ.)

– 500 მლ. წყალი

– შაქარი ან თაფლი

 

მომზადების წესი:

დაასხით ჩაის ადუღებული წყალი და დატოვეთ 2-3 წუთით. ცალკე ჭიქაში მოათავსეთ გასრესილი ქაცვი, გახეხილი კოჭა და შაქარი. ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში და დაუმატეთ გადაწურული შავი ჩაი. კარგად მოურიეთ და კიდევ ერთხელ გადაწურეთ სითხე.

 

კოჭას ჩაის სასარგებლო თვისებები

1. კოჭას ჩაი სასარგებლოა გრიპის, გაციების ხველების, სურდოს და ყელის ტკივილის დროს. ის საკმაოდ ეფექტური ამოსახველებელი და სიცხის დამწევი საშუალებაა.

польза имбиря

2. კოჭა ხელს უწყობს მადის გაუმჯობესებას და კუჭის წვენის გამომუშავებას. ეს სასმელი იდეალურია მათთვის, ვისაც აქვს მონელებასთან დაკავშირებული პრობლემა და შებერილობა. თუ გახეხილ ან დაჭრილ კოჭას დაუმატებთ საჭმელს, თქვენ ხელს შეუწყობთ მის მონელებას და სასარგებლო ნივთიერებების ათვისებას.

3. ეს სამკურნალო სასმელი ამაგრებს სისხლძარღვებს და ამცირებს არტერიულ წნევას. ჰიპერტონიკებისთვის ის უბრალოდ იდეალურია.

4. კოჭა ხელს უწყობს მეხსიერების გაუმჯობესებას. მისგან მომზადებული სასმელი ძალიან სასარგებლოა კუნთების ტკივილის, გონებრივი და ფიზიკური გადაღლილობის დროს. ერთ ჭიქა ჩაის შეუძლია წამში გააქროს გულისრევისა და თავბრუსხვევის შეგრძნება.

чем полезен имбирь

5. კოჭა ასევე სასარგებლოა პირის ღრუს პრობლემების დროს. პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის მოსაცილებლად დაღეჭეთ პატარა ნაჭერი კოჭას ფესვი.

6. კოჭა აფროდიზიაკად ითვლება. ის დადებითად მოქმედებს მამაკაცურ ჯანმრთელობაზე. თანამედროვე მეცნიერების თქმით, კოჭას მოხმარება ხელს უწყობს ტესტოსტერონის გამომუშავებას.

корень имбиря

კოჭას გამოყენება ასევე შეგიძლიათ კერძებშიც. აუცილებლად ჩასვით ის თქვენს ყოველდღიურ რაციონში.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ თქვენ აუცილებლად ყოველდღე მიირთმევთ კოჭას ჩაის. აი რატომ…
печеный лук польза
აი რატომ ვაცხობ ყოველ კვირა ხახვს. უნიკალური სამკურნალო საშუალება თქვენი ორგანიზმისთვის…