9 რჩევა ნივთიერებათა ცვლის დასაჩქარებლად. დილა უნდა დაიწყოთ ასე…

Як прискорити метаболізм (обмін речовин)

ნივთიერებათა ცვლის პროცესის სწორად მიმდინარეობა საკმაოდ დიდი როლს თამაშობს ჩვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. როგორც წესი, ვისაც ნივთიერებათა ცვლა აქვს მოწესრიგებული, ისინი რასაც არუნდა მირთმევდნენ მაინც არ იმატებენ წონაში. ხოლო ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა…

იტვირთება

დღეს გაგიზიარებთ 9 რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებაში და კალორიების დაწვაში.

 

9 რჩევა ნივთერებათა ჩვლი დასაჩქარებლად

 

1. დალიეთ თბილი ლიმონიანი წყალი

теплая вода с лимоном

დილით, გაღვიძებისთანავე დალიეთ ერთი ჭიქა თბილი ლიმონიანი წყალი. ეს დაგეხმარებათ ნივთიერებათა ცვლის პროცესის დაჩქარებაში და ნაწლავების გასუფთავებაში. წყალს შეგიძლიათ 1 ჩ.კ. თაფლიც დაუმატოთ.

 

2. გაიღვიძეთ 30 წუთით ადრე

დილით ადრე გაღვიძება ნამდვილი გამოცდაა და არც ისე სასიამოვნოა უმრავლესობისთვის. თუმცა მნიშვნელოვანია თავი ხელში აიყვანოთ. დააყენეთ მაღვიძარა მხოლოდ ნახევარი საათით ადრე თქვენს ჩვეულ გაღვიძების დროსთან შედარებით. დილით ადრე გაღვიძება ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პროცესის სწორად მიმდინარეობას.

 

3. ხტუნაობა

გაღვიძებისთანავე წამოდექით და დაიწყეთ ხტუნვა ლახტით ან მის გარეშე. 5 წუთით ადგილზე ხტუნვა ხელს უწყობს ორგანიზმში ლიმფის ცირკულაციას და ტოქსინების გამოდევნას.

 

4. გაწელვითი ვარჯიშები

დილის გაწელვითი ვარჯიშები მნიშვნელოვანია თქვენი კუნთებისთვის, სახსრებისთვის და ხერხემლისთვის. მისი შესრულება ხტუნვის შემდეგვე შეგიძლიათ. 5 წუთიანი ვარჯიში სავსებით საკმარისი იქნება.

 

იტვირთება

5. ჩაჯდომები

გაწელვითი ვარჯიშების შემდეგ გააკეთეთ ჩაჯდომები დაახლოებით 10-20 ჯერ. თუ ყოველ დილას ასე დაიწყებთ, ეს იმოქმედებს როგორც ფიზიკურ, ასევე შინაგან მდგომარეობაზე და განწყობაზე.

6. მიირთვით 2 კვერცხი

კვერცხი მდიდარია ვიტამინებით და ცილით. ეს მნიშვნელოვანია თქვენი კუნთებისთვის.

 

7. დალიეთ 1 ჭიქა მწვანე ჩაი

зеленый чай

მწვანე ჩაი შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, რომელიც ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებას. დილით ყავა ჩაანაცვლეთ მწვანე ჩაით, ეს იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება.

 

8. წაიღეთ თან რაიმე წასახემსებლად

თუ დღის განმავლობაში ვერ ახერხებთ სრულფასოვნად კვების რეჟიმის დაცვას, ყოველთვის თან წაიღეთ რაიმე წასახემსებლად.

 

9. არ დაგავიწყდეთ წყალი

9 რჩევა ნივთიერებათა ცვლის დასაჩქარებლად. დილა უნდა დაიწყოთ ასე...

წყალი ხელს უწყობს მთელი ორგანიზმის სწორად ფუნქციონირებას. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ როცა გვიჩნდება წყურვილის შეგრძნება, რეალურად ამ დროს სხეული უკვე განიცდის გაუწყლოვანებას. სწორედ ამიტომ საჭიროა რეგულარულად მიიღოთ დღის განმავლობაში 2-3 ლ. წყალი. თავიდან ეს შეიძლება ძნელად მოგეჩვენოთ, მაგრამ სულ მალე ჩვევაში გადაგეზრდებათ.

დაიწყეთ ყოველი დილა ამ რჩევების გათვალისწინებით. ეს ხელს შეუწყობს ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებას, თან მთელი დღის მანძილზე ენერგიით იქნებით სავსე.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

იტვირთება
შეაფასეთ სტატია
9 რჩევა ნივთიერებათა ცვლის დასაჩქარებლად. დილა უნდა დაიწყოთ ასე…
საოცრებაა – მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო რძის შრატში იმალება