შემთხვევების 90%-ში მუხლის ტკივილი სულაც არ უკავშირდება მუხლის პრობლემას… მკურნალობის მეთოდი, რომელიც ყოველგვარი ოპერაციისა და მედიკამენტების გარეშე მიმდინარეობს!

მუხლების ტკივილს ძირითადად უკავშირებენ ართრიტს, ართროზს ან გონოსართროზს. ეს დაავადებები ხშირად უჩნდებათ ასაკოვან ადამიანებს.

სამედიცინო ფრაქტიკაში გამოჩნდა, რომ მუხლის ტკივილის დროს აუცილებელია დიფერენციალური დიაგნოზის დასმა. აუცილებელია დეტალურად იქნეს გამოკვლეული თუ რა არის რეალურად მუხლის ტკივილის გამომწვევი მიზეზი. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში მიზეზი სხვა რამ აღმოჩნდება ხოლმე. ალბათ გსმენიათ კიდეც, რომ ადამიანი შეიძლება დიდი ხნის მანძილზე მკურნალობდეს, მაგრამ მუხლის ტკივილი მაინც აწუხებდეს.

მუხლის ტკივილი ძირითადად გამოწვეულია რაიმე ტრავმის შედეგად, მაგალითად: მენისკის დაზიანება, რომელიც ხელს უწყობს ართროზის განვითარებას. ასეთი ტრავმის დროს ძირითადად მუხლს აღარ ვხრით და ვართ უმოძრაო მდგომარეობაში, რაც იწვევს კუნთების ატროფიას. ეს ყველაფერი იწვევს სახსრების გამოფიტვას და მუხლები უბრალოდ ვეღარ ფუნქციონირებენ გამართულად. კიდევ უამრავი მაგალითია იმისა, რომ მუხლის ტკივილის დროს საჭიროა კარგ სპეციალისტთან მისვლა, რადგან სიმპტომების მოხსნით თქვენ უბრალოდ დროებით გვერდს აუვლით რეალურ პრობლემას.

შემთხვევების 90%-ში მუხლის ტკივილი სულაც არ უკავშირდება მუხლის პრობლემას, ეს ან მენჯ-ბარძაყის სახსრის ბრალია ან ხერხემლის ოსტეოქონდროზის.
მუხლის ვარჯიშები

1. დადექით მუხლებზე 10-30 წამით. ვარჯიშის დრო ნელ-ნელა უნდა გაზარდოთ. თავიდან გაგიჭირდებათ, მაგრამ მოთმინება უნდა გამოიჩინოთ.

2. დაიწყეთ მუხლებზე სიარული, ნელა და აუჩქარებლად. თითოეულ გადადგმულ ნაბიჯს მიაყოლეთ ამოსუნთქვა. ეს დაგეხმარებათ ვარჯიშის პროცესის შემსუბუქებაში. ღრმად ჩაისუნთქეთ და ნაბიჯის გადადგმისას ნელ ამოისუნთქეთ.

3. ვარჯიშის ხანგრძლივობა უნდა აიყვანოთ 3-5 წუთამდე.

4. მუხლის ვარჯიშის შესამსუბუქებლად წინ დაიდეთ სკამი და მას დაეყრდენით გარკვეული პერიოდის მანძილზე. მუხლებზე კი შეგიძლიათ გაიკეთოთ სპეციალური სახვევი ან რბილი ქსოვილი შემოიხვიოთ.

 

ეს ვარჯიშები დაგეხმარებათ მუხლის სახსარის და კუნთების გამაგრებაში. ფაქტია, რომ ყოველგვარი ოპერაციისა და წამლების გარეშეა შესაძლებელი მუხლის ტკივილის მკურნალობა. მთავარია რეგულარულად შეასრულოთ ვარჯიშები.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
შემთხვევების 90%-ში მუხლის ტკივილი სულაც არ უკავშირდება მუხლის პრობლემას… მკურნალობის მეთოდი, რომელიც ყოველგვარი ოპერაციისა და მედიკამენტების გარეშე მიმდინარეობს!
5 პროდუქტი, რომელიც კიბოს პრევენციას ახდენს - რას გვირჩევს ექიმი ლაშა უჩავა?
5 პროდუქტი, რომელიც კიბოს პრევენციას ახდენს – რას გვირჩევს ექიმი ლაშა უჩავა?