დარჩით მუდამ ჯანმრთელი: თქვენი ორგანიზმისთვის ყველაზე სასარგებლო 10 მარცვალი

დარჩით მუდამ ჯანმრთელი: თქვენი ორგანიზმისთვის ყველაზე სასარგებლო 10 მარცვალი

სააფთიაქო საშუალებების და ზოგადად აფთიაქების გაჩენამდე, ძველად იღებდნენ ბუნებრივ საშუალებებს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ძველი აცტეკები აქტიურად მოიხმარდნენ ჩიასა და სეზამის მარცვალს, რადგან მათ მიიჩნევდნენ სილამაზისა და ჯანრთელობის საწინდრად.

დარჩით მუდამ ჯანმრთელი: თქვენი ორგანიზმისთვის ყველაზე სასარგებლო 10 მარცვალი

დღეს ჩვენ გაგაცნობთ 10 ყველაზე სასარგებლო მარცვალს, რომელიც ეფექტურია დაავადებების პროფილაქტიკისთვის, სამკურნალოდ და ზოგადად ორგანიზმის გასაჯანსაღებლად.

1. სელის მარცვალი

სელის მარცვალი ხელს უწყობს მადის დაქვეითებას, ამიტომ ხშირად იყენებენ წონაში კლების დროს. ის შეგიძლიათ დაუმატოთ სალათებში და კოქტეილებში. გარდა ამისა სელის მარცვალი ხელს უწყობს ჰორმონალური ფონის დარეგულირებას და ამცირებს სიმსივნის განვითარების რისკს.

დარჩით მუდამ ჯანმრთელი: თქვენი ორგანიზმისთვის ყველაზე სასარგებლო 10 მარცვალი

2. ჩიას მარცვალი

ჩიას მარცვალი განსაკუთებით სასარგებლოა ბავშვებისთვის და ასაკოვანი ადამიანებისთვის. ჩია ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას, ტვინის მუშაობის გაუმჯობესებას, წნევის დარეგულირებას და ხელს უშლის თრომბის წარმოქმნის საშიშროებას. მიკროელემენტები კი ხელს უწყობს კანის სილამაზის შენარჩუნებას და აკნეს მოცილებას.

დარჩით მუდამ ჯანმრთელი: თქვენი ორგანიზმისთვის ყველაზე სასარგებლო 10 მარცვალი

3. გოგრის თესლი

გოგრის თესლი შეიცავს ძალიან ბევრ პროტეინს. თუ ყოველდღე მიირთმთ 100 გრამს, ასე მიიღებთ ცილის დღიური ნორმის 54%-ს. თუ თქვენ საჭიროებთ В ვიტამინის მიღებას, მაშინ მედიკამენტის ნაცვლად თამამდ სეგვიზლია გირჩიოთ გოგრის თესლი. ის სააფთიაქო ქსელში არსებულ საშუალებებზე ბევრად იაფი და ეფექტურია. გოგრის თესლი ასევე ძალიან კარგად ხსნის დეპრესიას და გაღიზიანებას.

დარჩით მუდამ ჯანმრთელი: თქვენი ორგანიზმისთვის ყველაზე სასარგებლო 10 მარცვალი

4. გარგლის, ფეტვის და ვაშლის თესლი

გარგლის თესლის გული, ვაშლის თესლი და ფეტვი შეიცავს ვიტამინ В-17-ს, რომელიც კლავს სიმსივნურ უჯრედებს. ბიოქიმიკოსი ერნესტ კრესბი ირწმუნებოდა, რომ თუ ადამიანი დღეში 12 ცალ გარგლის თესლის გულს შეჭამდა, ის დაცული იყო სიმსივნის გაჩენისგან.

დარჩით მუდამ ჯანმრთელი: თქვენი ორგანიზმისთვის ყველაზე სასარგებლო 10 მარცვალი

5. სეზამის მარცვალი

სეზამი ერთ-ერთი უძველესი საკმაზია. ის არის სპილენძის, ფოსფორის, რკინის, მაგნიუმის და კალციუმის ნამდვილი საბადო. სეზამის მარცვლები ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით თუთიას, საკვებ ბოჭკოს და ვიტამინ В1-ს. თუ მიდრეკილი ხართ წნევის უეცარი ვარდნისკენ, მაშინ აუცილებლად უნდა შეიტანოთ თქვენს რაციონში სეზამი და სამუდამოდ დაივიწყებთ ამ პრობლემას.

დარჩით მუდამ ჯანმრთელი: თქვენი ორგანიზმისთვის ყველაზე სასარგებლო 10 მარცვალი

6. მზესუმზირის მარცვალი

მზესუმზირა არის მაგნიუმის საბადო. ის ხელს უშლის არტერიული წნევის უეცარ დავარდნას და ხსნის თავის ტკივილს. თუ ყოველდღე მიირთმევთ მას, ასე თავიდან აიცილებთ გულის შეტევის განვითარების რისკს.

დარჩით მუდამ ჯანმრთელი: თქვენი ორგანიზმისთვის ყველაზე სასარგებლო 10 მარცვალი

7. ძირა

ძირა სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის დარვევისას და ღვიძლის დაავადებების დროს. ძირა ასევე ეფექტურია გაციების და ყელის ტკივილის დროს. მისი საშუალებით უძველესი დროიდან მკურნალობდნენ ართრიტს და ასთმას.

დარჩით მუდამ ჯანმრთელი: თქვენი ორგანიზმისთვის ყველაზე სასარგებლო 10 მარცვალი

8. კანაფის თესლი

კანაფის თესლი შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას, 20 ამინომჟავას, ომეგა 3-ს, ომეგა 6-ს და ეს კიდევ არაა სრული ჩამონათვალი მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებებისა. იმუნური სისტემის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის გასაძლიერებლად ეს არის საუკეთესო ბუნებრივი საშუალება.

დარჩით მუდამ ჯანმრთელი: თქვენი ორგანიზმისთვის ყველაზე სასარგებლო 10 მარცვალი

9. ბროწეულის თესლი

ბროწეულის თესლი ამცირებს ხრტილოვანი მასის დაზიანების რისკს ართრიტით დაავადებულებში. ეს გემრიელი ხილი ამცირებს ანთებით პროცესებს და აქტიურად ებრძვის ძვლების დამაზიანებელ ფერმენტებს.

დარჩით მუდამ ჯანმრთელი: თქვენი ორგანიზმისთვის ყველაზე სასარგებლო 10 მარცვალი

10. ყურძნის თესლი

ყურძნის თესლი ხელს უშლის გულის დაავადებების განვითარებას. ის არეგულირებს წნევას და ქოლესტერინის დონეს სისხლში. ყურძნის თესლის ექსტრაქტი აქტიურად ებრძვის კარცენოგენურ უჯრედებს და ხელს უშლის სხვადასხვა ინფექციის განვითარებას.

დარჩით მუდამ ჯანმრთელი: თქვენი ორგანიზმისთვის ყველაზე სასარგებლო 10 მარცვალი

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
დარჩით მუდამ ჯანმრთელი: თქვენი ორგანიზმისთვის ყველაზე სასარგებლო 10 მარცვალი
აი, რატომ ვსვამ ქიშმიშის ბულიონს რეგულარულად