ლეღვის ჩირი ყოველთვის მომწონდა. ეს ნატურალური და გემრიელი ტკბილეული განსაკუთრებით გემრიელია რძესთან ერთად. როცა გავიგე ლევის სასარგებლო თვისებების შესახებ, ის უფრო მეტად შემიყვარდა.
ლეღვი სასარგებლოა როგორც ცოცხალ, ასევე გამომშრალ მდგომარეობაში. დღეს შემოგთავაზებთ უნიკალური გამაჯანსაღებელი საშუალების მომზადების რეცეპტს, რომელშიც ლეღვის ჩირი შეგიძლიათ გამოიყენოთ.
ეს საშუალება განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც აწუხებს კუჭის პრობლემები და მომატებული ქოლესტერინის დონე.
ლეღვი სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სწორი მუშაობისთვის. ლეღვი ასევე ძალიან კარგია ორგანიზმის გასაწმენდად შლაკებისაგან და წონის დასაკლებად. ის ხელს უწყობს კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას და უძილობის დროსაც ეფექტურია.
ლეღვი შეიცავს დიდი რადენობით კალციუმს. ასევე შეიცავს კალიუმს, რომელიც ხელს უწყიბს გულის ჯანმრთელობას. ხოლო მასში არსებული ანტიოქსიდანტები ხელს უწყიბს იმუნიტეტის ამაღლებას.
როგორ დავამზადოთ ლეღვისგან ნატურალური სამკურნალო საშუალება?
დაგჭირდებათ:
– 40 ცალი ლეღვის ჩირი
– ზეითუნის ზეთი
მომზადების წესი:
1. მოათავსეთ ლეღვის ჩირი შუშის ქილაში და დაასხით ზეითუნის ზეთი ისე, რომ ჩირი ბოლომდე დაფაროს. დააფარეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში 40 რის განმავლობაში.
მიღების წესი:
უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ, დილით უზმოზე 1 ცალი ზეითუნის ზეთით გაჟღენთილი ლეღვის ჩირი.
ეს ნატურალური საშუალება დაგეხმარებათ იმუნიტეტის გაძლიერებაში და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!