აი რა მოხდება კონტაქტური ლინზებით ძილის შემთხვევაში: ადამიანის სიზარმაცის სამწუხარო შედეგები…

контактные линзы

კონტაქტურ ლინზებს მსოფლიო მაშტაბით მილიონობით ადამიანი იყენებს. მისი პოპულარობა და მოთხოვნადობა დღითიდღე იზრდება.

ლინზები, რომელიც მხედველობის გასაუმჯობესებლად გამოიყენება, ბევრად უფრო ახლოს არის სამედიცინო მაჩვენებლებთან ისეთი პრობლემების დროს, როგორიცაა მაგალითად ასტიგმატიზმი. ისინი ბევრად უფრო ესთეტიურად გამოიყურება სათვალესთან შედარებით და საშუალებას გაძლევთ მიჰყვეთ ცხოვრების აქტიურ რიტმს.

თვალების ინფექცია

მიუხედავად ასეთი პოპულარობისა და კომფორტულობისა, კონტაქტურ ლინზებს აქვთ თავისი უკუჩვენებაც. საუბარია ბაქტერიულ კერატიტზე, რომელიც არც თუ ისე იშვიათად უჩნდებათ ლინზების მომხმარებლებს. ამ დაავადებას თან ახლავს რქოვანას შეშუპება, ტკივილი, მხედველობის გაუარესება და ცრემლდენა. ბაქტერიული კერატიტის გამომწვევი მიზეზი ხშირად ხდება ბაქტერია – Pseudomonas aeruginosa.

синегнойная палочка

კერატიტის გამომწვევი მიზეზები

кератит

 

კერატიტის განვითარება გარდაუვალია, თუ:

 

1. თუ არ ცვლით კონტაქტურ ლინზას შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

2. თუ ლინზებს ჩვეულებრივი წყლით გარეცხავთ.

3. თუ მოიხსნით ლინზებს აბაზანაში ად აუზზე ყოფნისას.

4. თუ ლინზებთან შეხებამდე არ დაიბანთ ხელებს საპნით.

5. თუ ძილის წინ ლინზებს არ იხსნით, ეს ზრდის კერატიტის განვითარების რისკს 6-5 ჯერ. ოფთალმოლოგთა განცხადებით, ყველანაირი ლინზის მოხსნაა აუცილებელი. მათ შორის ისეთებისაც ,რომელსაც აწერია რომ მოხსნა აუცილებელი არ არის.

6. თუ ლინზებს მოხსნისთანავე არ ასუფთავებთ, მასძე რჩება დაბუნძურებული ზედაპირი და ეს მშვენიერი გარემოა ბაქტერიების გასამრავლებლად. ლინზების საწმენდი სპეციალური სითხე ანადგურებს ბაქტერიების 90%-ს.

7. თუ რეგულარულად არ ცვლით ლინზების შესანახ კონტეინერში სითზეს.

 

აღნიშნული რჩევები აუცილებლად გასათვალსიწინებელია, რათა თავიდან ავირიდოთ შემდგომი გართულებები.

 

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
აი რა მოხდება კონტაქტური ლინზებით ძილის შემთხვევაში: ადამიანის სიზარმაცის სამწუხარო შედეგები…
თქვენ შეგიძლიათ სახლის პირობებში გააკეთოთ ეს 4 ვარჯიში. შეინარჩუნეთ მკვრივი და ლამაზი ხელები ნებისმიერ ასაკში…