ახლა უკვე შეგიძლიათ დაივიწყოთ ფეხებზე გამომშრალი და დახეთქილი კანი. საკმარისია კვირაში მხოლოდ ერთი პროცედურა, რომ…

ванночка для ног

ванночка для ног

ზამთრის დადგომასთან ერთად ფეხის კანი უფრო გამომშრალი ხდება და აქედან გამომდინარე ჩნდება ნახეთქებიც. ფეხის კანის მოვლა საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ეს პირველ რიგში ვიზუალურ მხარეზე აისახება და საკმაოდ დიდი დისკომფორტს გვიქმნის.

 

ფეხის კანის მოვლა სახლის პირობებში საკმაოდ მარტივია და რაც მთავარია ეფქტურიც! დღეს გაგიზიარებთ 3 რეცეპტს, რომელიც დაგავიწყებთ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა:  ფეხის ოფლიანობა, ნახეთქები და სხვა.

 

აბაზანები ფეხის მოვლის პროცედურისთვის

 

1. მუხის ქერქის აბაზანა

მუხის ქერქი ხელს უწყობს კანის დარბილებას, ჭარბოფლიანობის მოხსნას, ძველი და გაუხეშებული ქსოვილების მოცილებას. ამისთვის კვირაში მხოლოდ ერთი პროცედურაც საკმარისია.

დაგჭირდებათ:

– 100 გრ. მუხის ქერქი

– 5 ლ. წყალი

 

მომზადების წესი:

ჩაყარეთ მუხის ქერქი წყალში და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში. ნახეთქების შემთხვევაში შეგიძლიათ სალბიც დაუმატოთ ეფექტურობის გასაძლიერებლად.

გამოყენების წესი:

დააყოვნეთ ფეხები 20 წუთის განმავლობაში თბილ აბაზანაში. გაითვალსიწინეთ! აბაზანა არ უნდა იყოს ცხელი.

პირველივე პროცედურის შემდეგ გაგაოცებთ ამ აბაზანის ეფექტურობა.

 

2. რძიანი აბაზანა

რძიანი აბაზანა ძალიან სასარგებლოა გადაღლილობის და შეშუპების დროს. ამ აბაზანის მიღებისთანავე თქვენი ფეხის კანი გახდება აბრეშუმივით პრიალა და ძალიან გლუვი. რძისა და ზეითუნის ზეთს ნაზავი ხელს უწყობს კანის დატენიანებას და გამოკვებას.

დაგჭირდებათ:

– 1 ჭიქა რძე

– 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

– 3 ს.კ. ლიმონის წვენი

– 2 ლ. წყალი

– ცოტაოდენი დარიჩინი

 

მომზადების წესი:

პირველ რიგში აადუღეთ წყალი. ამის შემდეგ გადმოგდით და შეურიეთ ყველა ინგრედიენტი.

გამოყენების წესი:

მიღებული აბაზანა უნდა იყოს ფეხისთვის ასატან ტემპერატურაზე. დააყოვნეთ ფეხები აბაზანაში 15 წუთით.

ეს აბაზანა ხელს უწყობს მაზოლებისგან, ნახეთქებისგან და კანის სიმშრალისგან განთავისუფლებას. მისი გამოყენება კვირაში 2-3 ჯერ შეიძლება.

ამ აბაზანების შემდეგ ფეხებზე რეკომენდირებულია კეფირს წასმა. 2 კვირის შემდეგ წარმოუდგენლად კარგ შედეგს მიიღებთ.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
ახლა უკვე შეგიძლიათ დაივიწყოთ ფეხებზე გამომშრალი და დახეთქილი კანი. საკმარისია კვირაში მხოლოდ ერთი პროცედურა, რომ…
сбалансированный рацион без мяса
გაიგეთ, რისი დეფიციტისგან დაგიცავთ ჭარხალი. ის, რაც არ იცოდით…