სააფთიაქო ქსელში უამრავი ანტიბიოტიკია, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გვინიშნავს ექიმი. როგორც იცით, მათ სარგებელზე მეტი ზიანის მოტანა შეუძლია თქვენი ორგანიზმისთვის. თუმცა რა უნდა ვქნათ როცა გვჭირდება ანტიბიოიკის მიღება?
ამ დროს ყველა ივიწყებს ბუნებრივ და ნატურალურ ხალხურ საშუალებებს, რომელიც არანაკლებ ეფექტურია. დღეს ჩვენ გაგიზიარებთ სამკურნალო სასმელის ეფექტს, რომელიც უძლიერესი ანტიბიოტიკია და უკუჩვენება არ გააჩნია.
ამ სასმელს აქვს ანტიმიკრობული და ანტივირუსული მოქმედება. ის აუმჯობესებს სისხლის მომოქცევას და აძლიერებს იმუნიტეტს.
ეს არის უძლეველი რეცეპტი, რომელმაც უამრავი ადამიანი განკურნა სერიოზული დაავადებისგან. მისი ეფექტურობა მისი შემადგენლობიდან გამომდინარეა.
როგორ მოვამზადოთ ეს სასმელი?
დაგჭირდებათ:
– 2 ცალი წითელი წიწაკა
– 2 ს.კ. კურკუმა
– 2 ს.კ. გახეხილი პირშუშხა
– 700 მლ. ვაშლის ძმარი
– 1/4 ს.კ. დაქუცმაცებული ნიორი
– 1/4 ს.კ. დაქუცმაცებული ხახვი
– 1/4 ს.კ. გახეხილი კოჭა
მომზადების წესი:
1. მომზადებისას აუცილებლად გამოიყენეთ ხელთათმანები.
2. ძმრის გარდა ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში და მოათავსეთ შუშის ქილაში.
3. ქილის 2/3 უნდა იყოს სავსე მშრალიინგრედიენტების ნარევით და დანარჩენი უნდა შეავსოთ ძმრით.
4. ქილას მჭიდროდ დააფარეთ თავსახური და დადგით გრილ ადგილზე ორი კვირის განმავლობაში. დღეში ერთხელ შეანჯღრიეთ.
5. ორი კვირის შემდეგ გადაწურეთ და გადაიტანეთ მიღებული სასმელი შუშის ბოთლში. სასმელის შენახვა მაცივარში სავალდებულო არ არის.
გამოყენების წესი:
– იმუნიტეტის გასაძლიერებლად და გაციების დროს უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ 1 ს.კ. ავადმყოფობის დროს ნელ-ნელა დოზის გაზრდაც შეგიძლიათ 3 ს.კ.-მდე.
– შეგიძლიათ გაურიოთ ზეითუნის ზეთს და გამოიყენოთ სალათებშიც.
გაითვალისწინეთ! ამ სასმელს აქვს საკმაოდ ძლიერი არომატი და ამიტომ მისი მიღების შემდეგ რეკომენდირებულია ლიმონის ან ფორთოხლის მიყოლება.
აუცილებლად სცადეთ ამ უნიკალური რეცეპტის გამოყენება და თავად დარწმუნდებით მის ეფექტურობაში.
გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!