აი რატომ არ შეიძლება ფრჩხილების კვნეტა! გაიგეთ რა შეიძლება გამოიწვიოს ამ მავნე ჩვევამ…

Как перестать грызть ногти? — Завистник

Как перестать грызть ногти? — Завистник

ფრჩხილის კვნეტას ძირითადად ბავშვები იწყებენ 4 წლის ასაკიდან. ეს არის საკმაოდ მავნე ჩვევა, რომელიც აზიანებს თქვენს ჯანმრთელობას. დღემდე ბოლომდე ვერავინ ამოხსნა, თუ რა იწვევს ამ ჩვევის პროვოცირებას. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ეს შეიძლება იყოს გამოწვეული მემკვიდრეობით, სტრესით ან ფსიქიკური პრობლემებით.

ფრჩხილების კვნეტას სასწრაფოდ უნდა მოეშვათ. ჩვენ ვეცდებით ზუსტად დაგანახოთ, თუ რა საშიშროების წინაშე ხართ ამ მავნე ჩვევის გამო.

რას იწვევს ფრჩხილების კვნეტა?

 

1. რაც არუნდა ხშირად დაიბანოთ ხელები, ფრჩხილების ქვეშ მაინც რჩება უამრავი ბაქტერია. ისინი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენენ თქვენი ჯანმრთელობისთვის. უბრალოდ წარმოიდგინეთ ფრჩხილის კვნეტის პროცესში როგორ ხვდება უამრავი ბაქტერია თქვენს პირის ღრუში და შემდეგ ორგანიზმში.

ბაქტერიები

2. გარდა ბაქტერიებისა, ფრჩხილების ქვეშ პარაზიტების კვერცხებიც ხვდება. ყველას კარგად მოგეხსენებათ თუ რამდენად სახიფათოა ჭიები ჩვენი ორგანიზმისთვის.

 

3. ფრჩხილის კვნეტისას შესაძლოა დაიზინოთ კბილის ემალი. გაგიკვირდებათ და ამ მავნე ჩვევის გამო ყბის დეფორმაციის შემთხვევაც კი არის დაფიქსირებული.

 

4. ფრჩხილის კვნეტისას ხშირად ხდება ღრძილების და ენის ლორწოვანი გარსის დაზიანება. ეს იწვევს სტომატიტის განვითარებას.

стоматит

5. კიდევ უფრო სახიფათოა ფრჩხილის ლაკით დაფარული ფრჩხილების კვნეტა. იცოდით, რომ ფრჩხილის ლაკის უმეტესობა შეიცავს ფორმალდეჰიდს – ნივთიერებას, რომელსაც იყენებენ მიცვალებულთა დასამუშავებლად.

6. ფრჩხილის კვნეტა იწვევს ნელ-ნელა ფრჩხილის ფორმის შეცვალს, მის დეფორმაციას და დაპატარავებას. ასე შეიძლება უბრალოდ იმდენად დაპატარავდეს, რომ აღაც კი ჩანდეს თითზე. ამ ყველაფერს თან ტკივილებიც ახლავს.

ფრჩხილის კბენა

7. ფრჩხილის კიდეებზე გაჩენილი პატარ-პატარა ჭრილობებიდან დამატებით კიდევ ხვდება ბაქტერიები თქვენს ორგანიზმში.

привычка грызть ногти

8. ფსიქლოგიური პრობლემების შემთხვევაში, ფრჩხილის კვნეტა კიდევ უფრო ამძიმებს ადამიანის მდგომარეობას.

 

ამ მავნე ჩვევისგან განთავისუფლება საკმაოდ ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი. მთავარია არჩევანი თქვენს ჯანმრთელობაზე გააკეთოთ და გაიაზროთ თუ რამდენად დიდ საფრთხეს უქმნით ასე საკუთარ თავს.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
აი რატომ არ შეიძლება ფრჩხილების კვნეტა! გაიგეთ რა შეიძლება გამოიწვიოს ამ მავნე ჩვევამ…
ნედლი კაკალი, რომელიც სასწაულებს ახდენს და თქვენს სახსრებს ელასტიურობას უბრუნებს