ბანანი თითქმის ყველასთვის საყვარელი ეგზოტიკური ხილია, რომელიც გემრიელთან ერთად ძალიან სასარგებლოცაა. ბანანის პიურეს ჩვილ ბავშვებსაც კი აძლევენ.
დღეს გაგაცნობთ ბანანის სასარგებლო თვისებებს და გასწავლით მისგან სასარგებლო საშუალებების მომზადებას.
ბანანის სასარგებლო თვისებები
ბანანი რეკომენდირებული პროდუქტია დიეტის დროს. 100 გრ. პროდუქტი შეიცავს 90 კალორიას. მის შემადგენლობაშია ვაშლის მჟავა და ნახშირწყლების მომნელებელი ფერმენეტები.
ბანანი შეიცავს დიდი რაოდენობით C, E და B6 ვიტამინს. B6 ვიტამინი ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის დარეგულირებას და ამშვიდებს ნერვულ სისიტემას.
ბანანი კალიუმის დეფიციტის დროსაც ძალიან სასარგებლოა, მაგრამ მიუხედავად ამისა დღეში 2 ბანანზე მეტის მიღების რეკომენდაციას არ გასცემენ სპეცილისტები.
ბანანისგან მზადდება ნახარში, რომელიც დაგეხმარებათ უძილობის, სტრესის და გადაღლილობის დროს.
დაგჭირდებათ:
– 2 ცალი მწიფე ბანანი
– 1 ლ. წყალი
– 2 ღერი დარიჩინი
მომზადების წესი:
პირველ რიგში კარგად გარეცხეთ ბანანი. კანიანად მოათავსეთ ჭურჭელში დარიჩინთან ერთად და ხარშეთ 15 წუთით ნელ ცეცხლზე.
მიღებული ნახარში დალიეთ ყოველი ძილის წინ 1 ჭიქა (200 მლ.). ეფექტის გასაძლიერებლად დააყოლეთ 1 ცალი ბანანი.
ბანანის საშუალებით ხველასაც შეგიძლიათ გაუმკლავდეთ.
დაგჭირდებათ:
– 1 ცალი მწიფე ბანანი
– 1 ს.კ. ნატურალური თაფლი
მომზადების წესი:
1. კარგად გაასუფთავეთ ბანანი. მოაცილეთ კანი და თეთრი ”ძაფებიც”.
2. ბანანის რბილობი გაჭყლიტეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
3. მიღებულ მასას დაუმატეთ თაფლი და დადგით ორთქლის აბაზანაზე 8-10 წუთის განმავლობაში.
უნდა მიიღოთ მთელი დღის მანძილზე 1 ჩ.კ. ხელება მალე მალე აღარ შეგწუხებთ.
ხშირად ჩართეთ ეს პროდუქტი თქვენს კვების რაციონში. ბანანით მკურნალობა ხომ სასარგებლოსთან ერთად ძალიან სასიამოვნოცაა.
გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!