დღეს ჩვენ გესაუბრებით ვაშლის ძმრის სასარგებლო თვისებებზე. ეს სითხე გამოიყენება როგორც კულინარიაში, ასევე ტრადიციული ხალხური მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტია.
ვაშლის ძმრის შემადგელობაშია ისეთი ბაქტერიები, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებას და ტოქსინების გამოდევნას. ვაშლის ძმარი მდიდარია რკინით, სპილენძით, მაგნიუმით, კალციუმით, ფოსფორით და ვიტამინებით.
სამკურნალოს უმჯობესია გამოიყენოთ უმაღლესი ხარისხის ვაშლის ძმარი ორგანული შემადგენლობით.
ვაშლის ძმრის სასარგებლო თვისებები
1. ვაშლის ძმარი ორგანიზმის გასაჯანსაღებლად
მხოლოდ 1 ჭიქა ნარევი დაგეხმარებათ ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში. უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ, დილით უზმოზე.
მომზადების წესი:
1 ს.კ. ვაშლის ძმარი გახსენით 200 მლ. ოთახის ტემპერატურის წყალში და კარგად მოურიეთ.
ეს ნარევი უზრუნველყოფს:
1. აუმჯობესებს მონელების პროცესს და წმენდს მსხვილ ნაწლავს.
2. ორგანიზმიდან გამოყოფს ტოქსინებს.
3. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევის პროცესს და ლიმფატიური სისტემის ფუნქციას.
4. ამცირებს ტრიგლიცერიდის დონეს და სისხლის წნევას.
5. ლიმონის წვენის მსგავსად, იცავს სხეულში ph ბალანსს.
2. ვაშლის ძმარი მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად
მომზადების და გამოყენების წესი:
1 ს.კ. ვაშლის ძმარი გახსენით 150 მლ. წყალში და მიიღეთ სადილამდე 15-20 წუთით ადრე.
გაითვალისწინეთ! 10 დღე დალიეთ, 7 დღე შეისვენეთ და შემდეგ ისევ ჩაიტარეთ 10 დღიანი კურსი.
ნუტრიცონისტების თქმით ის აჩქარებს მეტაბოლიზმს და წონაში კლებას უწყობს ხელს. ვაშლის ძმრის შემადგენლობაში დიდი რაოდენობითაა ვიტამინი B6 და ლეციტინი, რომელიც ცხიმის წვას უწყობს ხელს.
3. ვაშლის ძმარი პირის ღრუსთვის
მომზადების და გამოყენების წესი:
ნახევარი ჩ.კ. ვაშლის ძმარი გახსენით ნახევარ ჭიქა წყალში.
მიღებული ხსნარი ჩაიგუბეთ პირის ღრუში და გაიჩერეთ 7-10 წუთით. (არ გადაყლაპოთ)
გადააფურთხეთ და კვლავ გაიმეორეთ პროცედურა.
ეს პროცედურა მაშინვე დაგეხმარებათ პირის ღრუში უსიამოვნო გემოსა და სუნის მოცილებაში.
4. ვაშლის ძმარი აკნეს დროს
მომზადების და გამოყენების წესი:
1 ს.კ. ვაშლის ძმარი გახსენით 2 ს.კ. წყალში და კარგად მოურიეთ.
მიღებულ სითხეში დაასველეთ ბამბის დისკი და გაწიმინდეთ მთელი სახე. 10 წუთი დაიტოვეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი. ეს პროცედურა უნდა ჩაიტაროთ სუფთა და მშრალ კანზე დღეში ორჯერ, დილას და საღამოს.
ეს ხნარი აშორებს სახის კანიდან მკვდარ უჯრედებს, ბაქტერიებს და ტოქსინებს. თქვენი კანი რამოდენიმე პროცედურის შემდეგ სრულად გაიწმინდება.
გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!