პროპოლისი გამოიყენება როგორც ხალხურ ასევე ტრადიციულ მედიცინაში. ის არის უძლიერესი ბუნებრივი საშუალება, რომელსაც აქვს ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული მოქმედება. პროპოლისი არის მუშა ფუტკრების მიერ მცენარეების კვირტებიდან, ფოთლებიდან, ტოტებიდან და ზოგიერთი ბალახიდანაც აღებული ფისისებრი ნივთიერება რომელსაც მცენარეები დაცვის მიზნით გამოიმუშავებენ. ფუტკრები ამ წებოვან ნივთიერებებას გადაამუშავებენ თავისი ზედა ყბის სეკრეტით, უმატებენ სანთელს და ყვავილის მტვერს სხვადასხვა დოზებით.
დღეს ჩვენ გასწავლით პროპოლისის ზეთის მომზადებას და გაგიზიარებთ მისი გამოყენების წესს სხვადასხვა დაავადების დროს.
პროპოლისის ზეთი
პროპოლისის ზეთი, მისი ზეთოვანი ექსტრაქტია. გაცხელებისას ცხიმებში კარგად იხსნება ეთერზეთები, ფისი, ბალზამი და ყველა სასარგებლო ნივთიერება. ასე ორგანიზმისთვის ბევრად მარტივად ათვისებად საშუალებად იქცევა და ძლიერდება მისი თერაპიული მოქმედებაც.
პროპოლისის ზეთის მომზადების წესი:
დაგჭირდებათ:
– პროპოლისი
– ნაღების კარაქი
ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ კარაქი და დაუმატეთ პროპოლისი. 15-20 წუთის მანძილზე ურიეთ ორთქლის აბაზანაზე, სანამ მასა ლიმონისფერს არ მიიღებს.
მიღებული ზეთი გადაწურეთ მარლის საშუალებით, გადაიტანეთ მუქი ფერის შუშის ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.
რისთვის არის პროპოლისის ზეთი სასარგებლო?
1. პირის ღრუს და ყელის დაავადებები
2. ფილტვების ანთება, ბრონქიტი, ტრაქეიტი და სხვა დაავადებები რომელსაც ხველა ახასიათებს
3. ნაწლავების პრობლემები, გასტრიტი, კუჭის წყლული და ეროზია
4. დამწვრობა და დერმატოლოგიური ხასიათის სხვა პრობლემები
5. სოკოვანი და ინფექციური წარმოშობის სხვა დაავადებები
6. აუმჯობესებს ქსოვილების შეხორცების პროცესს
პროპოლისის ზეთის გამოყენების წესი ხველების, ბრონქიტის, პნევმონიის და კუჭის დაავადებების დროს
პროპოლისის ზეთის მცირე რაოდენობა უნდა დაუმატოთ თბილ რძეს ან ჩაის. მკურნალობის კურსი ერთ თვიანია. გამოყენებამდე აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან, რათა ზუსტად შეგირჩიოთ თქვენთვის განკუთვნილი დოზა.
გაითვალისწინეთ! არაა რეკომენდირებული პროპოლისი ზეთის გამოყენება მათთვის, ვისაც ფუტკრის პროდუქტებზე აქვს ალერგია, ბრონქული ასთმა და ფილტვების დაავადებები ასთმური კომპონენტებით.
გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა უფრო ბევრი გაეცნოს ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!