გაიგეთ, რატომ უნდა მიიღოთ ყველი ყოველდღე და რა რაოდენობითაა ის რეკომენდირებული.

გაიგეთ, რატომ უნდა მიიღოთ ყველი ყოველდღე და რა რაოდენობითაა ის რეკომენდირებული.

ყველი შეიცავს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ვიტამინებს, ცილებს და ცხიმებს. ბრიტანელი მეცნიერების თქმით, ყველი აუცილებლად უნდა მივიღოთ ყოველდღე.

ჯულეტ კელოუს, ცნობილი კვების ექსპერტის თქმით ყველი  შეიაცავს საკმაოდ ბევრ სასარგებლო მკვებავ ნივთიერებას. თუმცა ხშირად ის დემონიზირებულია რადგან შეიცავს დიდი რაოდენობით მარილს, ცხიმებს და ამასთან ერთა საკმაოდ კალორიული პროდუქტია.

 

კელოუს მისი კოლეგა,  დიეტოლოგი რობ ჰობსონიც მხარს უჭერდა. ჰობსონის თქმით, საკვების ცუდ და კარგ ჯგუფებად დაყოფა უბრალოდ გავრცელებული პრაქტიკაა. ასეთი მიდგომა 100%-ით ნატურალურ პროდუქტს, ისეთი როგორიც ყველია, უბრალოდ ცუდ რეპუტაციას უქმნის.

რატომ უნდა მივიღოთ ყველი ყოველდღე?

 

ყველი შეიცავს: ვიტამინებს A, B2, B6, B12, D და K.

ვიტამინი ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას.
B2 ვიტამინი ნერვული სისტემისთვისაა სასარგებლო. ის ასევე კარგია თმისა და კანის გაჯანსაღებისთვის.
B6 ვიტამინი ხელს უწყობს ჰემოგლობინის წარმოებას.
B12 ვიტამინი ხელს უწყობს ერითროციტების წარმოებას.
D ვიტამინი აუცილებელია კალციუმის დონის დასარეგულიებლად.
K ვიტამინი არეგულირებს სისხლის შედედების პროცესს.

ქსოვილების, უჯრედების და კუნთების ფორმირებისთვის აუცილებელია ცილები. ყველი კი საკმაოდ მდიდარი პროდუქტია ცილების შემადგელობით. განსაკუთრებით სასარგებლო ამ მხრივ არის ყველი ფეტა, რომელიც ყველაზე ნაკლებ ცხიმს შეიცავს. ცილები ასევე აუცილებელია ანტისხეულების და ჰორმონების წარმოებისთვის.

 

ყველი ასევე დიდი რაოდეობით შეიცავს კალციუმს, რომელიც აუცილებელია ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

სტომატოლოგი ბილი შიფერი ამბობდა, რომ ყველი დიდ როლს თამაშობს ყბის ძვლის წარმოქმნაში და კბილების გამაგრებაში. ეს პროდუქტი კარგად ებრძვის კბილის ნადების გაჩენას, რადგან ხელს უწყობს პირის ღრუში PH დონის შემცირებას.

ბილი შეფერი:
„პაციენტებს ყოველთვის ვურჩევ, რომ  ხშირად შეჭამონ ყველი, განსაკუთრებით ტკბილი წასახემსებლის შემდეგ. ველის მიღება ნერწყვის PH დონეს სწრაფად ნორმალურ მდგომარეობას უბრუნებს და ამით კბილების დაშლის რისკს ამცირებს“

რა რაოდენობით მივიღოთ ყველი?

ყოველდღიურ რაციონში, დღეში მხოლოდ 30 გრ. ყველი საკმარისია. ეცადეთ ნაკლებ ცხიმიანი პროდუქტი მიიღოთ.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა უფრო ბევრი გაეცნოს ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
გაიგეთ, რატომ უნდა მიიღოთ ყველი ყოველდღე და რა რაოდენობითაა ის რეკომენდირებული.
ლიმონის ხაჭო. რეცეპტი იხილეთ აქ…