ცაცხვის ლიმონათი – უგემრიელესი სასმელი სამკურნალო თვისებებით!

ცაცხვის ლიმონათი – უგემრიელესი სასმელი სამკურნალო თვისებებით!

ცაცხვის ყვავილებს ძირითადად იყენებენ ნახარშების დასამზადებლად. თუმცა გამოცდილი დიასახლისები მისგან ამზადებენ ლიმონათს, რომელიც გემრიელთან ერთად ძალიან სასარგებლო თქვენი ჯანმრთელობისთვის.

ცაცხვის ლიმონათი – უგემრიელესი სასმელი სამკურნალო თვისებებით!

დღეს ჩვენ გაგაცნობთ ცაცხვის ყვავილების სასარგებლო თვისებებს და რეცეპტსაც გაგიზიარებთ.

ცაცხვის ლიმონათი – უგემრიელესი სასმელი სამკურნალო თვისებებით!

ცაცხვის ყვავილის სასარგებლო თვისებები

ცაცხვის ყვავილი მდიდარია ეთერზეთებით, ტანინებით, ფლავონოიდებით, ანტიოსქიდანტებით, C ვიტამინით და ამინომჟავებით. ამიტომ არის ეს ყვავილი ასეთი სასარგებლო.

1. ფლავონოიდები ხელს უწყობს სისხლძარღვების ელასტიურობის შენარჩუნებას, რაც ათეროსკლეროზის თავიდან აცილებისთვის ზალიან მნიშვნელოვანია.

ცაცხვის ლიმონათი – უგემრიელესი სასმელი სამკურნალო თვისებებით!

2. ტანინები აქტიურად ებრძვიან  ანთებით პროცესებს.

3. გლიკოზიდებს აქვთ ოფლმდენი მოქმედება და შეუცვლელია სურდოს დროს. 

ცაცხვის ლიმონათი – უგემრიელესი სასმელი სამკურნალო თვისებებით!

4. ცაცხვის ყვავილი ზალიან კარგია თირკმელების დაავადების დროს, რადგან ხელს უწყობს ჭარბი სითხის გამოდევნას ორგანიზმიდან. ის ასევე ხელს უწყობს წონაში კლებას.

5. ცაცხვის ყვავილი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ხელს უწყობს სისხლის გათხელებას და ძლიერი ანტიოქსიდანტია. ნაყენი აძლიერებს კუჭის წვენისა და ნაღველის სეკრეციას.

ცაცხვის ლიმონათი – უგემრიელესი სასმელი სამკურნალო თვისებებით!

6. მისი მოტკბო სუნი ამსუბუქებს სტრესს, ამშვიდებს ნერვებს და მადასაც კი აქვეითებს.

ცაცხვის ლიმონათი – უგემრიელესი სასმელი სამკურნალო თვისებებით!

ცაცხვი ის ერთ-ერთი იშვიათი მცენარეა, რომელიც ქალური ჰორმონის მსგავს ფიტოჰორმონს შეიცავს.

ენდოკრინოლოგები მენოპაუზის უსიამოვნო მოვლენების თავიდან ასაცილებლად  ქალბატონებს ურჩევენ ცაცხვის ყვავილების ნაყენის მიღებას 6 თვის მანძილზე. ეს კურსი ხელს უწყობს სხეულის გაახალგაზრდავებას და დაბერების პროცესის შენელებას.

როგორ დავამზადოთ არომატული ცაცხვის ლიმონათი?

 

ცაცხვის არომატული და გამაგრილებელი ლიმონათი გააჯერებს თქვენს ორგანიზმს ვიტამინებით, სხეულს ტონუსში მოიყვანს, დაგამშვიდებთ და თავის ტკივილს მოგაშორებთ.

ცაცხვის ლიმონათი – უგემრიელესი სასმელი სამკურნალო თვისებებით!

ცაცხვის ყვავილის ლიმონათი პოლონეთში სუპერმარკეტებშიც კი იყიდება და საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია.

ცაცხვის ლიმონათი – უგემრიელესი სასმელი სამკურნალო თვისებებით!

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

– 2 მუჭა ცაცხვის ყვავილი

– 1 ცალი ლიმონი

– 3 ს.კ. თაფლი

– 3 ლ. წყალი

– პიტნის ფოთლები, ბაზილიკი, ბარამბო ან სხვა. (სურვილისამებრ)

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში მოამზადეთ ცაცხვის ყვავილები. გასაშრობად ახლად დაკრეფილი ცაცხვის ყვავილები გაშალეთ სწორ ზედაპირზე, მტვრისგან და მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით.

ცაცხვის ლიმონათი – უგემრიელესი სასმელი სამკურნალო თვისებებით!

2. სამ ლიტრიან შუშის ქილაში მოათავსეთ 2 მუჭა ცაცხვის ყვავილი და თაფლი. სურვილისამებრ დაუმატეთ პიტნის, ბარამბოს, ბაზილიკის ან ნებისმიერი სხვა ბალახის ფოთლები გემოვნებით.

ცაცხვის ლიმონათი – უგემრიელესი სასმელი სამკურნალო თვისებებით!

3. დაჭერით ლიმონი რგოლებად ქერქთან ერთად.

4. ჩააწყვეთ ქილაში დაჭრილი ლიმონი და დაასხით 3 ლ. ცივი წყალი.

5. კარგად აურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთში, გადააფარეთ ქილას ნატურალური ქსოვილი და დადგით მზის გულზე 6–8 საათი. თუმცა ბევრად უკეთესი გემო აქვს 24 საათით ნადგამ ლიმონათს.

ცაცხვის ლიმონათი – უგემრიელესი სასმელი სამკურნალო თვისებებით!

6. ამ ყველაფრის შემდეგ სითხე გადაწურეთ და შეინახეთ მაცივარში.

გაითვალისწინეთ, რომ მიუხედავად ცაცხვის ლიმონათის უვნებლობისა მას აქვს ოფლმდენი და შარდმდენი თვისება, ამიტომ მისი მიღება არაა რეკომენდირებული მეძუძური დედებისთვის და გულის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.

გემრიელად მიირთვით! გაუზიარეთ ეს ინფორმაცია თქვენ მეგობრებს.

შეაფასეთ სტატია
ცაცხვის ლიმონათი – უგემრიელესი სასმელი სამკურნალო თვისებებით!
გასაოგნებელი სიახლე მანჩესტერიდან!!! კიბოს განკურნება უკვე შესაძლებელია!