ოროვანდი (Arctium) არის ერთ-ერთი საუკეთესო სამკურნალო მცენარე რომელსაც აქვს გამოყენების ფართო სპექტრი. სამკურნალო მიზნით იყენებენ ოროვანდის ფესვებს, ფოთლებსა და თესლს. ოროვანდი ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობის შესახორცებელი და ანტიდიაბეტური საშუალებაა.
ოროვანდზე დამზადებულ პრეპარატებს იყენებენ, როგორც ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობის შემახორცებელ, დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებებს. ინულინის წყალობით ის აუმჯობესებს სისხლში ლეიკოციტების შემადგენლობას, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას და აძლიერებს თმის ზრდას. გამოიყენება, როგორც კენჭებისა და მარილების დაგროვების პროფილაქტიკური საშუალება.
დღეს ჩვენ გაგიზიარებთ ოროვანდის გამოყენების სამ მეთოდს, რომელიც ძალიან ეფექტურია დიაბეტის დროს.
1. ოროვანდის კომპრესი
დიაბეტის დროს კიდურების შეშუპებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ ოროვანდის ფოთლები. ის მოგიხსნით შეშუპებას, სიწითლეს, სილურჯეს, ტკივილს და ჩააქრობს ანთებით პროცესს.
კიდურზე მთლიანად წაისვით თხელი ფენა თაფლი, ზევიდან დაიდეთ დაფშხვნილი ასპირინი და ბოლოს სამი ფენა ახლად დაკრეფილი ოროვანდის ფოთლები. ფოთლები უნდა დაიდოთ შიდა მხრიდან. დადებულ კომპრესზე შემოიხვიეთ ნატურალური თხელი ქსოვილი ან ბინტი და დაწექით. ეს პროცედურა უნდა ჩაიტაროთ დღეში 2–3 ჯერ 3–4 დღის განმავლობაში. 5 პროცედურის შემდეგ უკვე იგრძნობთ უკეთესობას. როცა შეშუპება ბოლომდე ჩაცხრება და პრობლემაც მოგვარდება, შეგიძლიათ კომპრესი ყოველ საღამოს გაიკეთოთ დღეში ერთხელ მხოლოდ ფოთლებით პროფილაქტიკის მიზნით.
ზამთრისთვის შეგიძლიათ ფოთლები გამოაშროთ და გამოყენების წინ უბრალოდ დაარბილოთ ხოლმე თბილი წყლის დახმარებით.
2. ოროვანდის ნაყენი
1 ჩ.კ. გამომშრალ ოროვანდის ფესვს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 3–5 წუთი და გადაწურეთ. უნდა მიიღოთ ნახევარი ჭიქა ჭამამდე 15 წუთით ადრე.
ეს ნაყენი დაგეხმარებათ შაქრის დონის დარეგულირებაში.
ხალხურ და ოფიციალურ მედიცინაში ოროვანდის ფესვებს იცნობენ, როგორც დიაბეტის სამკურნალო ეფქტურ საშუალებას.
კვლევებით დადასტურებულია, რომ ფესვები ასტიმულირებს პროტეოლიზური ფერმენტების წარმოებას, ზრდის ღვიძლში გლიკოგენის რაოდენობას და აუმჯობესებს პანკრეასის მუშაობას ინსულინის საწარმოებლად.
უკრაინელი მეცნიერის, ტომილინის კლვევის თანახმად, ოროვანდის ფესვები თხევადი ექსტრაქტის თუ ნედლი სახით ერთნაირად კარგ შედეგს აჩვენებდა.
3. ოროვანდის ნახარში
1. აიღეთ თანაბარი რაოდენობით: ოროვანდის ფესვები, მოცვის ფოთლები, კაკლის ფოთლები და ლობიოს მარცვლის გარსი.
2.ყველაფერი კარგად დააქუცმაცეთ და მოამზადეთ ნარევი.
3. მიღებული ნარევის 4 ს.კ. მოათავსეთ ემალირებულ ქვაბში და დაასხით 1 ლ. ცივი წყალი.
4. 12 საათი დააყენეთ და შემდეგ ადუღეთ ნელ ცეცხლზე 5 წუთი. დუღილის შემდეგ კიდევ 1 საათი დააყენეთ და გადაწურეთ.
მიღების წესი: უნდა მიიღოთ დღეში 5–ჯერ, ¾ ჭიქა, ჭამამდე 1 საათით ადრე.
ოროვანდის ფესვები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ბევრ ქვეყანაში. სხვა ქვეყნებთან შედარებით ის აქტიურად გამოიყენება გერმანიაში, ავსტრიაში, ბულგარეთში და პოლონეთში. ხოლო იაპონიასა და ჩინეთში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ამ მცენარეს. იაპონიაში ოროვანდის ბაღებსაც კი აშენებენ. ჩინეთში კი სამკურნალოდ იყენებენ მცენარის ყველა ნაწილს, ყვავილით დაწყებული თესლით დამთავრებული.
საფრანგეთი და იაპონია ერთადერთი ქვეყნებია, სადაც ოროვანდს საკვებადაც იყენებენ. იაპონიაში ყველაზე გემრიელ სახეობას „გობო“–ს უწოდებენ.
ისინი გემრიელთან ერთად ძალიან სასარგებლო საკვებს ამზადებენ ამ მცენარის დახმარებით, რადგან სხვა ყველაფერთან ერთად კუჭის გაწმენდასაც უწყობს ხელს. აქვე გაგიზიარებთ იაპონურ და ფრანგულ რეცეპტებსაც.
იაპონური რეცეპტი
დაგჭირდებათ:
– 300 გრ. ოროვანდის ნორჩი ფოთლები
– 80 გრ. ხახვი
– 50 გრ. ბრინჯი
– 40 გრ. ნაღების კარაქი
– 1 ლ. წყალი
– მარილი და სანელებელი გემოვნებით
მომზადების წესი:
ბრინჯი კარგად გარეცხეთ, ჩაყარეთ ქვაბში და დაასხით წყალი. შედგით ცეცხლზე და მოხარშეთ. ბრინჯის მოხარშვამდე მოამზადეთ მოშუშული ხახვისა და ოროვანდის ფოთლების ნარევი. როცა ბრინჯი მოიხარშება, ჩაამატეთ ხახვისა და ოროვანდის ნარევი. ასევე დაუმატეთ სანელებლები და მარილი გემოვნებით. წვნიანი კიდევ ხარშეთ 2–3 წუთი და 15 წუთის შემდეგ უკვე შეგიძლიათ გაიტანოთ სუფრაზე.
ახალგაზრდა ფოთლებით სალატებისა და წვნიანების მომზადებაა შესაძლებელი, ხოლო პირველი წლის ფესვებს იყენებენ კარტოფილის ნაცვლად. მას წვავენ, აცხობენ ან წვნიანებში ამატებენ.
ფრანგული რეცეპტი
დაგჭირდებათ:
– 100 გრ. ოროვანდის ფესვები
– 50 გრ. მწვანე ხახვი
– 30 გრ. პირშუშხას ფესვები
– 20 გრ. მოცხარის ფოთლები
– 20 გრ. ფრანგული მდოგვი
– 50 გრ. არაჟანი
– მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
კარგად გარეცხეთ ოროვანდის ფესვები და ჩაყარეთ მდუღარე წყალში 5–7 წუთის განმავლობაში. უკვე გამზადებული დაჭერით წვრილად და დაამატეთ მოცხარის ფოთლები, გახეხილი პირშუშხა, დაქუცმაცებული ხახვი და მდოგვი. გამზადებულ სალათს ზევიდან მოასხით არაჟანი და მოაყარეთ მარილი გემოვნებით. ამ სალათის გარნირად გამოყენება შეგიძლიათ ხბოს ხორცთან ერთად.
გაიზიარეთ ეს სტატია მეგობრებს.