კვერცხისგან მომზადებული კერძები რაღა თქმა უნდა გემრიელია, მაგრამ რას იტყვით მის ნაჭუჭზე? ინახავთ თუ ყრით როგორც უკვე გამოუსადეგარ ნაწილს?
შეიძლება იცით კიდეც, რომ კვერცხის ნაჭუჭი 90%–ით კალციუმისგან შედგება, მაგრამ იცით რომ მისი გამოყენება შეგიძლიათ ორგანიზმში კალციუმის დეფიციტის არსებობისას და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად?
კვერცხის ნაჭუჭის ფხვნილის წყალობით ყველაზე მარტივად შეძლებთ კალციუმის დეფიციტის პრობლემის აღმოფხვრას.
როგორ მოვამზადოთ ფხვნილი?
1. ძალიან მნიშვნელოვანია კვერცხის ნაჭუჭის საგულდაგულოდ გარეცხვა.
2.უკვე გასუფთავებული ნაჭუჭი ჩაყარეთ ქვაბში და ხარშეთ 10 წუთით, რათა ბოლომდე მოვაშოროთ მიკრობები და ბაქტერიები.
3.მოამზადეთ ღუმელი და დააყენეთ 90 გრადუსზე.
4.როცა ნაჭუჭები შეგრილდება, დააწყვეთ საცხობზე და მოათავსეთ უკვე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით.
5. ღუმელიდან გამოღების შემდეგ აუცილებელია ნაჭუჭების გაგრილება. უკვე გაგრილებული ნაჭუჭი მოათავსეთ ბლენდერში და ფქვილის მასის მიღებამდე აბლენდერეთ.
6. უკვე გამზადებული ფხვნილი გადაიტანეთ შუშის ჭურჭლში. მისი დამატება შეგიძლიათ საკვებში, ეს არ მოქმედებს კერძის გემოზე არანაირად. დღეში ერთხელ ნახევარი ჩაის კოვზი ფხვნილი სავსებით საკმარისია.
კალციუმი მნიშვნელოვანია ძვლების სიმყარის შესანარჩუნებლად. ამ შინაურული და ნატურალური საშუალების წყალობით მარტივად მიიღებთ კალციუმს და აღარ გექნებათ მისი დეფიციტი.
ჯანმრთელობას გისურვებთ!