ხილ–ბოსტნეულის მოყვანა უმეტესად ხდება პესტიციდების დახმარებით. ეს საშიში კანცეროგენები აუცილებლად კარგად უნდა მოაშოროთ პროდუქტს, რათა გაუფრთხილდეთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას. სამწუხაროდ წყლით ვერ ხდება სრულყოფილად მათი ჩამორეცხვა რაც დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენ გასწავლით მეთოდს, რომლის წყალობითაც კარგად გაასუფთავებთ ხილ–ბოსტნეულს.
როგორ მოვამზადოთ ხსნარი?
1. გახსენით წყალსი ძმარი პროპორციით 3:1–თან, ჩაალბეთ პროდუქტი 15–20 წუთის განმავლობაში და შემდეგ გაავლეთ გამდინარე წყალში. ეს არაჩვეულებრივი ხსნარი 98%–ით ანადგურებს ბაქტერიებს და მავნე ნივთიერებებს.
2. მოათავსეთ ჭურჭელში 1 ს.კ. სოდა, 1/2 ჭიქა ძმარი, 1 ჭიქა წყალი და 7–10 წვეთი გრეიფრუტის თესლის ექსტრაქტი. კარგად აურიეთ და დადგით 1 საათით. პროდუქტი ჩაალბეთ 15–20 წუთის განმავლობაში და შემდეგ გაავლეთ გამდინარე წყალში.
აღნიშნული მეთოდები არ იძლევა პროდუქტის 100%–იან გაწმენდის საშუალებას ამ მავნე ნივთიერებებისგან, ამიტომ გირჩევთ მიირთვათ ისინი გათლილ მდგომარეობაში.
ჯანმრთელობას გისურვებთ!