ნატუროპათი გირჩევთ: ნუ გადაყრით, შეინახეთ. მიიღეთ უზმოზე რძეში მოხარშული…

ხილის მირთმევისას მიჩვეული ვართ კურკების გადაყრას, არადა სწორედ მათში იყრის თავს ყველაზე მეტი სასარგებლო და სამკურნალო ნივთიერებები. კურკების შემადგენლობაშია ყველაზე მეტი ნატურალური მჟავები, ცხიმები, პროტეინები, ვიტამინები, მინერალები და ეთერზეთები.

დღეს ჩვენ გაგაცნობთ ლიმონის კურკის სასარგებლო თვისებებს და გასწავლით მისი გამოყენების წესს.

ნატუროპათი გირჩევთ: ნუ გადაყრით, შეინახეთ. მიიღეთ უზმოზე რძეში მოხარშული...

ლიმონის კურკები

ლიმონის კურკა შესანიშნავი საშუალებაა ორგანიზმის გასაწმენდად. ეს ბუნებრივი საშუალება ორგანიზმიდან ისეთ ინფექციებსაც მოგაშორებთ, რომელსაც ანტიბიოტიკიც კი ვერ ერევა.

კურკები, მის შემადგენლობაში არსებული სალიცილის მჟავის წყალობით  კარგად უმკლავდება კბილის, სახსრების და წელის ტკივილს. ლიმონინისა და ეთერზეთების წყალობით კი ის ეფექტურად წმენდს ნაწლავებს პარაზიტებისაგან.

ნატუროპათი გირჩევთ: ნუ გადაყრით, შეინახეთ. მიიღეთ უზმოზე რძეში მოხარშული...

ადრე ციტრუსის კურკებს მისი მომწარო გემოს გამო შხამიანად თვლიდნენ და ეშინოდათ კიდეც მისი ჩაყლაპვის. მწარე გემო მასში შემავალი ლიმონინის დამსახურებით აქვს. ბოლო დრომდე არსებობდა ისეთი მოსაზრებაც, თიტქოს ლიმონის კურკას ვერ ითვისებს კნტ.

უამრავი კვლევითაა დამტკიცებული, რომ ლიმონის კურკა არაა მომწამლავი. თუმცა ზომიერებაა საჭირო მისი მიღებისას, რადგან საკმაოდ სქელი გარსი აქვს და არც ისე მარტივი მოსანელებელია. ამიტომ მისი მთლიანად გადაყლაპვა არაა რეკომენდირებული.

ნატუროპათი გირჩევთ: ნუ გადაყრით, შეინახეთ. მიიღეთ უზმოზე რძეში მოხარშული...

გაითვალისიწნეთ! ლიმონის კურკების მიღება არაა რეკომენდირებული გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს, ციტრუსზე ალერგიის დროას, 12 წლამდე ბავშვებში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ასევე არ შეიზლება ზოგადად ლიმონის კურკების დიდი რაოდენობით მიღება. 5–6 დაუღეჭავმა კურკამ შესაძლოა ყაბზობა ან კუჭის მუშაობის შეფერხება გამოიწვიოს.

კურკის მიღება შეგიძლიათ კანგაცლილ ან გამომშრალ და დაფქულ მდგომარეობაში. სამკურნალო საშუალების მომზადებისას ყველაზე კარგია მწიფე და ჯანსაღი ციტრუსის კურკები.

ნატუროპათი გირჩევთ: ნუ გადაყრით, შეინახეთ. მიიღეთ უზმოზე რძეში მოხარშული...

რისთვის შეგვიძლია ლიმონის კურკების გამოყენება?


1. ტკივილგამაყუჩებელი

სალიცილის მჟავის წყალობით ლიმონის კურკას აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. სალიცილის მჟავა ასევე ეფექტურია კანის პათოგენური ფლორის მიერ გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ. ტკივილის მოსახსნელად 0,5 ჩ.კ. კურკის ფხვნილი მიიღეთ 150 მლ. წყალთან ერთად. 15 წუთში ტკივილი გაქრება.

2. დეტოქსიკაცია

ციტრუსის კურკაში დიდი რაოდენობითაა ტანინები და ეთერზეთები. სწორედ მათი წყალობით ლიმონის კურკა შესანიშნავი დეტოქს საშუალებაა. დილით უზმოზე 7 დღის განმავლობაში მიიღეთ 1/3 ჩ.კ. ფხვნილი 1 ჭიქა წყალტან ერთად. ამ კურსის გამეორება თვეში ერთხელ შეგიძლიათ. აუციელებელია, რომ კურსის მიმდინარეობისას რაციონიდან ამოიღოთ ცხარე, ტკბილი და ცხიმიანი საკვები.

3. კანდიდოზი

1 ჩ.კ. ფხვნილს დაასხით 1 ლ. წყალი და ნელ ცეცხლზე დადგით წამოდუღებამდე. გარეგანი გამოყენებისთვის მიღებული ნახარში იდეალურია.

ნატუროპათი გირჩევთ: ნუ გადაყრით, შეინახეთ. მიიღეთ უზმოზე რძეში მოხარშული...

4. ანტიოქსიდანტი

ციტრუსის კურკა შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინ С–ს. სახლში მომზადებულ ნებისმიერ სახის ნიღაბს შეგიძლიათ დაუმატოთ 1/3 ჩ.კ. ლიმონის კურკის ფხვნილი. სულ მალე შეამჩნევთ თუ როგორ გაახალგაზრდავდება თქვენი სახის კანი.

5. აკნე ან დაჩირქებული ჭრილობება

ლიმონის კურკის ფხვნილისგან და წყლისგან დაამზადეთ ფაფისებური მასა. მიღებული მასა წაისვით დაზიანებულ ადგილებზე სრულ აღდგენამდე.

6. ფრჩხილის სოკო

ფრილის სოკოს სამკურნალოდ არაცვეულებრივია კურკის აბაზანები. 2 ს.კ. 1 ლ. წყალზე. პროცედურის დამთავრების შემდეგ კარგად გაიმშრალეთ და წაისვით ჩაის ხის ზეთი დაზიანებულ ადგილებზე.

ნატუროპათი გირჩევთ: ნუ გადაყრით, შეინახეთ. მიიღეთ უზმოზე რძეში მოხარშული...

7. პარაზიტები

5–6 გამომშრალი კურკა კარგად დანაყეთ და დაასხით 100 მლ. წყალი ან რძე. მიღებული ნაზავი აადუღეთ და მიირთვით შეგრილებისთანავე. უნდა მიირთვათ დღეში 3–ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

7 დღიანი კურსის შემდეგ აუცილებლად უნდა გააკეთოთ 2 კვირიანი შესვენება და შემდეგ ისევ ჩაიტაროთ 1 კვირიანი კურსი. კურსის მიმდინარეობისას გოგრის უმი მარცვლების მიღება ბევრად უფრო გააძლიერებს მის მოქმედებას.

ნატუროპათი გირჩევთ: ნუ გადაყრით, შეინახეთ. მიიღეთ უზმოზე რძეში მოხარშული...

8. ჭარბი წონა

1 ცალი მთლიანი ლიმონი დააბლენდერეთ. მიღებული მასის 1 ს.კ. გახსენით 200 მლ. წყალში და მიიღეთ დღეში 3–ჯერ, წამამდე 30 წუთით ადრე. დილით უზმოზე დააყოლეთ ლიმონიანი წყალიც. ეს მეთოდი აჩქარებს მეტაბოლიზმს და ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას.

ნატუროპათი გირჩევთ: ნუ გადაყრით, შეინახეთ. მიიღეთ უზმოზე რძეში მოხარშული...

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
ნატუროპათი გირჩევთ: ნუ გადაყრით, შეინახეთ. მიიღეთ უზმოზე რძეში მოხარშული…
როგორ მივიღოთ D ვიტამინის საკმარისი რაოდენობა ბუნებრივი გზით