როგორც იცით ზამთარში ორგანიზმი იფიტება და სუსტდდება. ამიტომ გაზაფხულზე აუცილებელია ვიზრუნოთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე. იმუნიტეტის გასაძლიერებლად კომპლექსური მიდგომა მნიშვნელოვანია. ამ დროს სწორი კვება, ჯანსაღი ძილი და სუფთა ჰაერზე სეიrნობა მნიშვნელოვანია.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, მნიშვნელოვანია ასევე სამკურნალო მცენარეული საშუალებების გამოყენება. დღეს გიამბობთ მეწამული ექინაცეას სამკურნალო თვისებებზე.
ექინაცეა
ექინაცეას უძველესი დროიდან იყენებდნენ ინდიელები გველის ნაკბენებისა და სისხლის მოწამვლის დროს. მისი სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკა და მექსიკაა. ეს ყვავილი იზრდება ველურ ღია სტეპურ გარემოში და აქვს მეწამული ვარდისფერი ყვავილები.
„ამერიკული ოქროს ყვავილი“ ამერიკის კონტინენტის აღმოჩენის შემდეგ შემოვიდა ევროპაში და მალევე დაიმსახურა საპატიო ადგილი მედიცინაში. სამკურნალოდ გამოიყენება ამ მცენარის ყვავილი, ფოთლები და ფესვებიც.
ექინაცეა ცნობილია როგორც იმუნური სისტემის გასაძლიერებელი საშუალება. მისი ექსტრაქტი შედის 240–მდე დასახელების მედიკამენტში, მათ შორისაა შიდსის სამკურნალო საშუალებაც.
უამრავმა კვლევამ დაადასტურა, რომ ექინაცეა ხელს უშლის სისხლში თეთრი სხეულების, იგივე მაკროგრაფების ზრდას. აწორედ ამიტომ ის შესანიშნვი საშუალებაა უამრავი დაავადების თავიდან ასაცილებლად.
ექინაცეას სასარგებლო თვისებები
ექინაცეა ულამაზესი ყვავილია. ის საკმაოდ პოპულარულია ლანდშაფტის დიზაინერებს შორის. გარდა სილამაზისა, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ის უნიკალუირი სამკურნალო თვისებებითაა დაჯილდოვებული.
ეს მცენარე თავის თითოეულ ნაწილში (ფოთოლი, ყვავილი და ფესვები) შეიცავს აქტიური ნივთიერებების რთულ ნარევს. თითეული მათგანი სხვა და სხვა მოქმედებისაა, მაგალიტად ანტიმიკრობული, იმუნური და ა.შ.
1. ინულინი
ინულინი ზრდის სისხლში თეთრი სხეულების აქტიურობას. ის ხელს უწყობს იმუნური სისტემის მიერ ინფექციების მარტივად დაძლევას. ეს ნივთიერება ამ მცენარის ფესვებშია.
2. ალკილამიდი
ალკილამიდი საანესთეზიო მოქმედების ნივთიერებაა. ამიტომ იყენებენ მისი ფესვების ნაყენს კბილის ტკივილის დროსაც.
3. პოლისაქარიდები
პოლისაქარიდები ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციის უნარს. ეს ნივთიერება ხელს უშლის უჯრედებში პათოგენური მიკროორგანიზმების შეღწევას. ის მცენარის მიწის ზედა ნაწილის შემადგენლობაშია.
4. პოიკილოციტოზი
პოიკილოციტოზს აქვს ანტიბიოტიკის თვისებები და აქრობს პათოგენურ ბაქტერიებს. ასევე ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების გამოდევნას ორგანიზმიდან.
ექინაცეა ადამიანის ორგანიზმისთვის კომპლექსური ხასიათის სამკურნალო საშუალებაა. ის უზრუნველყოფს იმუნიტეტის გაძლიერებას, კანის უჯრედების აღდგენას, სისხლის და ლიმფის გაწმენდას. ეს მცენარე ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისთვისაც გამოიყენება.
ამ მცენარის გამოყენება შეგიძლიათ შარდის სისტემის ანთებითი პროცესების დროს, ჩირქოვანი წყლულების, სტომატიტის, ღრძილის ანთების, კანდიდოზის, სისხლის მოწამვლის, მენინგიტის, ოტიტის, დამწვრობის, ბრონქების და ტონზილიტის დროს.
ექინაცეა მდიდარია ისეთი მინერალებით როგორიცაა: კალიუმი, კალციუმი, ვერცხლი, ლითიუმი, გოგირდი, სპილენძი და იმუნური სისტემისთვის აუცილებელი თუთია, სელენი და კობალტი.
შაქრიანი დიაბეტისა და რევმატოიდული ართრიტის დროს გამოიყენება ამ მცენარის სპირტიანი ნაყენი. ხოლო ყვავილის წვენი ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას.
როგორ გამოვიყენოთ ექინაცეა სახლის პირობებში?
1. იმუნიტეტი
0,5 ლ. მდუღარე წყალი დაასხით 1 ს.კ. მშრალ ექინაცეას და დადგით მთელი ღამის განმავლობაში. დილით გადაწურეთ და მიიღეთ 10 დღის განმავლობაში, დღეში 3–ჯერ 100–150 მლ. წამამდე 30 წუთით ადრე. კურსის ჩატარების შემდეგ აუცილებელი 5 დღიანი შესვენება.
2. გრიპი
მოათავსეთ ჭურჭელში 1 ჩ.კ. მშრალი დაქუცმაცებული ფოთლები, 1 ჩ.კ. დაქუცმაცებული ფესვები და 3 ცალი ყვავილი. ნარევს დასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ რამოდენიმე წუთი. უნდა მიიღოთ დღეში 3–ჯერ 1 ჩაის ჭიქა ჭამამდე 30 წუთით ადრე.
3. შარდსასქესო სისტემის ანთება
1. მოამზადეთ ნარევი – 4 ნაწილი ექინაცეას ფესვი, 3 ნაწილი ვარდი, 2 ნაწილი მატიტელა და 1 ნაწილი ვერხვის კვირტები, ფარსმანდუკი, ერიკა.
2. 2 ს.კ. ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დაბალ ცეცხლე გააჩერეთ 5 წუთი.
უნდა მიიღოთ ჭამამდე 30 წუთით ადრე 50 მლ. დღეში 3–ჯერ.
გაითვალისწინეთ! სამკურნალო კურსის ჩატარებისას არ მიიღოთ 2 თვეზე მეტ ხანს ექინაციაზე დამზადებული საშუალებები. თუ მაინც გჭირდებათ კურსის გაგრძელება, აუცილებლად უნდა შეისვენოთ 2 კვირა.
აკრძალულია! ამ მცენარეზე ალერგიის, ლაქტაციის, ორსულობის, ტუბერკულოზის, ჰეპატიტის და ღვიძლის ციროზის დროს. ბავშვებში ექინაციის შემცველი მედიკამენტის გამოყენებისას აუცილებლად გაიარეთ კინსულტაცია ექიმთან.
ჯანმრთელობას გისურვებთ!