გაზაფხული მშვენიერი წელიწადის დროა, როცა იღვიძებს ბუნება. ყველაფერი ცოცხლდება და ლამაზდება. გაზაფხული ყველაზე კარგი პერიოდია იმისათვის, რომ ავაგროვოთ სამკურნალო მცენარეები და გამოვიყენოთ ბუნების მიერ ნაჩუქარი სამკურნალო საშუალებები.
თქვენ თუ იცოდით იასამნის სამკურნალო თვისებების შესახებ?
იასამნის სამკურნალო თვისებები
იასამანი ეფექტურია გაციების, გრიპის, რევმატიზმის, შაკიკის და ნერვოზის დროს. მის სურნელსაც კი დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. იცოდით რომ იასამნისგან მზადდება დესერტები, ნაყინი, ჟელე და სიროფი?
დღეს ჩვენ გასწავლით იასამნის სიროფის დამზადებას. ის ბლინებთან ერთად შეგიძლიათ მიირთვათ ან დალიოთ გაციების დროს. იასამნის სიროფს ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს.
როგორ მოვამზადოთ იასამნის სიროფი?
დაგჭირდებათ:
– 300 გრ. იასამნის ყვავილი
– 500 გრ. შაქარი
– 500 მლ. წყალი
– 2 გრ. ლიმონის მჟავა
მომზადების წესი:
1. გააცალკევეთ ყვავილები ღეროებისგან და კარგად გარეცხეთ. უკეთესია მსხვილი, მეწამული ფერის ყვავილების გამოყენება.
2. მოათავსეთ ყვავილები ჭურჭელში, დაასხით წყალი და ნელ ცეცხლზე ადუღეთ 15 წუთი.
3. 15 წუთის შემდეგ გადმოდგით, მჭიდროს დააფარეთ თავსახური ან შეფუთეთ და გააჩერეთ მთელი ღამით. დაახლოებით 10 საათია საჭირო, რომ წყალი ბოლომდე გაიჟღინთოს ყვავილების არომატით.
4. მიღებული ნაყენი გადაწურეთ, დაამატეთ შაქარი და ლიმონის მჟავა.
5. დადგით სიროფი დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 40–45 წუთი და თან ურიეთ.
6. გაგრილებული სიროფი გადაიტანეთ შუშის ქილებში.
იასამნის სიროფის მიღება დიაბეტის დროსაც შეგიძლიათ. ძირითადად ის გამოიყენება გაციებისა და მაღალიო ტემპერატურის დროს, თუმცა თირკმელების დაავადებისთვისაც იდეალურია.
ასე რომ მოიმარაგეთ ეს ულამაზესი და სურნელოვანი ყვავილები.
ჯანმრთელობას გისურვებთ!