სხვა და სხვა ქვეყნის კულტურაში ჟასმინზე სხვა და სხვა ლეგენდა დადის. ყველა მათგანი აღიარებს ჟასმინის უნიკალურ თვისებებს.
ყვავილების სწორად გამოყენების შემთხვევაში თქვენ აუცილებლად შეიგრძნობთ მის სასწაულმოქმედ ეფექტს.
დღეს ჩვენ ამ ყვავილების სასარგებლო თვისებებს გაგაცნობთ.
ჟასმინის სასარგებლო თვისებები
1. დამამშვიდებელი
ჟასმინის სურნელს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი. იქონიეთ ბინაში ამ მცენარის ერთი ქოთანი მაინც და აუცილებლად მოიპოვებთ სიმშვიდეს.
2. ანტიდეპრესანტი
მიირთვით დღეში მხოლოდ ერთხელ 1 ჭიქა მწვანე ჩაი ჟასმინის ყვავილებთან ერთად. ის მთელი დღის მანძილზე გაგანთავისუფლებთ შფოთვისგან და ნეგატიური განწყობისგან.
3. ტკივილგამაყუჩებელი
ჟასმინის ყვავილის ნახარში კარგია თავისა და მენსტრუალური ტკივილის დროს.
4. კოსმეტოლოგია
ჟასმინის ექსტრაქტს აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი, ამიტომ მას ხშირად იყენებენ კოსმეტოლოგიაში.
5. კულინარია
ჟასმინის ექსტრაქტი გამოიყენება კულინარიაში. მაგალითად: დესერტები, ნაყინი, მურაბა, ჩაი და სალათები.
გაითვალისწინეთ! ჟასმინის გამოყენება არაა რეკომენდირებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ასევე წყლულოვანი დაავადებების, მარალი წნევის და ალერგიის დროს.
ჟასმინისა და მწვანე ჩაის ნარევის ხშირად მიღებაც არაა რეკომენდირებული, რადგან შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილები.
ჯანმრთელობას გისურვებთ!