ავად გახდომა საკმაოდ უსიმოვნო მომენტია. ამასთან ერთად მკურნალობაც საკმაოდ ძვირი ჯდება და ხშირად არც არის ეფექტური. რატომ უნდა დაკარგოთ დრო ან ფინანსები ტყუილად, როცა არის ბევრად ხელმისაწვდომი და ეფექტური საშუალება?
საუბარია ლუგოლის ხსნარზე გლიცერინით. ეს საშუალება ეფექტურია ყელის ტკივილის, მწვავე რესპირატორული ვირუსის, ქრონიკული დაღლილობის და მამაკაცური პრობლემების დროსაც. ამასთან ერთად ის გააძლიერებს თქვენ იმუნიტეტს.
ამ ხსნარის გამოყენების ყველაზე დიდი პლიუსი ის არის, რომ დაავადების მოშორების გარდა თქვენ ორგანიზმის დამცავ ფუნქციასაც გაიძლიერებთ.
დღეს ჩვენ გაგიზიარებთ მისი გამოყენების რამოდენიმე მეთოდს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რამოდენიმე პრობლემის დროს. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ უნდა იცოდეთ ზუსტი დიაგნოზი და შემდეგ გამოიყენოთ ის. დიაგნოზი კი ექიმმა უნდა დასვას აუცილებლად.
როგორ გამოვიყენოთ ლუგოლის ხსნარი გლიცერინით?
1. მწვავე რესპირატორული ვირუსის, გრიპისა და გაციების მკურნალობა
1 ჭიქა ცხელ წყალში გახსენით 1 წვეთი ლუგოლის ხსნარი, 1 ჩ.კ. თაფლი და 1 ჩ.კ. ვაშლის ძმარი. ეს ნაზავი უნდა მიიღოთ 10–15 დღის მანძილზე, ყოველ საღამოს ჭამის სემდეგ 10–15 წუთში. ამ საშუალების გამოყენება გამწვავებული შემთხვევის დროსაც შეგიძლიათ, თან იმუნიტეტს გაიძლიერებთ.
2. ყელის ტკივილი
ყელის ტკივილის დროს აიღეთ ბამბის ჩხირი, დაასველეთ ლუგოლის ხსნარში და ნაზად დაიმუშავეთ ნუშისებრი ჯირკვლები. გექნებთ უმნიშვნელო წვის შეგრძნება, სამაგიეროდ ყელის ტკივილს მალევე დაივიწყებთ.
გაითვალისწინეთ! პროცედურის შემდეგ 1,5–2 საათი მაინც არაფერი უნდა მიირთვათ.
3. ქრონიკული დაღლილობა
ქრონიკული დაღლილობის შემთხვევაში კვირაში 2–ჯერ მიიღეთ ლუგოლის წვეთები. მაგალითად: ორშაბათი–პარასკევი ან ოთხშაბათი–შაბათი. 65 კილომდე წონის შემთხვევაში 1 წვეთი, ხოლო 65–ს ზევით წონის სემთხვევაში 2 წვეთი. კურსი არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს, შემდეგ აუცილებელია შესვენება.
4. პროსტატის ანთება
1 ჭიქა ადუღებულ წყალში გახსენით 1 წვეთი ლუგოლის ხსნარი, 1 ჩ.კ. თაფლი, 1 ჩ.კ. ვაშლის ძმარი და ყვავილის მტვერი. მიღებული მასა დააყენეთ 2–3 საათი და შემდეგ მიირთვით ძილის წინ. კურსი შეადგენს 45 დღეს.
5. ფარინგიტი
საყლაპავის ლორწოვან გარსში შეიზილეთ ლუგოლის ხსნარი დღეში 2–ჯერ.
6. მჭამელას შემდეგ ვენების ვარიკოზული გაგანიერების პროფილაქტიკისათვის
1 ჭიქა წყალში გახსენით 2 წვეთი ხსნარი და მიიღეთ დღეში 2–ჯერ 7 დღის განმავლობაში.
ჯანმრთელობას გისურვებთ!