კომბოსტოს ფოთლები – საუკეთესო სასწრაფო დახმარება! ის მოგიხსნით ტკივილს მკერდის არეში და დაგეხმარებათ…

კომბოსტოს ფოთლები – საუკეთესო სასწრაფო დახმარება! ის მოგიხსნით ტკივილს მკერდის არეში და დაგეხმარებათ...

კომბოსტო ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია. ის შეიცავს ბუნებაში არსებულ პრაქტიკულად ყველა ვიტამინს და მიკროელემენტს. გარდა იმისა, რომ მისგან საკმაოდ გემრიელი კერძები მზადდება, ის გამოირჩევა სამკურნალო თვისებებითაც.

კომბოსტოს სამკურნალო თვისებების შესახებ კარგად იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა და აქტიურად იყენებდნენ მას. დღეს ჩვენ გაგიზიარებთ რამოდენიმე მათგანს.

გაითვალისწინეთ! თუ ხართ ალერგიული, არ გირჩევთ კომბოსტოს სამკურნალოდ გამოყენებას.

კომბოსტოს სამკურნალო თვისებების მაქსიმალურად გამოყენებისთვის გადაავლეთ ფოთლებს ადუღებული წყალი და გააშრეთ ის ოთახის ტემპერატურაზე.

როგორ გამოვიყენოთ კომბოსტოს ფოთლები?

1. მკერდის ტკივილი

ლაქტაციის პერიოდში ხშირია შეშუპება და აუტანელი ტკივილი მკერდის არეში. აიღეთ კომბოსტოს დიდი ფოთლები, დაიფინეთ მკერდზე დაგადაიხვიეთ ბინტით 3–4 საათი. შეგიძლიათ დღეში 2–3 ჯერ ჩაიტაროთ ეს პროცედურა.


2. ტრამვა, დაზიანება

საღამოს დაიფინეთ ახალი კომბოსტოს ფოთლები დაზიანებულ ადგილზე და გაიჩერეთ დილამდე. დილით საგრძნობლად იქნება შემცირებული ტკივილი და შეშუპება გამქრალი.
გაითვალისწინეთ! თუ მეორე დღეს ტკივილი გაძლიერდა, ე.ი. სერიოზულ დაზიანებასთან გვაქვს საქმე და აუცილებლად უნდა მივმართოთ ტრავმატოლოგს.


3. მწერების ნაკბენი

დაიფინეთ კომბოსტოს ფოთოლი დაკბენილ ადგილზე და გაიჩერეთ 1,5 – 2 საათი. კომბოსტო მალევე გააქრობს შეშუპებასა და შემაწუხებელ შეგრძნებას.

 

4. თავის ტკივილი, სიცხე, შაკიკი

დაიფინეთ კომბოსტოს ფოთლები საფეთქლებზე და კარგად გადაიხვიეთ. ეს მეთოდი ეფექტურია სიცხის, ტავის ტკივილის და შაკიკის დროს.

 

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
კომბოსტოს ფოთლები – საუკეთესო სასწრაფო დახმარება! ის მოგიხსნით ტკივილს მკერდის არეში და დაგეხმარებათ…
ფეხების ტკივილი გაწუხებთ? წარმოგიდგენთ საშუალებას, რომელიც ტკივილს ძალიან სწრაფად სრულად გააქრობს.