სოკოს გაჩენას ხელს უწყობს ფეხების ჭარბი ოფლიანობა, მჭიდრი ფეხსაცმელი, იმუნიტეტის დაქვეითება და ჭარბი წონა. სოკოს გაჩენის პირველივე ნიშნებისას უნდა მოახდინოთ რეაგირება, რათა თავიდან აირიდოთ შემდგომი გართულებები.
ხალხურ მედიცინაში უამრავი ეფეტური სამკურნალო საშუალებაა და მათ შორის არის სოკოსიც. მხოლოდ 2 ინგრედიენტით შეძლებთ სოკოსგან თავის დაღწევას.
ხალხური, ეფექტური საშუალება სოკოს სამკურნალოდ
ამ საშუალების გასამზადებლად დაგჭირდებათ ისეთი ინგრედიენტები, რომელიც ყველა დიასახლისს აქვს სახლში. მარტივად მოამზადებთ ისეთ საშუალებას, რომელიც სოკოს გაანადგურებს.
დაგჭირდებათ:
– ვაშლის ძმარი
– საკვები სოდა
მომზადებისა და გამოყენების წესი:
ნაბიჯი 1. მოათავსეთ ტაშტში ვაშლის ძმარი და თბილი წყალი, შეფარდებით 1:3. ჩაყავით ფეხები 20 წუთის განმავლობაში და შემდეგ კარგად გაიმშრალეთ.
ნაბიჯი 2. ჩაასხით ტაშტში 2 ლ. თბილი წყალი და დაამატეთ 2 ს.კ. საკვები სოდა. ამ აბაზანაში ფეხები ჩაყავით 15 წუთი, შემდეგ კარგად გაიმშრალეთ.
ნაბიჯი 3. აბაზანების მიღების შემდეგ მოიჭერით სოკოთი დაავადებული ფრჩხილის მონაკვეთები. გაითვალისწინეთ! როცა ფრჩხილის ნაწილი ქსოვილამდეა დაზიანებული, დაელოდეთ რომ გაიზარდოს. არ მოიჭრათ ძალიან ძირში.
აუცილებელია ამ პროცედურების ჩატარება ყოველ საღამოს, სანამ ბოლომდე არ მოიშორებთ დაზიანებულ ფრჩხილებს. ვაშლის ძმარი კლავს სოკოს, ხოლო საკვები სოდა ხელს უშლის მის გავრცელებას.
აბაზანების მიღების შემდეგ ჩაის ხის ზეთის გამოყენებაც შეგიძლიათ. ის ცნობილი სოკოს საწინაარდეგო საშუალებაა. შეიზილეთ თხელი ფენა დაზიანებულ ადგილებზე
ჯანმრთელობას გისურვებთ!