ექიმი ლეო ბოკერია: ამ რჩევების გათვალისწინებით, თქვენ შეინარჩუნებთ ჯანსაღ გულ–სისხლძარღვთა სისტემას და თავიდან აიცილებთ დაავადებების განვითარების რისკს…

ექიმი ლეო ბოკერია: ამ რჩევების გათვალისწინებით, თქვენ შეინარჩუნებთ ჯანსაღ გულ–სისხლძარღვთა სისტემას და თავიდან აიცილებთ დაავადებების განვითარების რისკს...

მთელს მსოფლიოში ყველაზე გავცელებული გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებია. მნიშვნელოვანია მისი დროული დიგნოსტიკა და მკურნალობა.

არ უნდა გამოგეპაროთ სიმტომები, რათა დროულად მიმართოთ ექიმს.

არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე ან მიუთითებს დაავადებების განვითარების რისკზე:

1. აუცილებელია ძილის რეჟიმის მოწესრიგება. ადამიანს დღე–ღამის განმავლობაში მინიმუმ 7–8 საათი უნდა ეძინოს. მათ კი ვისაც 5–6 სათი სძინავთ, არიან გულ–სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის ქვეშ. ძილი ხელს უწყობს ინსულინის რეგულირებას, ხოლო როცა არსაკმარისად გვძინავს შაქრის დონე იმატებს სისხლში. აქედან გამომდინარე ჩნდება ჭარბი წონის პრობლემაც, რაც სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს გულ–სისხლძარღვთა სისტემას.

2. ხდება ისეც, რომ მიუხედავად სწორი ძილის რეჟიმისა, გვაწუხებს ქრონიკული დაღლილობა. ეს ყველაზე გავრცელებული სიმპტომია გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს, ამიტომ დროულად უნდა მიმართოთ ექიმს.

3. წონის მატება გარდა უძილობისა, სხვა ფაქტორებითაც შეიძლება იყოს გამოწვეული. ამიტომ ეცადეთ მოახდინოთ წონის კორექცია და ტავიდან აირიდოთ გულის დაავადებების განვიტარების რისკი.

4. გაგიკვირდებათ და თქვენი წელის გარშემოწერილობაც მიუთითებს ხართ თუ არა რიკს ჯგუფში. მაგალითად: მამაკაცებს, რომელთა წელის გარშემოწერილობა აღემატება 115–ს და ქალბატონებს, რომელთა წელის გარშემოწერილობაც აღემატება 100–ს, არიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა განვითარების სერიოზული რისკის ქვეშ.

5. მარილის ჭარბი მოხმარება საგრძნობლად ზრდის არტერიულ წნევას. ამ ყველაფერს კი მივყავართ გულ– სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებამდე. 55 წელს ზემოთ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ მარილის მოხმარებისას.

6. ხვრინვა ხელს უშლის სწორ სუნთქვას და მიუთითებს გულ–სისხლძარღვთა დაავადებაზე. ამიტომ დროულად მიმართეთ ექიმს.

ასევე არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ გულ–სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის შემცირებას”

1. კვირაში 4–ჯერ, რომ შეასრულოთ მსუბუქი ვარჯიში 30–40 წუთიანი ეს სავსებით საკმარისი იქნება. ეს ვარჯიშები დაგეხმარებათ ქოლესტერინის დონის შემცირებაში და მაღალი წნევის დარეგულირებაში.

2. კვლევების თანახმად, დეპრესიულ ადამიანებში ბევრად მაღალია ინფარქტის განვითარების შემთხვევები. ამიტომ გაიღიმეთ და გაიცინეთ რაც შეიძლება მეტი. სიცილის დროს ორგანიზმში გამოიყოფა კორტიზოლი, რომელიც ამცირებს არტერიულ წნევას, აძლიერებს იმუნიტეტს, ხსნის სტრესს და აუმჯობესებს განწყობას.

3. ყოველდღე 50–100 მლ. წითელი ღვინო აუმჯობესებს გულის მდგომარეობას, რადგან ის შეიცავს ანტიოქსიდანტებს რომელიც ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. გაფრთხილება! არ გადააჭარბოთ აღნიშნულ დოზას, მითუმეტეს ყოველდღიური მიღებისას, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ტრიგლიცერიდების მომატება, არითმია, მაღალი წნევა, გულის კუნთის დაზიანება ან გულის უკმარისობა.

გულ–სისხლძარღვთა დაავადებები მემკვიდრეობითიც შეიძლება იყოს. ამიტომ თუ გყავთ ასეთი ოჯახის წევრი, ჩაიტარეთ გამოკვლევები წელიწადში ერთხელ, რომ არაფერი გამოგეპაროთ.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
ექიმი ლეო ბოკერია: ამ რჩევების გათვალისწინებით, თქვენ შეინარჩუნებთ ჯანსაღ გულ–სისხლძარღვთა სისტემას და თავიდან აიცილებთ დაავადებების განვითარების რისკს…
სიმართლე, რომელსაც პლასტმასის ბოთლის მწარმოებლები გვიმალავენ! ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ..