თირკმელი წყვილი ორგანოა, რომელიც სისხლის გაწმენდასა და მისი ქიმიური შემადგენლობის დაბალანსებაში მონაწილეობს. დღე-ღამეში თითქმის 200 ლიტრ სისხლს გადაამუშავებს და 2 ლიტრამდე ნარჩენი გამოაქვს ორგანიზმიდან შარდის სახით.
თირკმელების მუშაობს აქტიურად უწყობს ხელს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, როგორიცაა: რენინი, რომელიც სისხლის წნევას არეგულირებს, ერითროპოეტინი, რომელიც სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნაში მონაწილეობს და კალციტროლი, რომელიც გააქტიურებული D ვიტამინია, ის რეგულაციას უწევს კალციუმის ცვლას.
თირკმელების პრობლემების შესახებ მიუთითებს სარდის უსიამოვნო სუნი, ზოგადი სისუტე და მუქი წრეები თავლის გარშემო. თირკმელების მდგომარეობა ასევე პირდაპი აისახება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. გულის შეტევის რისკი 25-ჯერ იზრდება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
თირკმელების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად რეკომენდირებულია დღეში 2 ლიტრამდე სუფთა არაგაზირებული წყლის მიღება.
ასევე ეფექტურია სწორად შერჩეული კვების რაციონი. რარა თქმა უნდა იმ პროდუქტების გამოყენებით, რომლებიც ხელს უწყობენ თირკმელების სწორ და გამართულ ფუნქციონირებას.
დღეს ჩვენ გაგაცნობთ 7 ასეთ პროდუქტს.
კამა და ოხრახუში
ეს მწვანილი მდიდარია ისეთი ვიტამინებით, რომლებიც დადებითად მოქმედებენ თირკმელების მუშაობაზე. კამა შეიცავს ეთერზეთებს, რომელიც ხელს უწყობს სხეულის გაჯანსაღებას. ოხრახუში კარგი ბუნებრივი გამწმენდია.
თევზი
თევზი შეიცავს ისეთ ცხიმოვან მჟავებს, რომელიც ხელს უწყობს თირკმელებისა და გულის სწორ ფუნქციონირებას. ამ შემთხვევაში მისი მიღება რეკომენდირებულია შემწვარ მდგომარეობაში.
მოცვი
მოცვი მდიდარია ანტიოქსიდანტებით და აქვს ანტისეპტიკური თვისებები. ის აქრობს ნებისმიერ ანთებას. ცოცხალი მოცვი ასევე სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის მოსაწესრიგებლად.
შავი მოცხარი
შავი მოცხარი მოცვის მსგავსად მდიდარია ანტიოქსიდანტებით და ვიტამინებით. ის ხელს უწყობს ტოქსინების გაწმენდას და აქრობს ანთებას.
ხახვი და ნიორი
ხახვში და ნიორში შემავალი ფერმენტები და ეთერზეთები არის ბუნებრივი ანტიბიოტიკი. ის ეფექტურად აქრობს თირკმელების ანთებას. ხოლო ფლავონოიდები და ანტიოქსიდანტები არაჩვეულებრივია სიმსივნის პრევენციისთვის.
მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს. გაზარდეთ ფიზიკური აქტივობა და ხშირად იარეთ ფეხით. ჯანსაღი ცხოვრების წესი თქვენი ჯანმრთლობის გარანტიაა.
გაუზიარეთ ეს სასარგებლო ინფორმაცია თქვენს მეგობრებსაც.
ჯანმრთელობას გისურვებთ!