ქუთუთოებზე გაჩენილი სიყვითლეები იზრდებოდა და ვიფიქრე, რომ ეს მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა იყო. თუმცა აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ბევრად სერიოზულადაა… დაიმახსოვრეთ, რომ აუცილებლად უნდა მიხვიდეთ ექიმთან რათა მოახდინოს დიაგნოსტიკა.
ქსანტელაზმა
ქსანტელაზმა ღია ფერის უვნებელი გამონაყარია ერთი შეხედვით, მაგრამ არ მოტყუვდეთ და სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
მისი გამოჩენა შესაძლოა მიუთითებდეს გულის სერიოზულ პრობლემაზე, როგორიცაა კორონარული გულის დაავადება და ათეროსკლეროზზე. ხშირად მისი თანამგზავრი არის ჰიპერტენზია, სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი და ღვიძლის დაავადებები.
ამ გამონაყარის გაჩენისა და ზრდის მიზეზი არის არასათანადო კვება, ცხოველური ცხიმების გადაჭარბებული რაოდენობის მიღება, სისხლში შაქრის დონის მომატება და ლიპიდური მეტაბოლიზმის დარღვევა.
ამ პრობლემის დამოუკიდებლად ან ხალხური მეთოდით მოგვარება შეუძლებელია. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს!
რაც უფრო მალე მიაქცევთ ყურადღებას, მით უფრო იქნებით დაცული ინსულტისგან ან სხვა სასიკვდილო დაავადებისგან.
მისი მოშორება ხდება რამოდენიმე მეთოდით: ლაზერული ან ელექტროკუაგულარული პროცედური და ქირურგიული ჩარევით. მისი მოშორება ნამდვილად არაა სახიფათო, პირიქით გეშინოდეთ მისი გაჩენის. აუცილებლად დაადგინეთ მისი გამომწვევი მიზეზი.
ერთადერთი რაც შეიძლება გამოგადგეთ, არის დაბალანსებული კვება. ეს ხელს შეუწყობს და შეამცირებს ქსანტელაზმას გაჩენის შანსს. დააბალანსეთ ცხიმის მიღების რაოდენობა.
როგორც კი შეამჩნევთ ქუთუთოებზე ამგვარი დეფექტის გამოჩენას, მაშინვე მიმართეთ სპეციალისტს!
ჯანმრთელობას გისურვებთ!