თუ ერთხელ მაინც გიცდიათ წონაში დაკლება, ალბათ იცით რამხელა ძალისხმევასთანაა ეს დაკავშირებული. ხშირად მოითხოვს ეს პროცესი დიეტის დაცვას, ვარჯიშს და ა.შ. ეს ყველაფერი კი უკავშირდება სტრესს და ნერვიულობას, მითუმეტეს როცა შედეგის მიღწევა სრაფად გვსურს. თუ ქიმიურ საშუალებებს მივმართავთ, ამით პირდაპირ საფრთხის ქვეშ ვაგდებთ ჩვენს ჯანმრთელობას. არადა არის საშუალება, სულ რაღაც ერთი ინგრედიენტი, რომლის წყალობითაც შეძლებთ წონაში დაკლებას და გაახალგაზრდავებას.
ეს საიდუმლო ინგრედიენტი არის სელის თესლი! რატომღაც მის გამოყენებას ბევრი არიდებს თავს, არადა სულ ტყუილად. გარდა წონის კორექციისა, ეს მცენარე თქვენი ჯანმრთელობისთვისაც ძალიან სასარგებლოა.
სელის თესლი შეიცავს ვიტამინებს – B2, B3, B4, B5, B6, B9, D, E, ტოკოფეროლი, ბეტა-კაროტინი. ასევე მასში შედის მიკრო და მაკრო ელემენტები– კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, მანგანუმი, სპილენძი, ქრომი, სელენი, ალუმინი, ნიკელი, იოდი, ბორი და თუთია. ომეგა 3–ის შემცველობა სელის თესლში 2-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე თევზის ქონში.
სელის თესლს აქვს ბევრი სასარგებლო თვისება. ის რბილად წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან, პარაზიტებისგან და მათი ცხოველ-მოქმედების პოდუქტებისგან, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და ორგანიზმის მჟავიანობის პროცესს ამცირებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაბერება შეიძლება შევაფერხოთ.
სელის თესლი შგიძლიათ პირდაპირ ან ფვნილის სახით მიიღოთ. სელის ფქვილით ამზადებენ პურს ან ფუნთუშებს, ხოლოს თესლს ურევენ კეფირში და ისე სვავენ.
სელის თესლი უნდა შეინახოთ მაცივარში, კერამიკის ჰერმეტულ ჭურჭელში მოთავსებული. სელის თესლის მოხმარებით თქვენ დაიკლებთ წონაში, შეინარჩუნებთ ამ წონას და ჯანმრთელობასაც გაიუმჯობესებთ.
სელის თესლში შემავალი მიკრო და მაკრო ელემენტები უზრუნველყოფენ იდეალურ სახის კანს, თმებსა და ფრჩხილებს. რაც კიდევ ერთხელ გეხმარებათ სხეულის სილამაზის შენარჩუნებაში.
თუ გაწუხებთ ნაწლავური ინფექცია, სელის თესლი ნამდვილად დაგეხმარებათ. ის იბერება კუჭში მოხვედრის შემდეგ გარსის წყალობით. ამ გარსის ლორწოვანი სტრუქტურა კი აუმჯობესებს ნაწლავების პერისტალტიკას და წმენდს მას შლაკისგან.
გარდა ამისა სელის თესლი გიკარგავთ შიმშილის გრძნობას. ორგანიზმი ეჩვევა ნაკლები საკვების მიღებას, კუჭის მოცულობაც მცირება და მომავალში მცირე რაოდენობის საკვებიც დაგანაყრებთ.
როგორ მივიღოთ სელის თესლი?
სელის თესლის სწორად გამოყენების შემთხვევაში, თქვენ აუცილებლად მიიღებთ სხეულის სასურველ ფორმებს. ეს ყველაფერი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე მოხდება.
წინასწარ არასდროს გაამზადოთ დიდი რაოდენობით სელის თესლი, რადგან ის მალევე კარგავს სასარგებლო თვისებებს. გამზადებისთნავე უნდა მიიღოთ. კურსის ჩატარების დროს ასევე რეკომენდირებულია წყლის მიღება.
დღეს ჩვენ გაგიზიარებთ ყველაზე ეფექტურ რეცეპტს, რომელიც თქვენი ორგანიზმის გამოჯანმრთელებას და სასურველი წონის მიღებას უზრუნველყოფს!
დაგჭირდებათ :
– უცხიმო კეფირი
– სელის ფქვილი
გამოყენების წესი:
1-ელი კვირა:
1 ჭიქა კეფირს აურიეთ 1 ჩ.კ. სელის ფქვილი
მე-2 კვირა:
ფქვილის რაოდენობა 2 ჩ.კ.-მდე გაზარდეთ. კეფირის რაოდენობა იგივე რჩება.
მე-3 კვირა:
ფქვილის რაოდენობა 3 ჩ.კ.-მდე გაზარდეთ. კეფირის რაოდენობა იგივე რჩება.
ასეთი ფქვილის შეძენა მაღაზიაში აუცილებელი არ არის, ის შეგიძლიათ ყავის საფქვავში თავად დაფქვათ.
ეს ნარევი უნდა მიიღოთ დილით საუზმის დროს. კურსის მიმდინარეობისას მონელების პროცესი დალაგდება, ზედმეტი კილოგრამები გაქრება, ხოლო კანი უფრო ნათელი და ჯანსაღი გახდება. კეფირში არეული სელის თესლის ფქვილი მეტაბოლიზმს აუმჯობესებს და მსუბუქი ლაქტაციის ეფექტი აქვს. ნამდვილად ეფექტური პროდუქტი მათთვის, ვისაც ზედმეტი სანტიმეტრების მოშორება და ჯანმრთელობის გაუმჯობესება სურს. არ დაგავიწყდეთ ყოველდღე 2 ლიტრამდე წყლის მიღება.
გაფრთხილება! თუ კვერცხის ცილაზე ან კაკალზე ალერგია გაქვთ, სელის თესლის მოხმარება თქვენთვის არაა რეკომენდირებული.
წარმატებას გისურვებთ !