როგორ გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა პროპოლისი დახმარებით

როგორ მივიღოთ პროპოლისის ნაყენი ჯანმრთელობის გასაძლიერებლად
როგორ მივიღოთ პროპოლისის ნაყენი ჯანმრთელობის გასაძლიერებლად

ადამიანი უკვე ათასობით წელია ეწევა მეფუტკრეობას. ამ შესანიშნავი მწერების დამსახურებით გვაქვს თაფლი, ცვილი, ფუტკრის რძე, მტვერი და პროპოლისი. თითოეული ეს კომპონენტი არის შეუცვლელი და ძალიან სასარგებლო თავისი სამკურნალო თვისებებიდან გამომდინარე.

დღეს კონკრეტულად პროპოლისის სამკურნალო თვისებებზე გესაუბრებით და გასწავლით როგორ გამოიყენოთ ის თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის ანთებითი დაავადებების დროს.

როგორ გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა პროპოლისი დახმარებით

პროპოლისს ბუნებრივ ანტიბიოტიკს უწოდებენ. მეცნიერებმა ჯერ კიდევ ვერ აღმოაჩინეს ბაქტერია, რომელიც პროპოლისთან კონტაქტის შემდეგ გადარჩენას შეძლებდა.

პროპოლისი მოქმედებს 100-ზე მეტი სახეობის ბაქტერიების, სოკოებისა და ვირუსების (მათ შორის ტუბერკულოზის, სიფილისის, დიფტერიის და სხვა) წინააღმდეგ.

როგორ გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა პროპოლისი დახმარებით

პროპოლისს აქვს მნიშვნელოვანი როლი სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებებში. ის თრგუნავს სიმსივნის უჯრედების განვითარებას, ასევე ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა. მონაწილეობს ენდოკრინული სისტემების რეგულირებაში. ნორმალურს ხდის ნაღვლის გამოყოფას, უზრუნველყოფას კუჭის და ნაწლავის წყლულის შეხორცებას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს და დადებითად მოქმედებს ნაწლავების მონელების სისტემაზე, აგრეთვე ათეროსკლეროზის და ინსულტისაგან დამცავი პროდუქტია.

როგორ გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა პროპოლისი დახმარებით

როგორ გამოვიყენოთ პროპოლისი წყლული, გასტრიტის, თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის ანთებითი დაავადებების დროს?


1. წყლულის დროს

1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით 30–50 წვეთი 20%-იანი პროპოლისის ხსნარი. უნდა მიიღოთ დღეს 3–ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე ყოველი ჭამის წინ. ძალაინ მალე იგრძნობთ უკეთესობას: მჟავიანობა ნორმაში მოდის, გულისრევის შეგრძნება და ტკივილი მცირდება.

თუ არ გაქვთ გამზადებული ხსნარი, მაშინ გამოიყენეთ მყარი პროპოლისი. 1 ჭიქა სპირტში ჩადეთ 20 გრ. პროპოლისი და დადეთ თბილ ადგილზე 5 დღე. ყოველდღე მოურიეთ, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ წვეთების სახით.

როგორ გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა პროპოლისი დახმარებით

2. გასტრიტის დროს

1 ჭიქა მდუღარე წყალში ან თბილ რძეში გახსენით 30–40 წვეთი 30%-იანი პროპოლისის ხსნარი. უნდა მიიღოთ დღეში 3–ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე 10 წვეთი 1 თვის მანძილზე ყოველდღე.

აქვე გთავაზობთ ბალახის ნაყენის რეცეპტსაც. მოათავსეთ თასში 1–1 ს.კ. ფენხელის ნაყოფი, პიტნა, ცაცხვის ყვავილები, ძირტკბილას ფესვები და დაასხით 3 ჭიქა მდუღარე წყალი. მირებული სითხე დადგით 20 წუთი დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. ნახარში გააგრილეთ, გადაწურეთ და დაუმატეთ 3 ს.კ. თაფლი, 20–30 წვეთი პროპოლისის ხსნარი. უნდა მიღოთ ყოველდღე ჭამამდე 30 წუთით ადრე 10–14 დღე.

როგორ გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა პროპოლისი დახმარებით

3. გასტროდუოდენულის დროს

გასტრიტის სამკურნალო საშუალება გამოიყენება თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის ანთებითი დაავადებებს დროსაც.

ასევე ძალიან კარგია, რომ დილა–საღამოს მიიღოთ 1 ჩ.კ. პროპოლისი თაფლი 1–2 თვის მანძილზე.

არაჩვეულებრივია თხილი-პროპოლისის ნარევიც: მოათავსეთ ჭურჭელში 1 ჭიქა რძე და ჩაყარეთ 10 გრ. დაქუცმაცებული ნიგოზი. მირებული ნარევი აადუღეთ, გადაწურეთ და დაუმატეთ 10 წვეთი პროპოლისი ხსნარი, 1 ჩ.კ. თაფლი. უნდა მიიღოთ 10 დღე, ყოველი ჭამის წინ 30 წუთით ადრე.

როგორ გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა პროპოლისი დახმარებით

გაფრთხილება ! მკურნალობის დაწყების წინ გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან, რომ ფუტკრის პროდუქტებზე ინდივიდუალური ალერგია არ გქონდეთ.

ჯანმრთელობას გისურვებთ !

შეაფასეთ სტატია
როგორ გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა პროპოლისი დახმარებით
ხალხური საშუალება, რომელიც გაუხეშებულ ქუსლებს დაარბილებს.