მარიამსხალა სარეველა მცენარეა და მებაღეებისთვის არც ისე სასიამოვნო სტუმარია, მაგრამ ის საკმაოდ მნიშვნელოვანია თავისი სასარგებლო–სამკურნალო თვისებების გამო.
მისი ნორჩი ფოთლები და ყლორტები იჭმევა, მისი კალორიულობა ნულის ტოლია და კარგ სადიეტო პროდუქტს წარმოადგენს. ზამთრისთვის შესანახად ოქტომბერ-ნოემბერში აგროვებენ, როცა მასში განსაკუთრებით დიდი ოდენობითაა С ვიტამინი.
იგი მდიდარია ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებებით, ვიტამინებითა და მინერალებით. რაც შეეხება მცენარის სამკურნალო თვისებებს, ის უხსოვარი დროიდან გამოიყენება პოდაგრის , რევმატიზმების, მიოზიტის და პოლიართრიტის სამკურნალოდ.
ასევე იყენებენ თირკმელების, საშარდე ბუშტის სამკურნალოდ, ეგზემისა და დიათეზის, წითელი ქარის საწინააღმდეგოდ. ჭრილობების მოშუშებისათვის და ტკივილების გასაყუჩებლად. ის აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას და დევნის ღვიძლიდან ტოქსინებს. მას ხშირად იყენებენ რკინადეფიციტური ანემიის, ჰიპოვიტამინოზის დროს, იმუნიტეტის ასამაღლებლად. მცენარეს აქვს სურავანდისა და ანთების საწინააღმდეგო, სისხლის გამწმენდი, ტკივილგამაყუჩებელი, ჭრილობის შემახორცებელი, შარდმდენი, სედატიური, დეტოქსიკაციური, ბაქტერიციდული, ფუნგიციდური და ციტოტოქსიკური მოქმედება. აწესრიგებს მარილების და ნივთიერებათა ცვლას. მცენარე ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის შენარჩუნებას, ამკვრივებს სისხლძარღვების კედლებს, აღადგენს მათ ელასტიურობას და გამტარობას. ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას,
რაც მთავარია – ფუნგიციდური, ციტოტოქსიკური, დეტოქსიკაციური და სედატიური მოქმედების ფესურების პრეპარატები გამოიყენება ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისთვის, ინტოქსიკაციისას ქიმიოთერაპიის შემდეგ.
როგორ გამოვიყენოთ სამკურნალოდ მარიამსხალა?
მარიამსხალას ბალახის ნაყენი რევმატიზმის და პოდაგრის დროს
მოათავსეთ ჭურჭელში 2 ს.კ. მარიამსხალას ბალახი და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. წყლის ორთქლზე წამოადუღეთ 2 წუთი და შემდეგ 45 წუთი დააყენეთ. მირებული ნაყენი გადაწურეთ და დაამტეთ იმდენი მდუღარე წყალი, რომ მიიღოთ სითხის პირვანდელი მოცულობა. უნდა მიიღოთ დღის განმავლობაში 3–4 ჯერ.
მარიამსხალას ფესვების ნაყენი აბაზანისთვის
მიოზიტისა და ართრიტის დროს მოამზადეთ აბაზანა. 1 ლ. მდურარე წყალში ჩაყარეთ 40 გრ. დაქუცმაცებული ხმელი ბალახი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი. მიღებული ნახარში დააყენეთ 30 წუთით. უნდა დაუმატოთ აბაზანაში 36–37 გრადუს წყალში. პროცედურის ხანგრძლივობა უნდა იყოს 10–15 წუთი და მისი მიღება უკეთესია ძილის წინ.
გაფრთხილება ! მარიამსხალას უკუჩვენება თითქმის არ აქვს, თუ არ ჩავთვლით ალერგიას. არასასურველია ორსული და მეძუძური ქალებისთვისაც. ნებისმიერი ხალხური რეცეპტის გამოყენების წინ სასურველია გაიაროთ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან.
ჯანმრთელობას გისურვებთ !