ჯერ კიდევ უძველესი დროიდანაა ცნობილი აბზინდას სასარგებლო თვისებების შესახებ. გარდა სამკურნალო თვისებებისა, მას როგორც ბოროტი ძალებისგან თავდასაცავ საშუალებას ისე იყენებდნენ.
აბზინდას სასარგებლო თვისებები
1. ანტიბაქტერიული
აბზინდა – ძლიერი ნატურალური ანტისეპტიკია. ეს მცენარე შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაკაწრების და მცირე ზომის ჭრილობის დეზინფექციისთვის, კანზე ლპობის პროცესის და ვირუსული დაავადებების დროს.
აბზინდას ეთეროვანი ზეთი ზრდის ორგანიზმიში ანტიბაქტერიულ მოქმედებას, რაც საშუალებას გვაძლევს სწრაფად გავუმკლავდეთ ინფექციებს.
2. ტკივილგამაყუჩებელი
ეს სამკურნალო საშუალება გამოიყენება ართროზის და ართრიტის სამკურნალოდ. ის აქრობს შეშუპებას და აყუჩებს ტკივილს. ადრე მეომრები მის ფოთლებს გამოიყენებდნენ, ფეხებზე იდებდნენ როცა ხანგრძლივი სიარული უწევდათ.
3. მასტიმულირებელი
ეს მცენარე აუმჯობესებს და ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას და ამით აჩქარებს პანკრეასის ფერმენტის გამომუშავებას. აბზინდას ეთეროვანი ზეთი კი დაღლილობისა და ძილიანობის დროს ხელს უწყობს ტვინის აქტივობის გაზრდას.
4. ანტიპარაზიტული
სწორედ ამ მცენარეზე დამზადებულ მედიკამენტებს უწერენ ექიმები პაციენტებს პარაზიტების მოსაშორებლად, რადგან ის ეფექტურად გამოდევნის პარაზიტებს ორგანიზმიდან.
5. გამოიყენება კოსმეტოლოგიაში
აბზინდის შემადგენლობაშია პოლისახარიდი და აზულენი. სწორედ ეს ორი კომპონენტი უწყობს ხელს, რომ ამ მცენარის დახმარებით თქვენ შეძლებთ კანის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას. ის ასუფთავებს კანს, ხდის ელასტიურსა და გლუვს.
როგორც გითხარით, აბზინდას ეთეროვანი ზეთი ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა მეჭეჭების, პაპილომებისა და ამობურცული ხალების მოსაშორებლად.
გარდა ამისა ეს მცენარე კარგად ასუფთავებს ჰაერს, ხოლო მისი მომწარო არომატი აფრთხობს მწერებს. თუ ოთხში დადებთ მის ეთეროვან ზეთს, ის მოგიწესრიგებთ ძილის რეჟიმს.
რაც შეეხება მის გამოყენებას: ამობურცული ხალების მოსაშორებლად უნდა წაისვათ მისი ეთეროვანი ზეთი დღეში 2–ჯერ სუფთა და მშრალ კანზე, მხოლოდ პრობლემატურ ადგილზე. ზოგადად 2 კვირაზე მეტი არ ჭირდება, მაგრამ არის გამონაკლისი შემთვევებიც. ამ დროს შეგიძლიათ ჩვეულებრივ გააგრძელოთ კურსი ხალის სრულ გაქრობამდე. მას ასევე შეგიძლიათ გაურიოთ ლავანდას და კალენდულას ეთეროვანი ზეთები.
სამკურნალო პროცესი სასარგებლოსთან ერთად სასიამოვნოცაა, რადგან არაჩვეულებრივი სურნელი აქვს. მთავარია შეიძინოთ კარგი ხარისხის ეთეროვანი ზეთი.
მნიშვნელოვანია!
პროცედურის დაწყებამდე ცაიტარეთ ტესტი მგრძნობელობაზე.
1/3 ჩ.კ. ნებისმიერ მცენარეულ ზეთს გაურიეთ 1 წვეთი აბზინდას ეთეროვანი ზეთი და ნარევი წაისვით მაჯაზე. კანი არ უნდა გაწითლდეს არც გამონაყარი უნდა გაჩნდეს 12 საათის მანძილზე.
ჯანმრთელობას გისურვებთ !