კოჟრების მოშორება სწრაფად. მარტივი ხალხური რეცეპტები…

კოჟრი ”მაზოლი’ – კანის რქოვანი გარსის შემოსაზღვრული შესქელებაა, რომელიც მუდმივი ზეწოლის ან ხახუნისგან ვითარდება. ძირითადად ხელებსა და ფეხებზე ჩნდება. ხელებზე მძიმე სამუშაოს შესრულების გამო, ხოლო ფეხებზე მოუხერხებელი ფეხსაცმლის გამო.

იტვირთება

კოჟრს გააჩნია ფესვი, რომელიც ღრმად ჩაიზრდება ხოლმე კანში. ამ ყველაფერს თან ახლავს ტკივილის შეგრძნება და მოძრაობის გართულებაც. მისი მოშორება უმეტეს შემთხვევაში არც ისემარტივია.

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ რამოდენიმე მარტივ და ეფექტურ ხალხურ რეცეპტს, რომ განთავისუფლდეთ კოჟრებისაგან.

რეცეპტი 1

როცა კოჟრი ძალიან მტკივნეულია, წაისვით ტომატის პასტა ან წვენი დღეში რამოდენიმეჯერ.

რეცეპტი 2

გათალეთ და გაატარეთ რამოდენიმე კარტოფილი. მიღებული მასა 1 სმ. სისქის რამოდენიმე ფენად მოათავსეთ მარლაზე და დაზიანებულ ადგილზე დაიფიქსირეთ ბინტით. 2 საათის შემდეგ დაიდეთ ახალი მასა იქამდე, სანამ ტკივილი ბოლომდე არ გაქრება.

იტვირთება

რეცეპტი 3

კოჟრის ან ხორცმეტის მოსაცილებლად წაისვით ბაბუაწვერას წვენი.

რეცეპტი 4

ცხვრის სალას სეურიეთ ცვილი, ტანაფარდობით 4:2–თან. ღამე პლასტირით დაიფიქსირეთ კოჟრზე და გადაიხვიეთ ბინტით. დაიტოვეთ დილამდე.

რეცეპტი 5

1 კვირის მანძილზე ჩაიტარეთ შემდეგი პროცედურები. ჯერ 10 წუთი ჩაყავით ფეხები თბილ წყალში და შემდეგ დაიდეთ ლეღვის გატარებული შიგთავსი. იგივე ეფექტისთვის შეგიძლიათ ლექვის წვენიც გამოიყენოთ.

რეცეპტი 6

ვაზელინში ან კარაქში შეურიეთ ქრისტესისხლას წვენი, თანაფარდობით 4:1–თან. ასევე შეურიეთ 0,25 %-იანი კარბოლის მჟავა, რათა მალე არ გაგიფუჭდეთ მალამო. შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილზე. უნდა წაისვათ დღეში ერთხელ მეჭეჭებსა და კოჟრებზე.

ჯანმრთელობას გისურვებთ !

იტვირთება
შეაფასეთ სტატია