ჩემი მხსნელი ადამის ფესვია! ერთ დროს ისე მაწუხებდა ხერხემალი, რომ ტკივილისგან საწოლიდან ვერ ვდგებოდი…

ადამის ფესვი – მიწის ქონი

ადამის ფესვი იგივე (მიწის ქონი, ძაღლის სატაცური, ლეფშურა და ა. შ). ამ მცენარის ფესვები დიდი წარმატებით სარგებლობს სახრების დაავადების მკურნალობაში. ფესვების გამოყენება შესაძლებელია პირდაპირი სახითაც. თუმცა მისგან მზადდება: ნაყენები, მალამოები, ზეთები და ა.შ.  ფესვს გააჩნია ისეთი აქტიური მოქმედება, როგორიცაა: გამახურებელი და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, ხელს უწყობს სისხლის წმენდას და აქრობს ანთების კერებს სახსრებში, ორგანოებსა და ქსოვილებში.

ადამის ფესვი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უნივერსალურ ფიტოთერაპიულ ინგრედიენტად. დღეს გაგაცნობთ მას როგორ სახსრების სამკურნალო საშუალებას. გარდა ამისა, მის ბაზაზე დამზადებულ ნახარშებს, ნაყენებს და კრემებს იყენებენ ისეთი ფართო სპექტრის დაავადებების სამკურნალოდ როგორიცაა: სასუნთქი გზების , ნერვული დაბოლოების, ანთებითი , კანის პათოლოგიების, დაზიანებების და სისხლისა და სისხლძარღვების დაავადებები დროს.

ის გამოიყენება სახსრების შემდეგი დაავადებების დროს: ართრიტი, ართროზი, რევმატიზმი, ბურსიტი, პლანტარული ფასციიტი და სხვა.

აქვე გთავაზობთ ინტერვიუს ერთ–ერთ კმაყოფილ მომხმარებელთან, მან ჩვენს რედაქციას გაუზიარა თავისი ისტორია…

გამარჯობა, თუ შეგიძლიათ მოგვიყევით რა გაწუხებდათ და კონკრეტულად რომელი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარათ ადამის ფესვი?

გამარჯობა, ხშირად ვკითხულობ თქვენს პოსტებს და ვხედავ თუ რამდენად ბევრ ადამიანს აწუხებს ხერხემლის პრობლემა. ისიც ვიცი თუ ეს რამხელა ტკივილთანაა დაკავშირებული. ერთ დროს ისე მაწუხებდა ხერხემალი, რომ ტკივილისგან საწოლიდან ვერ ვდგებოდი… ეს ყველაფერი კვირაობითაც კი გრძელდებოდა. ჩემი მხსნელი კი ადამის ფესვი აღმოჩნდა. მახსოვს ჩემი მშობლები ამზადებდნენ ხალხურ მალამოს რადიკულიტისთვის, რომელმაც ბევრი ადამიანი მოარჩინა, მაგრამ მაშინ პატარა ვიყავი და არ დავინტერესებულვარ რეცეპტით. რაც შემდეგ ძალიან ვინანე როცა თავად აღმოვჩნდი მსგავსი პრობლემის წინაშე. სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე ძველი წიგნაკი, რომელშიც მივაგენი ამ რეცეპტს და გავიგე რომ მალამოს მთავარი ინგრედიენტი ყოფილა მიწის ქონი იგივე ადამის ფესვი. მე პირადად უკვე ისე ვიყავი, რომ ოპერაციის გარდა სხვა გამოსავალს ვეღარ მეუბნებოდნენ ექიმები. არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ყველას არ გვაქვს ექიმთან მკურნალობის საშუალება, ამიტომ ბოლო იმედად ეს მცენარე ავირჩიე და არც შევცდი. ჩემი მეუღლეც იყენებს და ორივეს გვაქვს შედეგი. უკვე დამოუკიდებლად და უმტკივნეულოდ გადაადგილება შემიძლია, საოჯახო საქმეებსაც ვაკეთებ. აიღეთ ფესვი კარგად გაასუფთავეთ და აფხიკეთ იმდენი, რომ მტკივნეულ ადგილზე დასადებად გეყოთ. დაისველეთ წყლით ის ადგილი სადაც გტკივათ და დაიდეთ უკვე გამზადებული ფესვი, შემდეგ შეიხვიეთ თბილად. თავიდან იცის წვის შეგრძნება, მაგრამ იმდემნად კარგი შედეგი აქვს, ღირს. უნდა გაიჩეროთ 15–20 წუთი, შემდეგ მოიცილოთ და ისევ თბილად გადაიხვიოთ მტკივანი ადგილი. ასე უნდა გააკეთოთ დღეში ერთხელ, 10 დღის მანძილზე. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას.

 

გაფრთხილება რედაქციისგან:

ადამის ფესვის გამოყენება არაა რეკომენდირებული 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ასევე ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.

არ გადააჭარბოთ დაშვებულ დოზირებას გარეგანი გამოყენების შემთხვევაშიც კი, ამან შესაძლებელია გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

ჯანმრთელობას გისურვებთ !

 

შეაფასეთ სტატია