იმკურნალეთ ხალხური მეთოდით, მტკივნეული და არარეგულირებადი მენსტრუაციის დროს. მარტივი და ეფექტური რეცეპტები…

ამენორეა – მენსტრუაციის არარსებობაა. არსებობს ორი სახის: ფიზიოლოგიური და პათოლოგიური. ფიზიოლოგიური შეიძლება გამოწვეული იყოს: ფეხმძიმობის, ლაქტაციის პერიოდის, ხანდაზმულობის ასაკის გამო ან სქესობრივ მომწიფების დადგომამდე.  პათოლოგიური კი შეიძლება გამოწვეულის იყოს: ნერვული სისტემის დაზიანების, დარიოაქტიური დასხივების, მწვავე და ქრონიკული ინფექციის, ენდოკრინული დაავადების, ინფექციის, ქიმიური ნივთიერებებით ქრონიკული მოწამვლის ან ზოგიერთი გინეკოლოგიური დაავადებების გამო.

იტვირთება

ამენორეის დროს რეკომენდირებულია B2 და B6 ვიტამინების მიღება.

ასევე სასარგებლოა, მენსტრუაციის დაწყებამდე 1 კვირით ადრე მაგნიუმის ტაბლეტების მიღება.

ციკლის დაჩქარება თუ გინდათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს პროდუქტები: კომბოსტო, წითელი წიწაკა, ხახვი,  ოხრახუში, პირშუშხა და ნიორი.

მკურნალობის დროს რძის პროდუქტები სასარგებლოა, მაგრამ მოერიდეთ ღორის ხორცს, დამარილებულ პროდუქტებს, ცხიმიან საკვებს,   ცხიმიან თევზს და კონსერვებს.

მუცლის კუნთის გასამაგრებელი ფიზიკური ვარჯიშები კი კარგად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.

იტვირთება

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ რამოდენიმე ხალხურ რეცეპტს, რომელიც ეფექტურია მტკივნეული და არარეგულირებადი მენსტრუაციის დროს.

1. მოათვსეთ ჯამში 1 ჩ.კ. დაქუცმაცებულ მაღალი კულმუხოს ფესვები და დაასხით ჭიქა ადუღებული წყალი. 10 წუთი ადურეთ ნელ ცეცხლზე, შემდეგ გადმოდგით და თავდახურული შეინახეთ დილამდე. უნდა მიიღოთ დღეში 4–ჯერ 1 ს.კ.

კულმუხო-სამკურნალო მცენარე, რეცეპტი | აგროკავკასია

2. მიიღეთ დღეში 3–ჯერ კანიანად გახეხილი ფორთოხალი ან ლიმონი.

3. კარგია 40 წვეთი კალენდულას სპირტიანი ნაყენი დღეში 3–ჯერ.

4. ასევე კარგია 20 წუთიანი ფეხის ცხელი აბაზანები. უკეთესი ეფექტისთვის დაუმატეთ სუფრის ძმარი ან ზღვის მარილი.

5. 1/2 ლ. მდუღარე წყალში ჩაყარეთ 1–1 ს.კ. სააფთიაქო ბეგქონდარა და გვირილა. მიღებული სითხე დადგით თავდახურული 30 წუთი და შემდეგ გადაწურეთ. უნდა მიიღოთ დღეში 3–ჯერ 200 გრ.

6. მოათავსეთ ჯამში 1 ჭიქა ადუღებული წყალი და 4 ჩ.კ. წინასწარ დაფხვნილი ოხრახუშის თესლი. მიღებული სითხე 15 წუთი ადურეთ ნელ ცეცხლზე, შემდეგ გადმოდგით და გადაწურეთ. უნდა მიიღოთ დღეში 5–6 ჯერ 1 ს.კ.

ჯანმრთელობას გისურვებთ !

იტვირთება
შეაფასეთ სტატია
იმკურნალეთ ხალხური მეთოდით, მტკივნეული და არარეგულირებადი მენსტრუაციის დროს. მარტივი და ეფექტური რეცეპტები…
ძვალი ფეხზე – ძალიან მტკივნეული დაავადება, რომელსაც მარტივად მოიშორებთ ამ ორი საშუალებით…