მოიცილეთ პარაზიტები მარტივად და იაფად !

მახვილა ჭია, იგივე ენტერობიაზი (ან ენტერობიოზი) არის მცირე ზომის პარაზიტული ჭია, რომელიც ადამიანის მსხვილ ნაწლავს აინფიცირებს. ენტერობიაზი პარაზიტობს ადამიანის მსხვილ და წვრილ ნაწლავში. დედალი ენტერობიუსი ნაწლავის უკანა ხვრელთან დებს 12000-მდე კვერცხს. ხელებიდან, ფრჩხილებიდან, თეთრეულიდან და ტანსაცმლიდან ჭიის კვერცხი შეიძლება ადამიანის პირის ღრუში მოხვდეს და დაასნებოვნოს. ენტერობიაზით  დაავადებულ ადამიანს აწუხებს ქავილი, უძილობა, მეხსირებისა და შრომის უნარის დაქვეითება, ნერვული სისტემის მოშლა.

გთავაზობთ რამოდენიმე ხალხურ რეცეპტს ამ მავნე პარაზიტების მოსაშორებლად.

– მახვილა ჭიის გამოდევნა არაჩვეულებრივად ხდება ბროწეულის ქერქის დახმარებით. 1 ბროწეულის ქერქს დაასხით 150 მლ. მდუღარე წყალი და გააჩერეთ 1–2 საათი. მიღებულოი ნაყენი გაყავით 3 ულუფად და მიიღეთ 30 წუთის მანძილზე მშიერ კუჭზე. 3–4 საათის შემდეგ აუცილებლად მიირეთ საფაღარათო საშუალება, რათა პარაზიტები დროულად გამოიდევნოს ორგანიზმიდან. პროფილაქტიკის მიზნით 3 დღეში ისევ შეგიძლიათ გაიმეოროთ. (მეტის გამეორება აღარაა საჭირო)

– მახვილას წინააღმდეგ ასევე შესანიშნავია რძიანი ნივრის ოყნა. 1 ჩაის ჭიქა რძეში ჩააგდეთ 1 თავი ნიორი (აუცილებლად გარჩეული) და ხარშეთ ნივრის დარბილებამდე, შემდეგ გააცივეთ. ბავშვებს ნახევარი ჭიქით გაუკეთეთ ოყნა, ხოლო მოზრდილისთვის საჭიროა მთლიანი დოზა. პროფილაქტიკის მიზნით 1 კვირი შემდეგ გაიმეორეთ. (მეტის გამეორება აღარაა საჭირო)

– შედარებით დიდი პარაზიტების გამოსადევნად კი 100 გრ. გოგრის გული გაატარეთ და დაუმატეთ 50 გრ. თაფლი. უნდა მიიღოთ 10–14 დღის განმავლობაში 1 ს.კ. უზმოზე. კურსის ბოლო დღეს 1 საათში უნდა დააყოლოთ 1 ჭიქა თბილი რძე, რომელშიც წინასწარ მოხარშავთ 1 თავ გარჩეულ ნიორს. ნივრიანი რძის მირების შემდეგ 30 წუთში საფაღარათო საშუალება და ბოლოს 1 საათში გაუკეთოთ გვირილიანი ნაყენის თბილი ოყნა.

ჯანმრთელობას გისურვებთ !

შეაფასეთ სტატია
მოიცილეთ პარაზიტები მარტივად და იაფად !
როგორ გავითეთროთ სახის კანი