დღეს ჩვენ გაგიზიარებთ ფეხის მოვლის რამოდენიმე რეცეპტს. მოვლილი ფეხები არა მხოლოდ ვიზუალურად არამედ თქვენი ჯანმრთელობისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან აზიანებენ დგომას, აუარესებენ პოზას, იწვევენ სწრაფ დაღლილობას და ზოგჯერ ტკივილსაც სიარულის დროს. ასევე სხვა და სხვა დაავადებების გაჩენისგან დაცვის საუკეთესო გზაა.
ფეხის აბაზანები არის თერაპიული, მატონიზირებელი, გამწმენდი და დამარბილებელი.
პროცედუირის ჩატარებამდე რამოდენიმე წესის დაცვა უნდა მოხდეს:
1. შემადგენლობის მომზადებისას მნიშვნელოვანია რეცეპტში მითითებული დოზის დაცვა. ამ წესიდან გადახრა საფრთხეს უქმნის კანისა და ფეხის ჯანმრთელობას.
2. უკეთესია აბაზანების მიღება ძილის წინ. ეს პროცედურის შემდეგ თქვენს ფეხებს დასვენებისა და განტვირთვის საშუალებას მისცემს.
3. ფეხის აბაზანის მიღების შემდეგ შეგიძლიათ ფეხის კანის აქერცვლა პემზის ქვის, ფუნჯის ან სკრაბის გამოყენებით. შემდეგ უნდა გაიშროთ ფეხები და წაისვათ დამატენიანებელი ან მკვებავი კრემი
4. პროცედურა უნდა ჩატარდეს აბაზანის მომზადებისთანავე, სანამ წყალი გაცივდება. ეს მაქსიმალური ეფექტის მომტანია.
ამა თუ იმ კომპონენტების არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ თქვენი სხეულის მახასიათებლები და არ გამოიყენოთ კომპონენტები, რომლებიც იწვევენ ალერგიულ რეაქციებს.
1. აბაზანა უხეში კანის დასარბილებლად
აავსეთ თასი ცხელი წყლით და დაუმატეთ 3–4 ს.კ. თეთრი თიხა. ფეხები წყალში გქონდეთ 15–20 წუთის განმავლობაში და სემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს აბაზანა არბილებს ფეხის კანს.
2. აბაზანა დახეთქილი ქუსლების შემთხვევაში
2–3 ლიტრ ცხელ მდუღარე წყალში 5 ს.კ. მშრალი მცენარეების ნარევი- პიტნა, გვირილის და არყის ფოთოლი. გააჩერეთ მირებული მასა 1 სააათის მანძილზე, შემდეგ გადაწურეთ და მიირეთ აბაზანა. ეს მეთოდი დახეტილი ქუსლებისთვის იდეალურია.
3. აბაზანა კატარული დაავადებებისას
3 ლიტრ ვცელ წყალში უნდა ჩაყაროთ 2 ს.კ. მშრალი მდოგვი. მირებულ სითხეში უნდა გააჩეროთ ფეხები 20–25 წუთის განმავლობაში, შემდეგ თბილი ქსოვილით გაიმშრალოთ და ჩაიცვათ თბილი წინდები. მდოგვი აძლიერებს ფეხის ცხელი აბაზანის გამათბობელ ეფექტს, რაც აუმჯობესებს ფეხში სისხლის მიმოქცევასა და ცირკულაციას. მდოგვის აბაზანის ჩატარებას არ გირჩევთ მარალი ტემპერატურისას !
4. აბაზანა ოფლიანობისა და ისიამოვნო სუნისას
3 ლიტრ თბილ წყალში გახსენით 5 წვეთი ჩის ხის ეთერზეთი, 200 მლ. მუხის ხის ინფუზია და 60 გრ. ზღვის მარილი. ჩაყავით ფეხები აბაზანაში წყლის გაგრილებამდე. ეს მეთოდი მოგაშორებთ ფეხებზე უსიამოვნო სუნს, ჭარბ ოფლიანობას და ფეხის შეშუპებას.
5. აბაზანა ფეხების დაღლილობისას
აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ეთერზეთი და დაუმატეთ თასში წინასწარ გამზადებულ ცხელ წყალს. ეს არის კონტრასტული აბაზანა და უნდა მიიღოთ ასე: 5 წუთი ცხელ წყალში გქონდეთ ფეხი და 10 წამი ცივ წყალში. ასე გააკეთეთ რამოდენიმეჯერ, სანამ წყალი არ შეგრილდება. ეს აბაზანა გაგანთავისუფლებთ დაღლილობისაგან და გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას.
6. აბაზანა ფეხების შეშუპებისას
2 ლიტრ თბილ წყალში გახსენით 9%–იანი ვაშლის ძმარი. გააჩერეთ ფეხები 20 წუთის განმავლობაში. ეს აბაზანა დაგეხმარებათ ფეხების მოსაწესრიგებლად და სისხლძარღვების ტონუსში მოსაყვანად
ჩვენ გირჩევთ 3-4 პროცედურის ჩატარებას აბაზანების განსხვავებული შემადგენლობით, რათა დარწმუნდეთ მათ ეფექტურობაში. აბაზანების სრული კურსი მოიცავს 10-15 პროცედურა.
სახლის პირობებში ფეხის აბაზანების მიღება სპა-სალონების შესანიშნავი ალტერნატივაა.