სისხლის, ღვიძლისა და თირკმელების გასაწმენდად, გამოიყენეთ ეს 17 პროდუქტი…

სისხლის გაწმენდა ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ასევე ინფექციების და დაავადებების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია. სისხლი ორგანიზმიდან ნარჩენების გამოდევნას, უჯრედების გამოკვებას და ჟანგბადით გამდიდრებას უზრუნველყოფს.

სისხლში ტოქსინების დაგროვებას ბევრი ფაქტორი იწვევს.  მაგალითად: დაბინძურებული ჰაერი,გარკვეული  მედიკამენტების მიღება,  მჯდომარე ცხოვრების წესი, არასწორი კვება, გარკვეული კოსმეტიკური საშუალებებისა და საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოყენება.

სისხლის ბუნებრივად გასაწმენდად ღვიძლის და თირკმლების ჯანმრთელობა უნდა შეინარჩუნოთ. სისხლიდან ნარჩენების გამოდევნაში მონაწილეობს თქვენი ნაწლავები, ფილტვები და კანი, ამიტომ მათ ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოთ.

სწორი კვებით და გარკვეული ბალახების მიღებით სისხლს ტოქსინებისგან გაწმენდთ.

დღეს ჩვენ გთავაზობთ იმ ბალახებისა და პროდუქტების ჩამონათავლს, რომლებიც ეხმარებიან ღვიძლს და თირკმელებს ტოქსინების გამოდევნაში, ასევე წმენდენ სისხლს. ყველაფერთან ერთად აქვთ ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებებიც.

1. წყალი

წყალი სისხლის სისქეს დაარეგულირებს და თრომბის წარმოქმნას თავიდან აგაცილებთ. ჯანმრთელი სისხლის შესანარჩუნებლად ბევრი წყალი უნდა დალიოთ.  ბევრი წყლის დალევა თირკმელებს სისხლის ნარჩენებისგან ფილტრავს. ასევე  მაღალი არტერიული წნევის რისკის შემცირებას უწყობს ხელს.

2. ვაშლის ძმარი

ვაშლის ძმარი ანტიოქსიდანტური ფერმენტების დონეს ზრდის და აუმჯობესებს  ღვიძლის და თირკმლების ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ნატურალური ვაშლის ძმარი შეიცავს ბუნებრივ ანტისეპტიკურ ნაერთებს, რომლებიც ინფექციებს ანადგურებენ. ის PH დონეს ბუნებრივი გზით აბალანსებს.

ბევრი სპეციალისტი გვირჩევს, 1–2 ს.კ. ვაშლის ძმარი 1 ჭიქა წყალთან ერთად ყოველდღე დავლიოთ, რომ ღვიძლი ტოქსინებისგან დავიცვათ.

3. ნიორი

უმი ნიორი სისხლის გამწმენდი ბუნებრივი საშუალებაა, რომელიც გოგირდის შემცველობის წყალობით ტოქსინებს გამოდევნის.

მას ძლიერი ანტიმიკრობული თვისება აქვს, რომლის წყალობით სისხლს წმენდს და ნაწლავებს ბაქტერიების, პარაზიტებისა და ვირუსებისგან იცავს.

დაჭრილი ან დაქუცმაცებული ნიორი 10 წუთით გააჩერეთ, რომ ალიცინის წარმოება გააუმჯობესოთ.

პროფილაქტიკის მიზნით ძალიან კარგია დიაბეტის, გულის დავაადებებისა და სიმსივნის თავიდან ასაცილებლად.

4. ლიმონი

ლიმონი საუკეთესო საშუალებაა სისხლის და ღვიძლის ტოქსინებისგან გასაწმენდად. მისი გამოყენების შემდეგ, ღვიძლი უფრო მეტ ფერმენტს აწარმოებს და სისხლს უკეთ წმენდს.

 

5. ჭარხალი

ჭარხალი შეიცავს აქტიურ გამწმენდ ნივთიერებას, რომელიც ღვიძლის ჯანმრთელობას აუმჯობესებს და სისხლიდან ტოქსინებს გამოდევნის. ასევე აძლიერებს იმუნურ სისტემას და წმენდს სისხლს. ხელს უწყობს არტერიული წნევის დარეგულირებას, ქოლესტერინის დონის შემცირებას და ვიტამინების ათვისებას.

6. ოხრახუში

ოხრახუშს აქვს შარდმდენი თვისება, ამიტომ ის ორგანიზმიდან ნარჩენი პროდუქტების სწრაფად გამოდევნას უწყობს  ხელს. ასევე იცავს  ღვიძლს და მის ეფექტურად მუშაობას უწყობს ხელს

.

7. კოჭა

მას ძლიერი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. ხელს უწყობს სხვადასხვა სახის სიმსივნის განვითარებისაგ თავის არიდებას, მათ შორის კუჭქვეშა ჯირკვლის, ღვიძლის, პროსტატის, საშვილოსნოს ყელის და ძუძუს კიბოს.

კოჭა სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, სისხლძარღვების ჟანგვით სტრესს თავიდან გაცილებთ.

8. ფურცლოვანი ბოსტნეული

კიდევ ერთი შესანიშნავი საკვები პროდუქტი, რომელიც ორგანიზმიდან ტოქსინებს ბუნებრივი გზით მოგაშორებთ. მასში შემავალი ნაერთები ორგანიზმს ტოქსინებისგან წმენდს და თავიდან გაცილებთ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა  სიმსივნე, გულ–სისხლძარღვთა დაავადებები და დიაბეტი.

ფურცლოვანი ბოსტნეული შეიცავს ქლოროფილს, რომელიც ორგანიზმის დეტოქსიკაციას და ჯანმრთელი სისხლის შექმნას ხელს უწყობს.

9. უნკარია

ხელს უწყობს შარდდენას, რის შედეგადაც ორგანიზმიდან გამოიდევნება ტოქსინები და იწმინდება სისხლი. იმუნურ სისტემას აძლიერებს და ნორმალურ სისხლის მიმოქცევას ხელს უწყობს.

10. ბაბუაწვერა

ბაბუაწვერა შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც სისხლის გასაწმენდად და დეტოქსიკაციისთვის გამოიყენება. ასევე A, B, C და K ვიტამინების მდიდარი წყაროა, რომლებიც სისხლის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.  ბაბუაწვერას ფოთლები და ფესვები ღვიძლის და თირკმლების სამკურნალოდ გამოიყენება.

11. სელის თესლი

სელის თესლი ხელს უწყობს სისხლის გაუმჯობესებას და ორგანიზმს ეხმარება მსხვილი ნაწლავიდან ნარჩენების მარტივად მოშორებაში. ის უჯრედისის კარგი წყაროა. მისი წყალობით ბუნებრივი გზით შეძლებთ სისხლის გაუმჯობესებას.

უკეტესია თუ სელის თესლს თავად დააქუცმაცებთ და არ იყიდით დაფქულს, რადგან ასე სისხლს და ორგანიზმს მაქსიმალურ სარგებელს მოუტანთ.

12. ოროვანდი

მას ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში საუკუნეების განმავლობაში სისხლის გასაწმენდად და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად იყენებდნენ.

13. მოცვი

მოცვი სავსეა ანტიოქსიდანტებით, რომლებიც სისხლს წმენდენ. მოცვი სიმსივნის განვითარების რისკს და არტერიულ წნევას ამცირებს, კანს დაბერებისგან იცავს.

14. წითელი სამყურა

წითელ სამყურას შარდმდენი თვისებები აქვს, სწორედ ამის ხარჯზე გამოდევნის ტოქსინებს, ღვიძლს წმენდს, სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ფილტვებს ასუფთავებს.

ის შეიცავს ბევრ ვიტამინს და მკვებავ ნივთიერებას, რომლებიც სისხლის ჯანმრთელობას აძლიერებენ და ნარჩენების დაგროვებას ამცირებენ.

15. კაიენის წიწაკა

კაიენის წიწაკა შეიცავს კაპსაიცინებს, რომლებიც სისხლის გამწმენდ ბევრ თვისებას ფლობენ. კაპსაიცინი ნაერთია, რომელიც კაიენის წიწაკას და ჩილის წიწაკას სასიამოვნო, ცხარე გემოს ანიჭებს.

16. ბროკოლი

ამ ბოსტნეულს შესანიშნავი დეტოქს თვისება აქვს.  ბროკოლის ყლორტებს განსაკუთებით ძლიერი გამწმენდი თვისება აქვს. ის ღვიძლის და თირკმლების მუშაობას აუმჯობესებს.

17. კურკუმა

კურკუმას გასაოცარი დეტოქს თვისებები აქვს,  ამიტომ გირჩევთ ჩართოთ ის თქვენს რაციონში. სისხლის გაწმენდას უწყობს ხელს.

შეაფასეთ სტატია
სისხლის, ღვიძლისა და თირკმელების გასაწმენდად, გამოიყენეთ ეს 17 პროდუქტი…
ჯანმრთელობის რეცეპტები: ოროვანდის ფოთლები რადიკულიტის და სახსრების ტკივილის დროს
ართრიტის, ართროზის, ოსტეოქონდროზის, რადიკულიტის და პოდაგრის სამკურნალოდ, გამოიყენეთ ოროვანდის ფოთლები.