კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, ყელის ტკივილისა და ხველების დროს გამოიყენეთ პროპოლისის ზეთი! გასწავლით მისი მომზადების წესს…

პროპოლისი ძლიერი სამკურნალო საშუალებაა და ის აქტიურად გამოიყენება არა მხოლოდ ხალხურ, არამედ ტრადიციულ მედიცინაში.
მას აქვს უძლიერესი ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული თვისებები.
ჩვენ კი გასწავლით როგორ დაამზადოთ და გამოიყენოთ პროპოლისის ზეთი.

რა არის პროპოლისის ზეთი?

პროპოლისის ზეთი პროპოლისის ზეთოვანი ექსტრაქტია. მისი გაცხელებისას გამოიყოფა ისეთი სასარგებლო ნივთიერებები როგორიცაა ფისი, ბალზამი, ეთერზეთი და სხვა.. ცხიმებში კარგად იხსნება, ამიტომ ორგანიზმი მას ადვილად ითვისებს. ასე სასარგებლო კომპონენტების თერაპიული მოქმედებაც ძლიერდება.

როგორ დავამზადოთ პროპოლისის ზეთი?

წყლის ორთქლზე გამდნარ ნაღების კარაქს დაუმატეთ დაქუცმაცებული პროპოლისი. მუდმივად ურიეთ სანამ არ მიიღებს ლიმონისფერ ფერს. დაახლოებით 15–20 წუთის მანზილზე. შემდეგ მიღებული მასა გადაწურეთ მარლის საშუალებით და მოათავსეთ მუქი ფერის ქილაში. შეინახეთ აუცილებლად მაცივარში.

რისთვის გამოიყენება პროპოლისის ზეთი?

პროპოლისის ზეთის მოქმედების სფერო ძალიან ფართოა.

–  დამწვრობა და დერმატოლოგიური ხასიათის სხვა პრობლემები;
– 
სოკოვანი ან ინფექციური წარმოშობის სხვა დაავადებები, ასევე პროცესები, რომლებიც ქსოვილების შეხორცების გაუმჯობესებას მოითხოვენ.
–  ბრონქიტი, ტრაქეიტი, ფილტვების ანთება და სხვა დაავადებები, რომელთაც ხველა ახლავს;
 გასტრიტი, კუჭის წყლული და ეროზია, ნაწლავების პრობლემები;
–  ყელის და პირის ღრუს დაავადებები

მნიშვნელოვანია! პროპოლისის ზეთის გამოყენებამდე, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. იგი დაგეხმარებათ  სამკურნალო ტაქტიკის შერჩევაში და უკუჩვენებებსაც გაგაცნობთ.

როგორ გამოვიყენოთ პროპოლისის ზეთი ბრონქიტის, ხველის, პნევმონიის და კუჭის დაავადებების დროს?


თბილს რძეს ან ჩაის დაუმატეთ მცირე რაოდენობის პროპოლისი და მიიღეთ დღეში რამოდენიმეჯერ.
კურსის ხანგრძლივობა ერთ თვეზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს.
გამოყენების მეთოდებსა და დოზირებაზე კი კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

უკუჩვენებები!

პროპოლისზე და მის ექსტრაქტზე დამზადებულ პრეპარატებზე უკუჩვენება ვლინდება მაშინ, როცა ზოგადად  ფუტკრის პროდუქტებზე აქვს ალერგია ადამიანს.  ასევე მათ, ვისაც აქვთ დაავადებები ასთმური კომპონენტებით.

შეაფასეთ სტატია
კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, ყელის ტკივილისა და ხველების დროს გამოიყენეთ პროპოლისის ზეთი! გასწავლით მისი მომზადების წესს…
ვაშლის სასარგებლო თვისებები. ის, რაც აქამდე არ იცოდით…