გაწუხებთ გასტრიტი და მუცლის შებერილობა? ძლიერი საშუალებები სწრაფად მოქმედებისთვის…

გასტრიტი  კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებაა. ლორწოვანი გარსი კუჭს ფარავს და იცავს მას კუჭის წვენიდან წარმოებული მჟავიანობისგან. სწორედ ამიტომ, გასტრიტმა შეიძლება გამოიწვიოს ღებინება, წვა და მუცლის ტკივილი. ასევე სხვა გამაღიზიანებელი სიმპტომები.

გასტრიტის გამომწვევი მთავარი მიზეზები

გასტრიტის განვითარებას ბევრი გამაღიზიანებელი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის ყველაზე ხშირად გვხვდება – ალკოჰოლური სასმელის ხშირი გამოყენება, შემწვარი და გადამუშავებული პროდუქტების მიღება, გარკვეული მედიკამენტების მიღება, როგორიცაა ასპირინი და იბუპროფენი ან ბაქტერია Helicobacter pylori–ით გამოწვეული ინფექციები.

ნატურალური საშუალებები გასტრიტის საწინააღმდეგოდ

თუ უმოკლეს დროში გსურთ გასტრიტის შემაწუხებელი სიმპტომების მოხსნა, ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო ხალხურ საშუალებებს გასტრიტის სამკურნალოდ.

1. პიტნა

ამ მცენარეს აქვს არაჩვეულებრივი ანტიბაქტერიული, დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებები. სწორედ ამიტომ პიტნა  კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებას ფანტასტიკურად ამცირებს.

ინგრედიენტები:

– 1 ჩ.კ პიტნის ფოთლები

– 400 მლ. წყალი

– ცოტა თაფლი

მომზადების წესი:

მიიყვანეთ წყალი ადუღებამდე, დაუმატეთ პიტნის ფოთლები და 10 წუთით დააყენეთ. გადაწურეთ და დაუმატეთ თაფლი.

დღეში 2 ფინჯანი ჩაი ჭამის შემდეგ შეგიძლიათ დალიოთ, რომ გასტრიტის უსიამოვნო სიმპტომები უმოკლეს ვადაში მოიშოროთ.

2. გვირილა

გვირილას აქვს დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. სწორედ ამიტომ ის ძალიან კარგად  აქრობს ტკივილს, ებრძვის ღებინებას  და მუცლის შებერილობას ამცირებს.

ინგრედიენტები:

– 1 ჩ.კ. გვირილას ყვავილები

– 1 ჩ.კ. მწვანე ჩაი

– რამდენიმე პიტნის ფოთოლი


მომზადების წესი:

ინგრედიენტები მოათავსეთ თერმოსში. დაასხით  1 ლ. ძალიან ცხელი წყალი და გააჩერეთ15 წუთით, შემდეგ გადაწურეთ.

დღეში 1–2 ფინჯანი ჩაი პროფილაქტიკის მიზნით მიირთვით. თუ გასტრიტის სიმპტომებს ებრძვით, მაშინ დღეში 2–3 ფინჯანი ამოცანას უმოკლეს ვადაში გაუმკლავდება.

3. კოჭა

ეს ნატურალური ინგრედიენტი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის ბევრ სასარგებლო თვისებას შეიცავს.  მისი შეძენა ნებისმიერ სუპერმარკეტში შეგიძლიათ. ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებების გამო ის ძალიან კარგად უმკლავდება  შეშუპებასა და მუცლის ტკივილს. სწორედ ამიტომ მას ხშირად გამოიყენებენ კუჭ–ნაწლავის პრობლემების სამკურნალოდ.

ინგრედიენტები:

– 1 ჩ.კ. ახალი კოჭის ფესვი

– 1 ლ. წყალი

– ცოტა თაფლი


მომზადების წესი:

აადუღეთ წყალი, კოჭას პატარა ნაჭერი დაუმატეთ და ნაყენი ცეცხლიდან გადმოდგით. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ, დაუმატეთ თაფლი  და პატარა ყლუპებით დალიეთ.

დღეში 1 ფინჯანი  ჩაი შეგიძლიათ მიიღოთ 1 კვირის განმავლობაში.

თუ გსურთ, რომ შინაურული ხრიკები ბევრად ეფექტური იყოს,  ჯანმრთელ და დაბალანსებულ კვებასთან კომბინაციაში გამოიყენეთ.

შეაფასეთ სტატია
გაწუხებთ გასტრიტი და მუცლის შებერილობა? ძლიერი საშუალებები სწრაფად მოქმედებისთვის…
7 დღე და საკუთარ თავს ვეღარ იცნობთ. კიბოს საწინააღმდეგო ცოცხალი ფერმენტები, რომელთა შეძენაც ჩალის ფასად შეგიძლიათ