ღვიძლი ჩვენი ორგანიზმის მთავარი ფილტრია. ორგანიზმში მოხვედრიი ტოქსნების დარტყმას პირველი ის ღებულობს და დაუსრულებლად წმენდს, წმენდს, წმენდს… ღვიძლს აქვს კიდევ ერთი გასაოცარი თვისება, მას შეუძლია თავად აღიდგინოს საკუთარი თავი.
თუმცა, თუ ორგანიზმში მოხვედრილი მავნე ნივთიერებები ბევრად აღემატება ღვიძლის გამწმენდი ფუნქციის შესაძლებლებლობებს, ის ვეღარ ახერხებს აღდგენას!
ღვიძლის დაზიანების ნიშნები
ღვიძლის დაზიანების მიზეზი შეიძლება იყოს ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება, ზომაზე მეტი საკვების ხშირად მიღება, ნახევარფაბრიკატების, ცხარე და ცხიმიანი საკვების მიღება. პირდაპირი კონტაქტი ქიმიურ ნივთიერებებთან და მათი აორთლქლების პროცესთან. ეს ყველაფერი ზრდის ღვიძლზე დატვირთვას.
ღვიძლის დაზიანებას შესაძლებელია ახასიათებდეს სხვადასხვა სიმპტომი. თუმცა ჩვენ მაინც ვეცადეთ შეგვეყვანა ჩამონათვალში ის სიმპტომები, რაც პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ უნდა მიმართოთ ექიმს:
- მწარე გემო პირის ღრუში;
- მოთენთილობა, მადის დაკარგვა;
- ხშირი დიარეა;
- კანის და თვალის თეთრი გარსის მოყვითალო ფერი;
- კიდურების სიწითლე;
- ტკივილი მარჯვენა მხარეს;
- გამონაყარი, ხშირი ალერგიული რეაქციები.
დროულად დაწყებული მკურნალობა დაარეგულირებს ღვიძლის მუშაობას, მაგრამ მხოლოდ ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტები ნამდვილად არ არის საკმარისი. ამისთვის თვალი უნდა გადაავლოთ თქვენს კვების რაციონს, რათა გაწმინდოთ ღვიძლი მავნე ნივთიერებებისგან და დააჩქაროთ მისი აღდგენის პროცესი.
პროდუქტები, რომელიც დაგეხარებათ ღვიძლის აღდგენაში
1. ბროკოლი და ბრიუსელის კომბოსტო
ეს ბოსტეული ზრდის ფერმენტების დონეს, რომლებსაც აქვთ დეტოქსიკაციის და მავნე ქოლესტერინის გამოდევნის ფუნქცია.
2. ჭარხალი
ეს ბოსტნეული შეიცავს ბეტალაინს – ეს არის ანტოქსიდანტი, რომელიც ასკორბინის მჟავასთან და ფლავანოიდებთან ერთად იცავს ორგანოს კარცეროგენული ეფექტისგან.
3. წითელი კენკრა
ჟოლო, მარწყვი, წითელი და შავი მოცხარი, ალუბალი, მოცვი, შტოში. კენკრისთვის ფერის მიმცემი პიგმენტი არის ძლიერი ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ის ემსახურება ღვიძის გაცხიმოვნების პროფილაქტიკას.
4. ყურძენი და ქიშმიში
ისინი შეიცავენ ანტიოქსიდანტ რესვერატროლს, რომელიც დაგეხმარებათ ღვიძლზე ალკოჰოლური სასმელის მავნე გავლენის განეიტრალებაში.
5. თხიეული
თხილეულში არსებული სასარგებლო ცხიმები ხელს შეუშლის დიეტის დროს მავნე ცხიმების და ქოლესტერინის დაგროვებას.
6. კოჭა, ხახვი, ნიორი
ეს ცხარე პროდუქტები არა მხოლოდ აუმჯობესებენ კერძის გემოს, არამედ ხელს უწყობენ ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებას, აძლიერებენ ღვიძლის ფერმენტების გამომუშავებას და ხელს უშლიან თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას.
7. კურკუმა
ფაქტიურად ყველა აიუვერდული ღვიძლის სამკურნალო საშუალება შეიცავს კურკუმას ფხვნილს. დაამატეთ ეს სანელებელი კერძებში და სასმელებშიც, რათა მოახდინოთ ღვიძლის გაცხიმოვნების პროფილაქტიკა.
გახსოვდეთ, რომ ჯანმრთელ ღვიძლსაც ჭირდება გაფრთხილება! გარკვეულ პერიოდში ერთხელ მოაწყვეთ განტვირთვის დღეები და ყურადღება მიაქციეთ თქვენი კვების რაციონს.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!