ჰიბისკუსის ყვავილის სასარგებლო თვისებების სრულად შესაფასებლად, მოამზადეთ ტრადიციული სასმელი – კარკადეს ჩაი. ეს არის სასიმოვნო სასმელი ოდნავ მომჟავო არომატით. ის ფაქტიურად აცოცხელბს მთელს ორგანიზმს, კვებავს უჯრედებს სასარგებლო ნივთიერებებით და წმენდს მავნე ნივთიერებებისგან. მთავარია მისი სწორად მომზადება!
კარკადეს ჩაის სასარგებლო თვისებები
ეგვიპტეში ჯერ კიდევ უძველესი დროიდან იყენებდნენ კარკადეს როგორც შარდმდენ, პათოგენურ, გაციების საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო საშუალებად. ეს სასმელი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და ორგანიზმიდან შლაკების გამოდევნას. ის აწესრიგებს ნაღვლის ბუშტის მუშაობას და აღადგენს ღვიძლს.
ჰიბისკუსის ჩაის რეგულარული გამოყენებით თქვენ გააწმენდთ ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან. ის ასევე დაგეხმარებათ წონის დაკლებაში.
მუქი ლალის ფერი შეფერილობა მის შემადგენლობაში მყოფი ანთოციანინების დამსახურებაა. ეს ნივთიერებები ამაგრებს სისხლძაღვების კედლებს და წმენდს მათ დალექილი ქოლესტერინისგან.
ჩაის მომჟავო გემოს აძლევს C ვიტამინის და ლიმონის მჟავის დიდი შემადგენლობა. ამასთან ერთად ის არ შეიცავს ოქსილის მჟავას. ამიტომ ის აბსოლუტურად უსაფრთხოა თირკმელების და სახსრების დაავადების მქონე ადამიანებისთვის.
კარკადეს ასევე აქვს ანტიჰელმიტური თვისებები და მოქმედებს როგორც გამაყუჩებელი ნაწლავებში არსებული კოლიკების დროს.
კარკადეს ყველაზე კარგად შეუძლია ნაბახუსევის სინდრომის მოხსნა.
არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ კარკადე არ შეიძლება ჰიპერტონიკებისთვის. ეს სასმელი ნამდვილად იწვევს წნევის მომატებას, მაგრამ მხოლოდ მაშინ თუ მას ცხელი სახით მიირთმევთ. ცივ მდგომარეობაში კი ის პირიქით, წნევას ამცირებს. ასე რომ მას შეიძლება ვუწოდოთ უნივერსალური საშუალება წნევის დასარეგულირებლად.
როგორ მოვადუღოთ კარკადეს ჩაი
მნიშვნელოვანია ჰიბისკუსის სწორად მომზადება. ამისთვის 10 გრ (1 ს.კ.) გამომშრალ ფურცლებს უნდა დაასხათ 1 ლ. სუფთა ცივი წყალი და დატოვოთ 2 საათით. უკეთეს შემთხვევაში კი მთელი ღამით.
ამის შემდეგ დადგით ის ნელ ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე და დატოვეთ იდევ 5 წუთით. გადმოდგით, გადაწურეთ და დაუმატეთ გემოვნებით შაქარი ან თაფლი.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!