ჭარბ წონასთან დაკავშირებული პრობლემა ყველაზე მეტად გავრცელებულია აშშ-ში, რადგან იქ ყველაზე მეტად პოპულარულია სწრაფი და არაჯანსაღი საკვები.
როგორ ავირიდოთ თავიდან მუცლის არეში ცხიმის დაგროვება
1. მიირთვით მთელმარცვლოვანი პროდუქტები
მთელმარცვლოვანი პროდუქტები უჯრედისის საბადოა. ის ითვლება შეუცვლელ დამხმარედ ჩამჯდარი ცხიმის მოსაცილებლად. ამასთან ერთად ის ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის და შაქრის დონის დარეგულირებას.
2. მიირთვით დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული
დიეტოლოგთა უმეტესობა უწევს რეკომენდაციას რაციონში ბოსტნეულის ჩართვას. აი ხილით კი მარტივად ჩაანაცვლებთ დესერტებს. ისინი ხელს უწყობენ ხორცის პროდუქტების ათვისებას.
3. დალიეთ ბევრი წყალი
ჩვენი ორგანიზმი მუდმივად საჭიროებს წყლის ბალანსის დაცვას. ეს დაგეხმარებათ ზედმეტი წონის მოცილებაში და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
4. შეამცირეთ პორციები
როგორ უნდა მივხვდეთ როდის გადავდოთ კოვზი გვერდით? ისარგებლეთ იაპონური ძველი კონფუციური სწავლებით. უნდა მიირთვათ იმდენი, რომ გაივსოს თქვენი კუჭის მხოლოდ 80%.
5. იმოძრავეთ
საუბარი არაა მხოლოდ სავარჯიშო დარბაზში სიარულზე. ისეირნეთ, იმუშავეთ ბაღში და ეცადეთ არ იყოთ უმოძრაო მდგომარეობაში. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა თუ სუფთა ჰაერზე იქნებით.
როგორც ხედავთ არ არის რთული წონის დაკლება და მუცლის ცხიმის მოცილება. მიყევით ჯანსაღი ცხოვრების წესს და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!