კალიუმის პერმანგანატი იგივე მარგანცოვკა დღემდე რჩება ტოქსინების გამოსადევნ საუკეთესო საშუალებად. მისი ხსნარით შესაძლებელია ჭრილობების გამორეცხვა, პირის ღრუს პრობლემის დროს გამოვლება და ა.შ. ექიმები ახალშობილის ჭიპის სწრაფად შესახორცებლად მარგანცოვკიან აბაზანებსაც ნიშნავენ. მაშ რაში მდგომარეობს მისი საზიანო თვისება?
რატომ აიკრძალა კალიუმის პერმანგანატის გაყიდვა
ეს საშუალება ნამდვილად სასარგებლოა თუ მას გამოვიყენებთ სწორი პროპორციით, მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს. მარგანცოვკა აკრძალული პროდუქტების სიაში მოხვდა იმიტომ, რომ ზოგიერთმა მოხერხებულმა ადამიანმა ისწავლა მისგან აკრძალული ნივთიერების დამზადება.
ბევრი თვლის, რომ ეს აკრძალვა დიდი სისულელეა. თავისუფალ გაყიდვაში ისედაც საკმაოდ ბევრი სახიფათო ნივთიერება დარჩა, რომელიც თავად წარმოადგენს ტოქსინს. მაგალითად აცეტონი, რომლისგანაც შესაძლებელია სინთეტიკური ნივთიერების დამზადება. ამის მიუხედავად მისი შეძენა ყველგან არის შესაძლებელი.
თუმცა ამაზე არ მთავრდება მარგანცოვკის საზიანო თვისებების ჩამონათვალი. როგორც აღმოჩნდა კალიუმის პერმანგანატი არის ფეთქებადი ნივთიერებების შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტი. მისგან ხელნაკეთი ასაფეთქებლის დამზადებაც კი არის შესაძლებელი, ამიტომ ვერანაირი რეცეპტი ვერ მოგცემთ მისი დიდი რაოდენობით შეძენის საშუალებას.
თუ თქვენ დღემდე შემოგრჩათ სახლში ეს საშუალება, მაშინ თქვენ ნამდვილად იღბლიანი ხართ. ეხლა უკვე ის იყიდება სპეციალურ აფთიაქებში და რეცეპტის მოპოვებაც კი საკმაოდ ძნელია.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!