მოგეხსენებათ ალერგია ეს ის პრობლემაა, რომელიც ადამიანების უმეტესობას აწუხებს და რომლის გააქტიურებაც უმეტეს შემთხვევაში გაზაფხულზე იწყება და რომლის გამომწვევი მიზეზიც შესაბამისად მრავალფეროვანია. ალერგიის მრავალნაირი სახე არსებობს, რომელსაც სხვადასხვა გამოვლიბეა აქ. ალერგია ადამიანს შეიძლებაა დაემართოს, ცხოველთან შეხების შემდეგ, რომელიმე მცენარესთან შეხების შემდეგ, რომელიმე საკვების მიღების შემდეგ, მეტიც რომელიმე მედიკამენტის მიღების შემდეგ და ა.შ
მაგრამ არსებობს სხვადასხვა ხერხები და რეცეპტები, რომლითაც შესაძლებელია ალერგიას თავი ავარიდოთ და სწორედ ამ რეცეპტებს გიამბობთ ამ სტატიაში.
ბრონქული ასთმის დროს
რეცეპტი 1- ჩაყარეთ 2 ჩ/კ ანისულის თესლი, მინის ჭურჭელში და დაასხით 1 ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი, შემდეგ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში შეფუთეთ კარგად და დააყოვნეთ. დროის გასვლის შემდეგ გაფილტრეთ და მიიღეთ 2 ს/კ დღის განმავლობაში სამჯერ, ჭამის წინ დაახლოებით 30 წუთით ადრე.
რეცეპტი 2- წვრილად დააქუცმაცეთ 50 გრ ალთეს (ტეხტი) და შეურიეთ ბეგქონდარა 60 გრ. მიღებულ ნარევს 1 ს/კ დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი და დააყოვნეთ ერთი საათის განმავლობათი შეფუთული. დროის გასვლის შემდეგ აღნიშნული დოზა გაყავით ტოლ ნაწილად და დღის განმავლობაში მიიღეთ 3-ჯერ ან 4-ჯერ სურვილისამებრ. აღნიშნული ნარევის მიღება დაგეხმარებათ ბრონქული ინფექციების დროს და ყივანახველას დროს.
ალერგიული კონიუქტივიტის დროს
რეცეპტი 1 – აიღეთ1 ჩ/კ გულყვითელას ყვავილ და დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი, რის შემდეგად შეფუთეთ მჭიდროთ და ერთი საათის განმავლობაში გააჩერეთ. დროის გასვლის შემდეგ ძალიან ყურადღებით გაფილტრეთ და შემდეგ დაიწყეთ მიღებული ნაყენით თვალის გამოწმენდა და საფენების დადება.
რეცეპტი 2 – აიღეთ 1-2 ჩ/კ ღიღილოს ყვავილი და დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი. ერთი საათის განმავლობაში შეფუთეთ მჭიდროთ და დააყოვნეთ. დროის გასვლის შემდეგ გაფილტრეთ კარგად და დაიდეთ თვალებზე ნაყენის საფენები.
რეცეპტი 3 – აიღეთ სასურველი რაოდენობის სამყურას ფოთლები და ყვავილები, რომლიდანაც გამოწურეთ წვენი და მიღებულ სითხეში დასველეთ საფენი და დაიდეთ თვალებზე, დღის განმავლობაში რამოდენიმეჯერ. სამყურას წვენი ამავე დროს ძალიან ეფექტურია ყურის ანთების დროს და აგრეთვე ფრჩხილთან დაჩირქების დროს.
ალერგიული დერმატიტის დროს
რეცეპტი 1- აიღეთ 1 ს/კ გამომშრალი ჭინჭარი და დააქუცმაცეთ. ჭინჭარს დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალია და დააყოვნეთ ერთი საათის განმავლობაში. მიღებულ ნაყენში დაასველეთ საფენი და დაიდეთ პრობლემურ ადგილას.
რეცეპტი 2- აიღეთ 1 ს/კ ნემსიწვერა და დაასხით მას ერთი ჭიქა ადუღებული წყალი, რომელიც შემდეგ ორთქლზე გააჩერებთ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ გულდასმით გაწურეთ რამოდენიმე ფენა დოლბანში და შემდეგ რამოდენიმე წუთის განმავლობაში ნახარში ადუღეთ. გაგრილებულ ნახარშში დაასველეთ საფენი და დაიდეთ დღის განმავლობაში რამოდენიმეჯერ. აღნიშნული რეცეტი არაჩვეულებრივია ძირმაგარას, დაჩირქების და კანის წყლულების დროს.
ჭინჭრის ციების დროს
რეცეპტი: აიღეთ 400 გრ კაკლის ფოთლები და დაასხით ადუღებული წყალი, ნაყენი დააყოვნეთ 20 წუთის განმავლობაში და შემდეგ გაფილტრეთ. გაფილტრული ნაყენი ჩაასხით წყლით სავსე აბაზანაში და ჩაწეით დაახლოებით 20-25 წუთის განმავლობაში. გაითვალისწინეთ, რომ წყალი უნდა იყოს ნელთბილი.
მტვრისმიერი ალერგიის დროს
რეცეპტი – აიღეთ 3ს/კ ბაბუაწვერას ფესვები, 5ს/კ ასისთავა, 1ს/კ სიმინდის ულვაში, 4 ს/კ კრაზანა და 4 ს/კ ასკილის ნაყოფი. ბაბუაწვერას და ასკილის ფესვები დანაყეთ არ დაფხვენით და შემდეგ ყველა ინგრენდიენტთან ერთად კარგად გადაურიეთ. 1 ს/კ მიღებულ ნარევს დაასხით 1/4 ჭიქა ცივი წყალი და მთელი ღამის განმავლობაში დააყოვნეთ მინანქრის ჭურჭელში. დილით ნარევი დადგით ცეცხლზე და ადუღებამდე გამორთეთ და დაახლოებით 5 საათის განმავლობაში ისევ დააყოვნეთ, შეფუთულ მდგომარეობაში. დროის გასვლის შემდეგ გაფილტრეთ და მიღებული დოზა დღის განმავლობაში დალიეთ სამჯერადადა. აღნიშნული რეცეპტით მკურნალობა შესაძლებელი,ა რამოდენიმე თვის განმავლობაში.
ფსორიაზის დროს
რეცეპტი – აიღეთ 10გრ დიდგულა, 15 გრ კრაზანა, 15 გრ ორკბილა, 10 გრ მოცვის ფოთლები, 10 გრ სიმინდის ულვაში და 10 გრ შვიტა. აღნიშნულ ინგრენდიენტებს დაასხით 1 ჩ/ჭ ადუღებული წყალი და დააყოვნეთ 30 წუთის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ ნაყენი გაფილტრეთ და ჭამამდე და მას შემდეგ მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა.
გისურვებთ ჯანმრთელობას. არ დაგავიწყდეთ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება!