ზეთი, რომელიც სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ და ორგანიზმ გაგიწმინდავთ

სეზამის ზეთის პირში გამოვლება 100 დაავადებას კურნავს - მარაო.გე

ახალი კვლევის თანახმად, სეზამინოლი ნერვულ უჯრედებს დაზიანებისგან იცავს - რატომ უნდა მივირთვათ სეზამი? - მკურნალი.გე

ზეთი ეს ის უძველეს პროდუქტია, რომელსაც ჩვენი წინაპრები და არა მხოლოდ წინაპრები აქტიურად გამოიყენებდნენ პირის ღრუს ჰიგიენის დასაცავად. ნატურალურ ზეთებს გააჩნიათ ანტიბაქტერიული ფუნქცია და ის აქტიურად იწოვს პირის ღრუში მავნე ნივთიერებებს, ბაქტერიებს, რომლებიც მნივნელოვნად აზიანებენ ღრძილებს და მთლიან პირის ღრუს. ამ სტატიაში გასწავლით იმ უმარტივეს და, რაც მთავარია უსაფრთხო პროცედურას, რომელიც დაგეხმარებათ მარტივად გაისუფთავოთ ორგანიზმი.

კვლევებმა დაადასტურა, რომ ყველაზე სასარგებლო და ეფექტური, პირის ღრუს გასაწმენდად, გახლავთ ცივი სეზამის ზეთი. თუ პირის ღრუში 1 ს/კ სეზამის ზეთს დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში გაიჩერებთ იდიალურია მისი დეზინფექციისთვის. ასევე კარგია ქოქოსის, მზესუმზირის და ზეითუნის ზეთებიც, მაგრამ როგორც უკვე ავღნიშნე სეზამის უკონკურენტოა.

პროცედურულად ავხსნათ, თუ რა პროცესი ხდება, როდესაც ზეთი პირის ღრუშიო ხვდება. ზეთი და კონკრეტულად სეზამის ზეთი მარტივად შეერწყმის, პირის ღრუში, ნერწყვს საიდანაც აქტიურად იწოვს მავნე ბაქტერიებს და ტოქსინებს. ზეთის ამ უნიკალური თვისების გამო ხდება ღრძილებიდან, ყელიდან, კბილებიდან და ენიდან ბაქტერიების შეწოვა და გამოდევნა. ზეთი ამავდროულად ქმნის ერთგვარ დამცავ ფარს, რომელიც ერტყმის გარს კბილებსა და ენას რათა დაიცვას ის.

სამწუხაროდ თანამედროვე რეალობაში სხვადასხვა სოკოვანი ინფექციები არც თუ ისე იშვიათია, ხოლო მცენარეულ ზეთს შესწევს უნარი იყოს ნატურალური ემულგატორი და საპნის ფუნქცია შეითავსოს, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ ორგანიზმში ლიმფური სისტემა ბევრად უკეთ გახლდეთ მომარაგებული და სოკოვანი ინფექციების გავრცელება საგრძნობლად მცირდება.

რა სასარგებლო თვისებები აქვს ზეთს? მისი გამოყენების შემდეგ მომენტალურად გაქრება უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან, მომენტალურად დაიწყება ღრძილების გამაგრება და ასევე შეგიჩერებთ კბილებიდა სისხლდენას, თუ ამ პრობლემის წინაშე დგახართ. ამავდროულად ზეთი გაგათავისუფლებთ ყელის ლორწოს სიმშრალისგან, რომელიც პირველი მიზეზია ტუჩების დახეთქვისა. ამავდროულად ის საგრძნობლად ვგაგიმაგრებთ სახის ყბის სახსრებს.სეზამის ზეთის პირში გამოვლება 100 დაავადებას კურნავს - მარაო.გე

როგორც უკვე ავღნიშნეთ ზეთი არა მხოლოდ იდიალურია პირის ღრუს მოსაწესრიგებლად და დასაცავად, არამედ მთლიანად ორგანიზმის გასასუფთავებლად. როგორც კვლევებმა აჩვენა ის ლიმფურ სისტემას იცავს მავნე ორგანული ნივთიერებებისგან.

რეგულარული ზეთის გამოყენებისა და აღნიშნული პროცედურის ჩატარების შემდეგ თქვენ დაგავიწყდებათ ისეთი პრობლემები, როგორიცაა მუდმივი თავის ტკივილი, რომელიც უმეტეს შემთხვევაში გამოწვეული ინტოქსიკაციის შედეგად. ასევე საგრძნობლად მცირდება სხვადასხვა ანთებითი პრობლემები, საბოლოოდ განთავისუფლდებით უძილობისგა, რათა სხეული სუნთქავს ჯანმრთელად, ხდება ჰორმონალური დისბალანსის აღდგენა, აგრეთვე ის არაჩვეულებრივად წმენდს ღვიძლს და თირკმელები იწყებს უკეთ ფუნქციონირებას, სხეული თანდათან ივსება ჯანსაღი ორგანული მჟავებით, აგრეთვე მცირდება ბრონქიტის სიმპტომები რადგანაც ხდება ლორწოს გარსების შემსუბუქება და ბოლოს მისი გამოყენების შედეგად ხდება ტკივილის შემსუბუქება სხვადასხვა დაავადებების დრო.

სეზამის ზეთი არაჩვეულებრივი ანტიოქსიდანტია და მასში ჭრბი რაოდენობით შედის E ვიტამინი და სასარგრბლო მჟავების ნაკრები, რომელიც ღვიძლში არსებულ მავნე ქოლესტერინებს მარტივად გამოდევნის, რომელიც ცხადია არაჩვეულებრივია ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის.

გისურვებთ ჯანმრთელობას

შეაფასეთ სტატია
ზეთი, რომელიც სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ და ორგანიზმ გაგიწმინდავთ
როგორ დავამზადოთ ხელის ანტისეპტიკური საშუალება