გუარანას სასარგებლო თვისებები

გუარანას სასარგებლო თვისებები
რა არის გუარანა? ალბათ არაერთხელ გინახავთ ეს ამოუცნობი ინგრედიენტი ენერგეტიკული სასმელის ან გასახდომი საშუალების შემადგენლობაში. ეს წითელი ყვავილების მქონე ხე წარმოშობით ბრაზილიიდან და პარაგვაიდანაა. მარადმწვანე ბუჩქის ნაყოფში არის თესლი, რომელიც ადამიანის თვალებს მოგვაგონებს.

გუარანას სასარგებლო თვისებები

სწორედ მათ იყენებენ მედიკამენტების და სასმელების დასამზადებლად. თესლს ასუფთავებენ გარეკანისგან, წყალთან ერთად აბლენდერებენ და მიღებულ პასტას აშრობენ მზეზე, სწორედ ასე ამზადებენ გუარანას ფხვნილს.

გუარანას სასარგებლო თვისებები

გუარანას სასარგებლო თვისებები

ეს ეგზოტიკური ნაყოფი გამოირჩევა კოფეინის დიდი შემცველობით. ორგანიზმში მოხვედრისას ის ძალიან მალე აითვისება ორგანიზმის მიერ და არ აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს. თავად ნაყოფი 5-ჯერ ძლიერია ჩვეულებრივ და ჩვენთვის კარგად ნაცნობ ყავაზე. უცნაურია, რომ მისი მიღების შემდეგ არანაირი ცვლილება არ ხდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაში: არ ხდება გულისცემის აჩქარება.

გუარანას სასარგებლო თვისებები

გუარანა ასევე შეიცავს ტანინებს, რომელიც უკვე მრავალი წელია გამოიყენება ნაწლავების სამკურნალოდ. ამ მცენარის თესლს იყენებენ დიზენტერიის, ართრიტის, შაკიკის და ცხელების დროს.

გუარანას სასარგებლო თვისებები

გუარანა დადებითად მოქმედებს ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობაზე, აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს და მეხსიერების მდგომარეობას. ამ თესლის გამოყენებას ასევე ვურჩევთ მათ, ვისაც წონის დაკლება სურს რადგან ის აჩქარებს მეტაბოლიზმს, გამოდევნის ორგანიზმიდან შლაკებს, ამცირებს მადას და წვავს ცხიმს.

გუარანას სასარგებლო თვისებები

გუარანა ასევე გამოუყენება ცუდი ქოლესტერინის დონის შესამცირებლად და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის გასაუმჯობესებლად. ის დაგეხმარებათ დეპრესიასთან და ქრონიკულ დაღლილობასთან გამკლავებაში.

გუარანას სასარგებლო თვისებები

ამ თესლის გამოყენებამდე გირჩევთ გაიაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. მასთან განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ორსულებს და მათ ვისაც აქვთ ათეროსკლეროზი ან ჰიპერტონია.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
გუარანას სასარგებლო თვისებები
laundry soap
სარეცხი საპნის დაუჯერებელი ეფექტი ჩვენს ჯანმრთელობაზე