საზამთროს ქერქის სასარგებლო თვისებები

საზამთროს ქერქის სასარგებლო თვისებები

წვნიანი საზამთროს მირთმევის შემდეგ, არ იჩქაროთ მისი ქერქის გადაყრა. მისი მწვანე ნაწილი იმდენად სასარგებლოა, რომ ხალხური მკურნალები გვირჩევენ გამოვაშროთ ის და მივიღოთ მთელი წლის განმავლობაში.
წარმოუდგენელია, მაგრამ ეს საშუალება სიმსუქნისგან გაგანთავისუფლებთ. თუ თქვენ ხართ ადამიანი, ვისაც სურს ზედმეტი წონისგან განთავისუფლება, მაშინ ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა.

საზამთროს ქერქის სასარგებლო თვისებები

რატომ უნდა შევინახოთ საზამთროს ქერქი

1. საზამთროს კანის სახის ნიღბები დაგეხმარებათ კანის დატენიანებაში და ვიტამინებით გაჯერებაში. დანაკუწებულ ქერქს ჯერ გადაანაწილებენ მარლაზე და შემდეგ იჩერებენ სახეზე 20 წუთის განმავლობაში. თქვენ გაგაოცებთ მისი შედეგი. კანის მდგომარეობა პროცედურიდან პროცედურამდე სულ უფრო გაუმჯობესდება.

საზამთროს ქერქის სასარგებლო თვისებები

2. საზამთროს კანის ნახარში მოგიგვარებთ საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებულ მთელ რიგ პრობლემებს. წამლის მოსამზადებლად აიღეთ 100 გრ. საზამთროს ქერქი (მწვანე კანისგან განთავისუფლებული) და 1 ლიტრი სასმელი წყალი. ხარშეთ ქერქი ნელ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ დადგით 1 საათი და ამის შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 3-ჯერ.

საზამთროს ქერქის სასარგებლო თვისებები

3. საზამთროს ქექრს ნაღვლის ბუშტის დაავადებების სამკურნალოდაც იყენებენ. ამისთვის ქერქი უნდა გაშალოთ და დააყაროთ შაქარი. დაგროვილი წვენი აუცილებლად უნდა გადაიტანოთ მუქი ფერის ბოთლში და შემდეგ შეინახოთ მაცივარში. მიირთვით ეს სიროფი ჩაისთან ერთად, დაუმატეთ 1 ს.კ. დღეში 2-3 ჯერ.

საზამთროს ქერქის სასარგებლო თვისებები

ჭარბ წონასთან საბრძოლველად საზამთროს ქერქს იყენებენ ფხვნილის სახით. მის მოსამზადებად მწვანე რბილობს ასუფთავებენ მუქი მწვანე კანისგან, ამის შემდეგ შლიან ფართო ჭურჭელზე და აშრობენ 50-70 გრადუსზე ღუმელში ან ჰაერზე სრულ  გამოშრობამდე. ამის შემდეგ მას ფქვავენ ყავის საფქვავში.

2 ს.კ. ფხვნილს უნდა დაასხათ 500 მლ. ადუღებული წყალი და დადგათ 1 საათით. ნაყენი გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 3-ჯერ 100 მლ.

საზამთროს ქერქის სასარგებლო თვისებები

სამწუხაროდ საზამთროს კანზე დამზადებული წამალი არ შეიძლება მათთვის, ვინც დაავადებულია შარდ-კენჭოვანი დაავადებით, პეილონეფრიტით და პროსტატის პათოლოგიით.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
საზამთროს ქერქის სასარგებლო თვისებები
როგორ არის დაკავშირებული ადამიანის თვალის ფერი მის ჯანმრთელობასთან