მითები სწორი კვების შესახებ

მითები სწორი კვების შესახებ

მსოფლიოში ჩამოყალიბდა გარკვეული სტერეოტიპები, რომელთა დაჯერებაც გვაიძულებს ბევრ რამეზე ტყუილად ვთქვათ უარი. ეს განსაკუთრებით საწყენია, როცა რაიმე სასიამოვნოს ეხება. ის რასაც ჩვენი დედები და ბებიები საზიანოდ მიიჩნევდნენ სინამდვილეში არ ყოფილა მავნე. ზოგიერთი მათგანი კი პირიქით, წონის დაკლებაშიც კი დაგეხმარებათ.

ჩვენ შევარჩიეთ 9 მითი სწორი კვების შესახებ. ისიამოვნეთ გემრიელი საკვებით, გახდით და იგრძენით თავი საუკეთესოდ!

სწორი კვების სტერეოტიპები

18:00 საათის შემდეგ ჭამა მავნებელია
6 საათის შემდეგ შიმშილი დანაშაულია ორგანიზმის წინაშე. ეხლა ადამიანები ბევრად გვიან იძინებენ, ვიდრე ამას გასულ საუკუნეში აკეთებდნენ. ასეთი შიმშილი მხოლოდ ნეგატიურად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ საკვები დაძინებამდე სამი საათით ადრე უნდა მიირთვათ. ეცადეთ ვახშამზე მიიღოთ მსუბუქი და დაბალ კალორიული საკვები.

მითები სწორი კვების შესახებ

ცხიმი მავნებელია
უამრავი ადამიანი დღემდე თვლის, რომ ცხიმი მავნებელია ორგანიზმისთვის. თუმცა სინამდვილეში მის გარეშე შეუძლებელია სწორი მეტაბოლიზმი. ცხიმების დახმარების გარეშე ორგანიზმი ვერ ახერხებს ზოგიერთი ვიტამინის ათვისებას, კანი მალე ბერდება, თმები ხდება მტვრებადი და ყველაზე მეტად იტანჯება ღვიძლი.

თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ უნდა მიირთვათ ბევრი კარტოფილი ფრი, ტორტი, მაიონეზი და ა.შ. საუბარია სასარგებლო ცხიმებზე. მათი ნახვა შეიძლება თხილეულში, წითელ თევზში, ავოკადოში, არაქისის, სელის და ზეითუნის ზეთში.

ისინი ძალიან კარგად ავსებენ ორგანიზმს და ადამიანს დიდი ხნის მანძილზე აღარ აწუხებს შიმშილის გრძნობა. აი ამიტომ არ უნდა შეზღუდონ სწორი ცხიმების მიღება გახდომის მსურველებმა.

მითები სწორი კვების შესახებ

წახემსება მავნებელია
წასახემსებლის გარეშე შეუძლებელია თქვენს კვებას სრულფასოვანი ეწოდოს, რადგან ადამიანს აუცილებლად ჭირდება ენერგიის შევსება. უბრალოდ ყურადღება მიაქციეთ რას იღებთ წასახემსებლად. ყველაზე კარგია თხილეულის და ხილის არჩევა.

მითები სწორი კვების შესახებ

თუ პროდუქტი ორგანულია ე.ი. ის სასარგებლოა
თუ შეფუთვაზე მითითებულია ”ორგანული” ეს ნიშნავს იმას, რომ ის არის გმო-ს, პესტიციდების და სხვა დანამატების გარეშე. თუმცა ხშირად ის არაფრით არ განსხვავდება მისი არაორგანული ანალოგებისგან, უბრალოდ ბევრად ძვირია..

მითები სწორი კვების შესახებ

ნაკლები ნახშირწყლები
უბრალო ან როგორც მას სხვანაირად უწოდებენ, სწრაფი ნახშირწყლები ნამდვილად უნდა შეზღუდოთ რაციონში. ის დიდი რაოდენობით არის შაქარში, თეთრ პურში და კარტოფილში.

მათ, ვისაც უნდათ სწორად იკვებონ, უნდა აირჩიონ რთული ნახშირწყლები. ის არის კენკრაში, მწვანილში, ბოსტნეულში, მაცვლეულში და ლობიოში.

მითები სწორი კვების შესახებ

ხილი და ბოსტნეული კარგავს ყველა სასარგებლო თვისებას გაყინვისას
თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით უკვე შესაძლებელია პროდუქტების გაყინვა და მათი სასარგებლო ნივთიერებების 90%-ის შენარჩუნება.

მითები სწორი კვების შესახებ

წვენი ისევე სასარგებლოა, როგორც თავად ხილი
წვენის მომზადებისას ბევრი სასარგებლო ნივთიერება იკარგება. ბევრი წვენი ფაქტიურად არც შეიცავს უჯრედისს. ამიტომ უმჯობესია მიირთვათ ხილი, ბოსტნეული და კენკრა.

მითები სწორი კვების შესახებ

უნდა იკვებოთ განცალკევებით
მეცნიერებს ჯერ არ დაუდასტურებიათ, რომ განცალკევებულ კვებას შეუძლია წონის დაკლება. ადამიანები ვინც მსგავს კვებაზე არიან, დიდი ალბათობით ერთმანეთთან კარგად შეთავსებადი დაბალ კალორიული  პროდუქტების წყალობით იკლებენ და არა ამ კვების სისტემით.

მითები სწორი კვების შესახებ

კვება და სისხლის ჯგუფი ურთიერთკავშირშია
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სისხლის ჯგუფსა და კვებას შორის კავშირი არ არის. პროდუქტების აუტანლობა სულაც არ არის დამოკიდებული სისხლის ჯგუფზე, არამედ იმუნიტეტის დარღვევაზე.

მითები სწორი კვების შესახებ

მთავარია იკვებოთ სიამოვნებით! სასარგებლო საკვებს მოაქვს ბედნიერება და კარგად ათვისებადია.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია