დიეტოლოგები ამტკიცებენ, რომ არ არის საჭირო თავის არიდება ცხარე სანელებლებისგან, ნივრისგან, კოჭასგან და ჩილის წიწაკისგან. ეს პროდუქტები ხომ უფრო გემრიელს ხდის საკვებს და ეხმაერბა ორგანიზმს. სპეციალისტების აზრით აუცილებელია ასეთი საკვების მიღება, მაგრამ საჭიროა დავიცვათ ნორმა.
რითი არის სასარგებლო ცხარე საკვები: საინტერესო ფაქტები
1. აუმჯობესებს საკვების მონელების პროცესს
მწარე საკვები ასტიმულირებს დიდი რაოდენობით კუჭის წვენის გამომუშავებას. ეს აჩქარებს საკვების მონელების გადამუშავების პროცესს და აუმჯობესებს მეტაბოლიზმს. მთავარია მიიღოთ ზომიერად.
2. აუმჯობესებს განწყობას
ცხარე საკვები ეხმარე მათ, ვინც ებრძვის შფოთვას. საქმე იმაშია, რომ მწარე საკვები ასტიმულირებს სეროტონინის გამომუშავებას. ეს ჰორმონი აუმჯობესებს განწყობას და გეხმარებათ სტრესთან გამკლავებაში.
3. ამცირებს წნევას
ცხარე სანელებლები ახდენენ დადებით ზეგავლენას გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. ისინი ამცირებენ არტერიულ წნევას. ამასთან ერთად, მათ შემადგენლობაში მყოფი ვიტამინები ამაგრებენ სისხლძარღვებს. ეს მნიშვნელოვანია გულის დაავადებების პროფილაქტიკისთვის.
4. ებრძვის ბაქტერიებს
ცხარე წიწაკის შემადგენლობაში მყოფი კაპსაიცინი კლავს ვირუსებს და ბაქტერიებს. ამიტომ არის რეკომენდირებული გაციების სიმპტომების დროს, ამ პროდუქტის შემადგენლობის მქონე სოუსების გამოყენება. ბებიებიც ამიტომ გვაძალებენ ხოლმე ნივრის და წიწაკის მიღებას ხველების დროს.
როგორც ხედავთ, თავის შორს დაჭერა არ არის საჭირო ცხარე საკვებისგან. ასეთი საკვების ზომიერად მიღება სასარგებლოც კი არის თქვენი ორგანიზმისთვის.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!